*ვნება* » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

*ვნება*

*ვნება*

ვნება... რა არის ვნება ? როგორც ამბებონ საპნის ბუშტია, რომელიც გიზიდავს და შეხების შემდეგ წამის მეასედებში წყლის რამდენიმე წვეთის გარდა არაფერს ტოვებს ? თუ შეიძლება ჩავყვინთოთ უფრო ღრმად და გამოვიკვლიოთ ? ვფიქრობ კი.... სული გრძნობების დასაბამია. თითოეული გრძნობა დაწყებული სიძულვილით დამთავრებული სიყვარულით, ზუსტად აქედან იღებს სათავეს. ასევე ვნებაც... ვფიქრობ ყველაზე მძაფრი, საინტერესო და იდუმალებით მოცული გრძნობაა. ტკბილია, გემრიელია. გიზიდავს. ნარკოტიკივით მოქმედებს, როგორც კი ერთხელ მიეტანები. თითქოს ზედაპირულია, მხოლოდ ხორციელია, მაგრამ იმდენად ღრმაა და სულიერი ამასთანავე... აქ იდეალური შერწყმაა წარმოდგენილი. ორი უკიდურესობა - სული და სხეული, ანგელოზი და სატანა. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ოსტატურად გადაინაცვლონ ერთიდან მეორეზე ისე რომ წონასწორობა ამ ორს შორის არ დაირღვეს, არ მოხდეს ამ ორის აღრევა ერთმანეთში. ისინი ამას ახერხებენ თუმცა იტანჯებიან, მაგრამ ეს ტანჯვა ღირს ამ სიამოვნებად.
გაორმაგებული სიყვარული ვნებაა... სიყვარული, რომელიც გვამოძრავებს, როგორც სულის, ასევე სხეულის კმაყოფილებისკენ. სული ითხოვს სხეულის დაკმაყოფილებას, თავის მხრივ სხეული მიისრაფვის სულიერი ორგაზმისკენ. შედეგად ვღებულობთ მძიმე, უწყვეტ ჯაჭვს, რომლის გახლეჩა ფაქტიურად შეუძლებელია. გაორმაგებული ვნენა - სიგიჟე. სიგიჟე, რომელსაც სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანიც კი სიამოვნებით ნებდება. ყველაფერს გაუძლებს ადამიანი გარდა ცდუნებისა, ცდუნებისა ვნების წინაშე. გაორმაგებული სიგიჟე უკვე წმინდა გარყვნილებაა. წმინდაა, სუფთა, უბიწო. ტკივილისას სიამოვნებას ჰპოვებ, დაგიმონებს და თავისუფლებას იპოვი, ყველაზე დაბლა დაცემული ყველაზე ახლოს იქნები შენს ღმერთთან... ღმერთთან, რომლის შეცნობა ასე ძალიან გსურს. რაც უფრო გარყვნილია ვნება მით უფრო წმინდაა სული, ერთგულია ცნობიერება... იმდენად გფლობს ვნება ამ ადამიანისადმი, რომ წარმოდგენაც კი გზარავს იმის რომ სხვასთან გაიმეორო იგივე. წამითაც იმის გაფიქრება რომ ის გაიმეორებს იგივეს სხვასთან გააფთრებს, რადგან ამ ვნებას წინ უძღვის საოცრად გულწრფელი გრძნობა. რაც უფრო გარყვნილია ვნება მით უფრო წმინდაა სული, ერთგულია ცნობიერება და გულწრფელია გრძნობა... სიბრძნე მდგომარეობს არა იმაში რომ ჩვენ ჩავახშოთ საკუთარი ვნებები, არამედ იმაში რომ ზუსტად აი ამ ვნების და სხვა ძლიერი გრძნობების საშუალებით ავაგოთ საკუთარი ბედნიერება.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა