აბორტი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

აბორტი

აბორტი

ბევრი დავწერე ლექსი რომელსაც
ბევრი თქვენგანი კიდევაც იცნობთ
ხოლო მის ავტორს მე წარმოვადგენ
ანრი სურმავას სახელით მიცნობთ...


ლექსი ვუძღვენი ჩვენს ემიგრანტებს
შევეხე თემას ძლიერ მტკივნეულს
რომელსაც ქვია ლექსი აბორტზე
ბევრი უწოდებს თემას მიჩვეულს./../.


ეს ლექსი ეხლა რასაც დაგიწერთ
შვილის მკვლელობის საწინდარია...
ფაქტი რომელიც უნდა ავღწერო
გულის ამრევი ... საზიზღარია....


ბევრჯერ მიზეზი შვილის სიკვდილის
დღეს მოძალადე ქმრები არიან...
და მთელი ცოდვა ქალებზე მიდის
თვითონ კი ქვეყნად მშვიდად დადიან...


დალია ცოტა.. გართობა უნდა
მაშინ არ ფიქრობს თავის დაცვაზე..
შემდეგ კი როცა საქმე ფუჭდება...
გადადის ქალის ლანძღვა ჩაგვრაზე....


დღეს ქვეყანაზე ბევრია ქალი
მოძალადე ქმრის მსხვერპლი რომ ხდება..
როგორ უშველოს შექმნილ მოვლენებს...
თავს ვერ იცავს და ვერაფერს შვება...


რატომ ჩავდივართ კაცები ამას....???
ბევრჯერ გვიკითხავს ჩვენი თავისთვის
განა ვამტკიცებთ ამ ფაქტით რამეს???
სიკვდილი ხსნაა ამ დროს ქალისთვის...


ქალზე ძალადობ შემდეგ კი წახვალ...
ჭიქას აწევ და ქალებს დალოცავ....
სახლში მისული ცოლზე ძალადობ...
და ვერ მიმხვდარხარ ამით რას ცოდავ...


ქალია დედა ასე რომ გიყვარს....
მამა გახდები ოდეს შენც ქალის...
ამაზე ფიქრი რატომ არ გინდა
სატანის ძალით ცოდვას რომ სჩადი...


ქალებს ვეფეროთ უნდა კაცებო
რადგან იცვალა ცხოვრებამ სახე..
ქალმა დაკარგა ქვეყნად ქალობა...
ეს ჩემი თვალით მრავალჯერ ვნახე,,,,


მრავალი ვნახე ოჯახში ქალი
უმამოდ რომ ზრდის პატარა ობლებს
ზოგს კი ლოთი ყავს საერთოდ ქმარი
შვილის საზრდოსთვის აბარებს ბოთლებს...
და ამის მერე ქალზე ძალადობ??
ღმერთის საერთოდ არ გეშინია???
ქალმა შეცვალა ოჯახში კაცი...
გაძლიერდა და არ ეშინია...


განა რა ხდება ქვეყნად შეხედე
საქართველოში რამდენი დარჩა
ემიგრანტია დღეს ბევრი ქალი
და ბევრიც კიდევ ვეღარც გადარჩა...


ოჯახს ტოვებს და უძლებს ყველაფერს
ვიღაცის მონა ხდება იმისთვის
აქ რომ აცოცხლოს მისი ოჯახი
წელზე ფეხს იდგამს მისი შვილისთვის


აქ კი რა ხდება... ბევრი მინახავს...
უსაქმურობით ბირჟაზე მდგარი
ცოლის კისერზე სულ რომ არიან....
დალეული და კარგი მაძღარი...


და ამის შემდეკ კიდევ ვძალადობთ
კიდევ მათ ვჩაგრავთ ვინც ჩვენ გვაცოცხლებს
ადრე ყოველთვის ქალს ვამტყუნებდი
დღეს კაცებზე ვწერ ეს მეც მაოცებს...


რამდენი არის დღეს მსხვერპლი ქალი
ყველამ წამოვდგეთ დავგმოთ ეს ფაქტი
რომ აღარასდროს არ განმეორდეს
ქალების ცემის ეს მწარე აქტი...


კაცის კაცობა წინაპართ მოგვზდევს
მათ დაგვიტოვეს ნაღდი კაცობა...
არ დავუშვად რომ ქვეყნად გამეფდეს...
და გაბატონდეს არაკაცობა....


არ ვიცი ამ ლექს როგორ მიიღებთ
ალბათ ბევრი კი ფიქრს მიეცემა...
არ გაქვთ უფლება ვინმე გაკიცხოთ
ყველას თავისი იქ მიეზღვევა


ნუ ფიქრობ ეხლა რამე დაგაკლო
თუ გიღალატა თავის თავს ავნებს
ერთი იცოდე მაღალი ღმერთი
ყველას მიუზღვავს არავის არჩენს


შენი ვალია კაცობა წმინდა
ის რაც უფალმა ქვეყნად გარგუნა...
და გავუფრთხილდეთ ჩვენ ჩვენ კაცობას...
რაც ჩვენ მაღალმა ღმერთმა გვარგუნა...

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა