*ადამიანი* » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

*ადამიანი*

*ადამიანი*

მე ადამიანი ვარ.... მაგრამ, რას ნიშნავს იყო ადამიანი ? ადამიანია ის ვისაც უბრალოდ მისთვის დამახასიათებელი აგებულება აქვს ? ან ის ვისაც უბრალოდ ფიქრი შეუძლია ? არამგონია... ადამიანია ის ვისაც შეუძლია იგრძნოს... იგრძნოს ნებისმიერი ტიპის გულწრფელი გრძნობა, დაწყებული სიყვარულიდან სიძულვილის ჩათვლით... ის ვინც ეძებს სიღრმეს ამ გრძნობებში... ადამიანია ის, ვისაც სული აქვს, სული ხომ გრძნობების დასაბამია. ყველაზე საოცარი, საინტერესოა, ნათელი და ამავდროულად ბნელი და ზიზღის მომგვრელი. სრულყოფილი ქმნილებაა, ეგრედ წოდებული ღმერთის სახება, მისი ნაწილი, მისი რეალური რაობა... და აი ზუსტად ამ საოცრების პატრონ არსებას ეწოდება ადამიანი. (თუმცა ისიც საკითხავია ვინ ვის პატრონობს) მართალია სული სრულყოფილია, მაგრამ როგორ ფიქრობთ ის თავიდანვე ამგვარი სახით გვევლინება ჩვენ, მოკვდავებს ? ეჭვი მეპარება... ჩვენ საკუთარი ძალისხმევით უნდა სრულვყოთ იგი, ამაში კი დიდი წვლილი გონებრივ განვითარებას და სულიერი იმპულსების სწორად აღქმას მიუძღვის. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თითოეული ჩვენთაგანი ინდივიდუალურია, ორიგინალურია. ფაქტიურად ორ ერთნაირს ვერ იპოვი. ყოველთვის იქნება რაღაც სხვაობა. ეს სხვაობა ქმნის მრავალფეროვნებას, ხდის სამყაროს საინტერესოს, სძენს ხალხს სიცოცხლის ხალისს, აძლევს თავისუფლად, გლობალურად აზროვნების საშუალებას, იწვევს ცვლილებებს... და ზუსტად აი ეს სხვაობებია რის გამოც ხალხი ერთმანეთს უპირისპირდება, ომობს, გამალებით იცავს საკუთარ სხვაობას და ხდება დაუნდობელი, სასტიკი, დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ინსტინქტებზე, რასაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგი მოჰყვება... მაშ კარგია თუ ცუდი, ის რომ ჩვენ განვსხვავდებით ? )))

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა