ემიგრანტი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ემიგრანტი

ემიგრანტი

დაბრუნდი ქართველო მშობლიურ მიწაზე
აქ გელის სამშობლო და თბილი სახლ კარი
დაბრუნდით შვილებთან და ცრემლის მაგივრად
მრავალჟამიერ ყიჟინით დაჰკარით


დამთავრდეს ქართველო დღეს შენი წვალება
მონობა შეცვალოს ბედნიერებამ
ამ ტკივილს რა ვუყოთ რით დავამარცხოთ
წამალი ვერ შექმნეს მეცნიერებმაც


რით გაუმკლავდე რით დავამარცხო
დედის ცრემლები ამ მონატრების
რა უნდა ვუთრა რით დავავიწყო
ემიგრანტობის ეს მწარე წლები


წელი წელს მიზდევს ნაოჭი ჩნდება
იმ ქალის თვალზე სულ სხვა რომ მახსოვს
საქართველოში კაცები ხვდებათ
დღეს მათ შვილები ბავშვი რომ ახსოვთ


არ დამიბერდე ჩემო დედიკო
შენახარ ჩემთვის მუდამ უკვდავი
მაპატიე რომ ნაოჭს ვერ გიქრობ
და წლების ტკივილს ვერა ვუყავი


გთხოვ მაპატიე ოდეს მე შევცდი
და შენს წწინაშე ხმას აუწიე
და ყოველ წელს რომ ასაკს გითვლიდი
დედას შვილობა ვერ გავუწიე


ბევრი გატკინე და ვერ ვხვდებოდი
რომ შენზე კარგი არვინ გამაჩნდა
შენ კი ტირილით მუდამ ითმენდი
მაინც ჩემს მეტი არვინ გაგაჩნდა


ემიგრანტი ხარ დღეს სხვის მიწაზე
აქ გელის შენი სახლ კარი მიწა
მე კი დღეა კაცი შენთვის კი ბავშვი
გულს აღარ გატკენ შენს სახელს ვფიცავ....

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა