მთვარის ქადაგნი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

მთვარის ქადაგნი

მთვარის ქადაგნი

დამწვარ სახეთა ფერფლად მესმის ერთფეროვნება
და გალაქტიონს მინდა ვთხოვო უსულო თოვლი.
ვარდების კრეფა მომინდება მე ზამთრის ქადაგს
და შემდეგ უკან დავაბრუნებ მე ვარდებს მოვლილს .
გრძელ ლიანდაგებს აჰყოლია რომანტიკოსი
და იარაღით ხელში დაძრწის ქუჩებში მარტო.
მინდა გავიდე ფერმიხდილი ნაცნობ ადგილას
და უაზრობით გადაღლილი ზღვებს დავემატო...
სული სხვა დროში არსებობის უფლებას მომთხოვს
და ლიანდაგად გარდაქმნილა გზა ცხოვრებისთვის,
ტიციანსაც კი გაუწირავს თავი თითქოსდა
და პატიება უთხოვია მკაცრი ვნებისთვის...
მთვარის ქადაგნ ჩვენ დიდებისთვის არაფერს ვხატავთ,
რადგან დიდება მხოლოდ ჭუჭყის დიდი გროვაა...
მგლებისთვის თოვნა დიდი ძალის ,სიმარტივეა
მათ გააჩნიათ უმათავრესი : მათი ხროვაა.
მთვარის ქადაგნი, ჩვენ ხომ ისედაც ვენდობით აჩრდილს
და დაფარული არ არსებობს ჩევნთვის დროება,
მხოლოდ სცენისმტვერ დახარბებულ მსახიობისთვის
მნიშვნელოვანი რამ ყოფილა ეს მყუდროება.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა