13 ივნისი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

13 ივნისი

13 ივნისი

რიცხვი ცამეტის შესახებ მსმენია
თარსია მას მოაქვს ამ ქვეყნად სიკვდილი
ვერეზე ამ ღამეს ცა მეტი ბნელია
ამ სიბნელეში გაისმა კივილი


მოულოდნელმა წვიმამ და ღვარცოფმა
წაგვართვა და ძმები …. სამშობლოს შვილები
ვიღაცას მოუკლა და დედა ბებია
და ამით წაართვა მომავლის იმედი////


ცრემლები მახრჩობდა ყველაფრის შემყურე
და მაცოფებდა ვერაფერს ვშველოდი
სანთელით ხატის წინ ლოცვებში ვათენე
და სასწაულით უფლის მადლს ველოდი


გათენდა დილა და ღმერთო რა ვიხილე…
მიწასთან გასწორდა გარშემო ყოველი
მიწაში ჩაფლული გვამები მოჩანდა
და დაღუპული მრავალი ცხოველი


ვერეზე ტირილი გოდება ისმოდა
დედა რომ ეძებდა ცრემლებით თავის შვილს
ზოგმა და, დედა, მამა, ძმა დაკარგა
დედა კი ეძებდა ორ ლამაზ ქალიშვილს


ყველაფრის შემყურე ცას ჩუმად ავხედე
და დავინახე რომ აქ ცა მეტია
თითქოს და შევნიშნე მის თვალებს ცრემლები
უნდოდა გაქცევა… ყველასთვის ეტია


ვერეზე ცამეტი ივნისი დასრულდა
დატოვა შავებში გარშემო სუყველა
დაუვიწყარი ტკივილი გოდება
რომელიც არასდროს არ დასრულდება


სამშობლოს ყოველთვის ექნება ჭრილობა
და ის ყოველთვის იგლოვებს დაკარგულს
ხალხს მათი სულები სულ ემახსოვრება
და იგრძნობს ამ ტკივილს… თითქოს და დამალულს


არასდროს გაქრება ქართველში ტკივილი
არასდროს ივიწყებს ქართველი მის შვილებს
მინდა დავამშვიდო სუყველა ქართველი
დღეს მათ ლამაზ სულს უფალი იშვილებს


უფალი იფარავს მათ წმინდა ლამაზ სულს…
სამოთხის კარები დღეს მათთვის ხსნილია,.,,,
ჩვენი წინაპრები იქ მათ მოუვლიან…
მათთვის გამართული… სამოთხის ლხინია…


ვამაყობ ქართველნო დღეს რომ ვარ ქართველი
ცრემლები მომაწვა რაც შემდეგ ვიხილე…
მთელი საქართველო დღეს ერთად ფეხზეა…
მხოფლიოს მივმართავ…. ეს კარგად იხილე…


დიდმა თუ პატარამ ხელი ხელს ჩაკიდა…
დიდი თუ პატარა დღეს ვერეს გვერდშია…
იცით??? უკვდავება…. დღეს ჩვენი რა არის???
ქართველობაში… ეს ქართულ ერშია….


მეორე კლასელი ბავშვების ქმედებამ
ცრემლები მომგვარა … გულწფელად ვიტირე…
საოცრებააა ქართული სიწმინდე…
საოცრებაა რაც მე აქ ვიხილე…..


მივუსამძიმრებ დაკარგულთ ოჯახებს…
ვიცი რომ ისტყვები აქ ზედმეტია….
გფარავდეთ უფალი და ძალა მოგმადლოთ
დღეს ჩვენი მხსნელი მხოლოდ ღმერთია…


ვერცერთი სიტყვა და ვერცერთი მომენტი
ვერასდროს ვერ შეცვლის გულში ამ იარას…
რაც რამ რო დრო გავა ვერასდროს ვერ ვიტყვით
თურმე ამ ტკივილმა რომ გაიარა….


უკვდავი დარჩება ყოველი ქართველი
არ დაივიწყებს ქართველი მის შვილებს…
დღეს მინდა რომ ვუთხრა სუყველას დამშვიდდი
დღეს მათ წმინდა სულს უფალი იშვილებს….


ვამთავრებ ამ ლექს და ცრემლებს კი ვერ ვიშრობ…
მინდა რომ გითრათ ქართველო ეს ერთი…
ყოველთვის ვეფეროთ როგორც დღეს ერთმანეთს….
აწ და მარადის გფარავდეთ ღმერთი…..

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა