გამიშვით უფალთან.. ამ ქვეყნად რა დამრჩა? » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გამიშვით უფალთან.. ამ ქვეყნად რა დამრჩა?

გამიშვით უფალთან.. ამ ქვეყნად რა დამრჩა?

ჩარაზეთ კარები სიკვდილი მოდისო
ჩამესმის ბუნდოვნად ნახევრად მომაკვდავს
დერეფანს გავხედე და იქვე გავშეშდი
ვხედავ ღვთის მშობელს ჯვრით ხელში მომავალს

გავოცდი გავშეშდი და ვეღარ გავიგე
სიზმარია თუ ცხადია რაც ხდება
მომისმენია თუ გულით ილოცებ
უფლის წყალობით ნამდვილად ახდება

ალბათ ისმინა უფალმა რაც ვთხოვე
თვით ღვთისმშობელი მესტუმრა ზეციდან
სიკვდილსაც დაასწრო ოცნებამ ახდენა
და სასწაულიც ვიხილე ზევიდან

დედაო მარიამ დავიწყე ლუღლუღით
ძლივს გამოვთქვამდი სიტყვებს ძლივს მესმოდა
უეცრად ვიგრძენი თავს ხელი შემახო
ღვთისმშობელს ფიქრები უსიტყვოდ ესმოდა

იმ წუთას შემიპყრო შიშმა და ვინანე
თვალწინ დამიდგა წარსულის ცოდვები
ყოველი ნათქვამი ტყუილი მესმოდა
მესმოდა ცოდვილი ყოველი ბოდვები

მინდოდა მეთხოვა უფლისთვის სიცოცხლე
მაგრამ რატომღაც სიტყვაც კი ვეღარ ვთქვი
ცრემლები წამსკდა და თან ამ დროს გავიგე
საკმარისია ცრემლებით უკვე თქვი

გავიყინე და მუხლებზე დავეცი
ცაში აღვაპყრე სიმწრისგან ხელები
უეცრად კაშკაშა სინათლე შევნიშნე
და რამდენიმე პატარა ხვრელები

ერთიდან ისმოდა ტირილი გოდება
მეორედან კი ლოცვა და გალობა
წინ კი შევნიშნე ნათელი გვირაბი
და თან ვიგრძენი აქ უფლის წყალობა

უეცრად წარმოვსთქვი შემდეგი სიტყვები
მამაო ჩვენო და თან ლოცვა დავიწყე
უეცრად მიჩუმდა გარშემო ყოველი
და ხმა ჩამესმა ამყევი,ამიწყე

გარშემო ინათა ყოველმა ვიხილე
ანგელოზების გუნდური გალობა
ლოცვას მოვრჩი და ცრემლი რომ შევიშრე
უცებ წამომცდა ``უფალო მადლობა``

მიჩუმდა გარშემო გვირაბი ჩაბნელდა
და ამ დროს ჩამესმა შემდეგი სიტყვები
მგონი მას ვკარგავთ და რაღაცა იღონეთ
მე კი ნელნელა ამ ხმაურს მივყვები

კვლავ სხივმა მომკვეთა თვალთ ხედვა აღვშფოთდი
და ამ დროს ჩამესმა გადარჩა-გადარჩა
ამ დროს კი ღიმილით და ჩუმათ წარმოვსთქვი
გამიშვით უფალთან ამ ქვეყნად რა დამრჩა...
ა.სურმავა

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა