*შეუძლებელია* » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

*შეუძლებელია*

*შეუძლებელია*

ვფიქრობ შეუძლებელია აღწერო ის, რასაც ადამიანი გრძნობს სინამდვილეში.რაოდენ დიდებული სიტყვების ხლართვის ოსტატი არ უნდა იყოს ადამიანი, მას არ ძალუძს გადმოსცეს ცარიელი სიტყვების მეშვეობით ის გრძნობები და ემოციები, რასაც განიცდის ისეთი საოცარი და ამოუცნობი რამ, რასაც ადამიანთა მოდგმა სულს უწოდებს. ის იმდენად ძლიერი ენერგიის მფლობელია, რომ რაც არ უნდა ვეცადოთ სრულ აღწერას ვერ გავუკეთებთ. ნებისმიერი ტექსტის კითხვისას ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ გარკვეული გრძნობა, მაგრამ იმ უზარმაზარ ტალღას ვერ მივიღებთ ფრაზებისგან, რომელიც გამალებით ეხეთქება კლდეს და მის ჩამოშლას ლამობს. ვერ მივიღებთ ჟანგბადის სრულ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ჩვენი ფილტვების შესავსებად. ვერ მივიღებთ იმ წამლეკავ ქარიშხალს და ვერ გადავეშვებით თავით იმ გრძნობათა მორევში, ვერ შევიგრძნობთ რეალურ სიდიადეს, რომელსაც წარმოადგენს მეცნიერებისგან ჯერ კიდევ შეუსწავლელი სული. ავტორის გრძნობების სრულფასოვანი აღქმა მკითხველს არ შეუძლია..... თქვენ როგორ ფიქრობთ ?

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა