'' თვალი არ დახუჭო '' » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

'' თვალი არ დახუჭო ''

'' თვალი არ დახუჭო ''

ნიკა კარების ბრახუნმა გამოაღვიძა, ძლივძლივობით მონახა ფეხსაცმელები, სასტიკად უჭირდა ადგომა რადგან გადატვირთული გრაფიკის გამო დაღლილი უწევდა მოსვლა, ყავის დალევის თავიც არ ქონდა ისე მიდიოდა პირდაპირ საწოლში და წვებოდა, დასვენების დროს 1 მდე ან 2 მდე მაინც აგრძწლებდა ძილს თუმცა 9 საათზე მისი წყნარი და მშვიდი გარემო ვიღაცამ დაარღვია და ეს საშინლად არ ესიამოვნა. ბილწსიტყვაობა ერთადერთი გამოსავალი იყო თავის დასაწყნარებლად. როგორც იქნა მოიცვა ხალათი და ოთახიდან გავიდა:
- ხო მოვდივარ მოვდივარ რას ჩამოიღე კარები ბლინ! ეხლავე ეხლავე.
ყველას მოელოდა, მეზობელს, ნათესავს, თანამშრომელს მაგრამ პოლიციელს არა.
- ამდენი ხანია ვაკაკუნებ და სად იყავით? პოლიციის ოფიცერი ხვედელიძე გაწუხებთ
- მეძინა ბატონო ოფიცერო, გადაღლილობის ბრალია, რა ხდება ამ დილაუთენია რამ შეგაწუხათ
- თქვენს გვერძე სადარბაზოში კაცია მოკლული, ვაჟა დეკანოსიძე, სავარაუდოდ განძრახული მკვლელობაა, კისრის არეში დანა აქვს ჩარტყმული 3 ჯერ. მსვერპლი სისხლისგან დაიცალა. მისი ნათესავი მისულა მასთან კარი ღია დახვედრია და ასეთ ამბავს შეესწრო. მაშინვე გამოიძახა პოლიცია და ბრიგადაც მალევე მივიდა. ჩვენება უნდა ჩამოგართვათ.
- კარგით შემოდით, ყავა? ჩაი?
- არა გმადლობთ, წყალი თუ შეიძლება.
- კარგით ახლავე მოგიტანთ, თქვენ დივანზე მოკალათდით.
ნიკასთვის პოლიციელმა საინტერესო ტიპაჟის მქონე ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და დიდი სურვილი ქონდა რომ ესაუბრა მასთან, სრულიად დაივიწყა ძილი, მკვლელობის საქმის აზარტში შევიდა თან რამოდენი ხნის წინ პოლიციის აკადემიაში სწავლობდა თუმცა ცხოვრებამ სხვაგან გადაისროლა, ჟურნალისტიკაში და ამით დაკმაყოფილდა თუმცა საკმაოდ დამღლელი პროფესია აირჩია.
ხვედელიძეს წყალი მიუტანა და პსრალელურად ჩაიდანი დაადგა მოგვიანებით ყავა რომ დაელია.
- ხომ არ მოიწყინეთ ოფიცერო
- არა სრულიად არა, კარგი აურა სუფევს თქვენს ბინაში, გეტყობათ კარგად უვლით
- კი რათქმაუნდა მართალია 4 თვეა რაც აქ ვცხოვრობ თუმცა ცოლის არ ყოლის მიუხესდავად სახლის საქმეები შემიძლია.
- ძალიან კარგი, ხო საქმეზე გადავიდეთ, რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ. პასუხები შეიძლება ძალიან დაგვეხმაროს გამოძიებაში და საქმეც გავხსნათ.
- კარგით, გისმენთ
- ვაჟაზე მოყევით, როგორი ადამიანი იყო, კარგად იცნობდით მას?
- სხვათაშორის რამოდენიმეჯერ მყავს ნანახი, თუმცა ძალიან მხიარული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, ნაქეიფარიც ვარ მასთან ერთხელ და საკმაოდ განათლებულიმდა ჩამოყალიბებული პიროვნება აღმოჩნდა, რავიცი ყველანაირად დადებითი
- მტრები ხომ არ ყავდა? რამე ხომ არ მოუყოლია თქვენთვის?
- არა რა მტრები ისეთი კაცი იყო რავიცი ყველანაირად კეთილი, პატიოსანი, ვის რაში სჭირდებოდა მისი მოკვლა, ნამდვილად არ მესმის.
- ყველაზე საინტერესო ისაა რომ მისი ბინიდან არაფერი არ არის გატანილი, ზუსტად ყველაფერი თავის ადგილას დევს, მარტო პირადი ანგარიშსწორება.
- ვახ, გასაკვირია პირდაპირ, ვის რა დაუშავა ამ კაცმა, ნაღდად ვერ ვხვდები.
- მკვლელობის იარაღს ვერ ვპოულობთ სამწუხაროდ, მკვლელმა გადამალა და თვითონ არ ჩანს, იმედი მაქვს რაიმე ხელმოსაჭიდს მოვნახავთ რამეს.
- მეც მაგის იმედი მაქვს.
- კარგით მე ეხლა დაგტოვებთ, აღარ დაგირღვევთ მყუდროებას.
- არა არც მირღვევთ.
ნიკამ ოფიცერი გააცილა, დაკეტა თუ არა კარები, ეგრევე ფიქრს მიეცა. ფიქრობდა ვაჟაზე , საწყალ კაცზე, ხმამაღლა იმეორებდა, რატომ? რისთვის? ვის რაში სჭირდებოდა მისი სიკვდილი? ძალიან გაიტაცებდა ხოლმე დეტექტივი და სურდა ფუქრებში მაინც მისულიყო გამოსავლამდე თუმცა მკვლელობა არ იყო ისეთი მოქმედება რისი ამოხსნაც ადვილად შესაძლებელი იქნებოდა. ჩაიდანი აწივლდა და ნიკას მიეცა საშუალება ცხელი ყავა დაელია და თავი უკეთესად ეგრძნო.
ძილი უკვე აღარ ერეოდა, ეხლა უკვე ფიქრობდა თუ რა ჩაეცვა შუადღეს , რადგან საყვარელ ადამიანთან პაემანი ქონდა დანიშნული. ნინა,- ლამაზი, საყვარელი, ეშხიანი გოგონა რომლის გაცნობის შემდეგ ნიკას ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ეს იმ ადამიანად მიაჩნდა რომელთანაც დიდი სიამოვნებით შექმნიდა ოჯახს, უკვე მობეზრდა მარტოდ ყოფნა, უკვე 26 წლის იყომდა აღარ სურდა ძალიან დაეგვიანა. უკვე ორ რამეზე ფიქრობდა: 1. ვაჟაზე, 2. ნინაზე . რომანტიკულმა და დეტექტიურმა შეხამებამ ძლიერ დაატყვევა მისი გონება და აზრები. ოთახში შევიდა, საწოლი არ ქონდა ალაგებული. ბალიში გაასწორა და რაღაც წითელმა ფერმა მიიქცია ყურადღება რომელიც ბალიშის თავთან მოჩანდა. რაღაც აგონიაში ჩავარდა ნიკა, ვერ ხვდებოდა რა იყო ეს წითელი ფერი სანამ ბალიში ბოლომდე არ აიღო. ეს აშკარად სისხლი იყო, თუმცა ნიკა ვერ ხვდებოდა საიდან, როგორ. მომენტში დაფიქრდა და ჩათვალა რომ ღამით შესაძლებელი იყო ცხვირიდან წასკდომოდა მაგრამ დეტექტივურმა ინსტიქტმა მაინც შეახედებინა საწოლის ქვეშ და გააქვავა და გაახევა მისი სახე, ტანი და გონება. საწოლის დაბლა სისხლიანი დანა ეგდო, რომელმაც გაოცებული დატოვა ნიკა. ეს უკვე არ იყო ის ადვილი საქმე რასაც პურველ კურსზე სწავლობდა აკადემიაში, საწმე უსასტიკესად რთულად იყო. იქვე დივანზე მოსხლეტით დაეცა, საკუთარ თვალებსაც არ უჯერებდა ამ ყველაფერს. ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო უკვე: როგორ, რანაირად აღმოჩნდა ეს დანა ჩემი საწოლის ქვეშ? კარები დაკეტილი დავტოვე, ფანჯარაც დაჯეტილი დავტოვე, რანაირად ვერ ვხვდები...
იმას კი ძალიან კარგად ხვდებოდა რომ, ამ დანით იყო მოკლული მისი შორეული მეზობელი ვაჟა, თუმცა ეს დანა მის სახლში როგორ აღმოჩნდა, რანაირად, ამაზე ფიქრი კლავდა, არ ასვენებდა. სასწრაფოდ ფრთხილად აიღო სისხლიანი დანა თუმცა თავში გაუელვა რომ დანა არა სალფეთქით ან ხელთათმანით არამედ ცარიელი ხელით ეჭირა. გარეცხა რადგან ამ დანის აღმოჩენის შემთხვევაში მკვლელობა ნიკას დაბრალდებოდა. ფრთხილად ჩადო ქაღალდის პაკეტში და ტანსაცმლის კარადაში შეინახა. საჭიროდ ჩათვალა რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ეხლა უკვე ცდილობდა დაევიწყებინა ვაჟას ამბავი და ეხლა მხოლოდ ნინაზე ეფიქრა. საკმაოდ ელეგანტურად გამოეწყო, სარკეში რამოდენიმეჯერ ჩაიხედა, თმაზე ხელი გადაისვა და დაკმაყოფილებული სახით დახედა საათს. 3 საათი იყო და საცაა უნდა გასულიყო სახლიდან , რომ ტელეფონის ზარმა დააფრთხო;
- ნიკაა , სად ხარ მე მარშუტკაში ვზივარ და მალე მივალ ვაკის პარკთან!
- ხო საყვარელო, მეც გამოვდივარ ეხლა და მალე მოვალ მეც, დიდხანს არ გალოდინებ.
- ხო, უკვე გეტყობა რომ კარგად გამიცანი, ჰაჰ.
- ჩემი ამბავი ხო იცი, რა ადვილად შემიძლია ადამიანის აზრებს ჩავწვდე, არც შენხარ გამონაკლისი.
- აჰაჰ მიხარია, კარგი წავედი და გელოდები
ნიკამ გაუთიშა და სახეზე კმაყოფილება დაეტყო თუმცა ვაჟაზე ფიქრი მაინც უელავდა თავში. რაღაც უნდა მოემოქმედა.
ვაკის პარკთან 15 წუთში გავიდა, ბედნიერი იყო ნინას დანახვით, მაშინვე ჩაეხუტა, თან ცივმა ამინდმაც შეუწყო ხელიმრომ ნინასთან საკმაოდ ახლოს ყოფილიყო. ცოტა გაისეირნეს, ილაპარაკეს, ისიც აღიარეს რომ სურათებში მაშინვე მოეწონათ ერთმანეთი. ბევრი სახალისო ამბებიც გაიხსენეს, ბევრიც იცინეს და საკმაოდ ბედნიერები წამოვიდნენ უკან. საღამოს 7 საათი ხდებოდა როდესაც ნიკამ ამოაცილა მთავარ ქუჩამდე ნინა და სთხოვა სადმე კაფეში ან რესტორანში დამსხდარიყვნენ. ნინა მაშინვე დათანხმდა რადგან საკმაოდ შიოდა თან საქმეც არ ქონდა, უნივერსიტეტის საქმეები წინასწარ მოეთავებინა. ნიკამ ტაქსი გამოიძახა და მაშინვე გაეშურნენ საჭმელად, გზაში მოკრა თვალი ერთ ერთ რესტორანს და სთხოვა მძღოლს იქვე მიეჩერებინა. რესტორანი ძალიან კარგი აღმოჩნდა ვიზუალის მხრივ და მომსახურეობის მხრივაც. ორივემ ღვინო და ცეზარი შეუკვეთა. ნინას უკვე კარგად ეტყობოდა დალევა, ლოყები ბროწეულივით წითლად უნათებდა, ხოლო ნიკას ცოტა ძნელად ეკიდებოდა რადგან მაინც მამაკაცი იყო. საკმაოდ შეზარხოშდნენ, ბევრი სიცილ ხარხარის შემდეგ გამოვიდნენ რესტორნიდან, რატომღაც ნიკა ტუჩებში უყურებდა ნინას და ძალიან სურდა მის ბაგებში ჩაძირულიყო. ცოტახნის ყურების შემდეგ მაინც ვერ გაუძლო გულმა და მის ტუჩებს დაეწაფა. ნინას არც უცდია წინაღმდეგობის გაწევა. პირიქით ესიამოვნა ძალიან, ამას ისიც დაერთო რომ საკმაოდ ნახვამი იყო. ნიკამ გადაწყვიტა ნინა თავისთან წაეყვანა და ღამე მასთან ერთად გაეტარებინა. მაშინვე ტაქსი გამოიძახა, მისამართი მიუთითა და უკანა სავარძელზე ნინასთან ერთად მშვენივრად მოკალათდა. სახლში მისვლისთანავე დაეწაფა ნინას თბილ სხეულს, ყველაფერი აგიჟებდა მასში. სახის, მკერდის, საჯდომის ყურება დიდ სიამონებას გვრიდა ნიკას. თბილ და რომანტიკულ გარემოში მათი სხეულები ერთმანეთში აღმოჩნდა. უდიდესი ვნების შემდეგ, მოქანცულებმა და დაღლილებმა გადაწყვიტეს დაეძინათ. ..
ლამაზი დილა გათენდა, ამინდიც მშვენიერი ჩანდა. ნიკას ჩვეულებრისამებრ 1 ზე გაეღვიძა,ნინა წასული ეგონა თუმცა ნინა საწოლში იყო ისევ. ჩუმი ხმით დაუძახა;
- ნინა, ნინა, გძინაავს, გოგო, ნინა.
ნელ ნელა ხმას უწევდა თუმცა ამაოდ. შემდეგ შეეხო თუმცა უშედეგოდ. ადგა მიუახლოვდა რას ხედავს. ნინას ფერი არ ქონდა. სასრაფოდ დაადო არტერიაზე ხელი და პულსი არ ქონდა. ნინა მკვდარი იყო. ნიკამ ამ ფაქტმა საერთოდ შეშალა ჭკუიდან, უკვე საღ გონებაზე აღარ შეეძლო ფიქრი. ყელზე ძალადობის კვალი ეტყობოდა. ამან საერთდ დაუმატა მის განცვიფრებას და შოკში ჩასგდო. წამის მეასედში ათას რამეზე ფიქრობდა. არ იცოდა რა უნდა ექნა. კარგა ხანი იფიქრა და გადაწყვიტა პოლიციათვის შეეტყობინებინა ეს ამბავი. მალევე ადგილზე გაჩნდა პოლიციის ბრიგადა. ნიკა დააკავეს და დროებით წინასაპატიმრო იზოლატორში მოათავსეს. ექსპერტიზის პასუხებმა ნიკა ჭკუაზე შეშალა. ნინას ყელზე მყოფი ჭრილობები ნიკას ნამოქმედარი აღმოჩნდა. ასევე ბინაში ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს დანა რომლითაც ვაჟა იქნა მოკლული დს რომელზეც ნიკას ხელის ანაბეჭდები აღმოაჩინეს. ამ ფაქტებმა სრულიად გადაიყვანა ჭკუიდან ბრალდებული. დროებითი იზოლატორიდან ის სავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიცერმა ხვედელიძემ არ გამოტოვა ეს შანსი და მის მოსანახულებლად მივიდა თუმცა ექიმმა არ შეუშვა.
- რა ხდება ბატონო ექიმო როგორ არის?
- საქმე ძალზედ რთულადა, მისი ნერვული სისტემა ძლიერ შერყეულია, ამ ფაქტებმა მას ძლიერი დაღი დაასვა. სავარაუდოდი მისი ბოლო ფსიქიატრიულია
- მეტად სამწუხაროაა, არადა 2 დღის წინ ვიყავი მასთან და ძალიან წყნარი ადამიანი ჩანდა. როდის შემეძლება მისი ნახვა?
- ცოტახნით თუ გინდა შეგიშვებთ, ეხლახან ჩაეძინა ძლივს
ხვედელიძე დაეთანხმა და ჩუმი ნაბიჯებით შევიდა პალატაში. ნიკას მიუახლოვდა და შეათვალიერა. პაციენტს საკმაოდ მშვიდი სახე ქონდა, საერთოდ არაფერი არ ეტყობოდა. ცოტახანი უცქირა, შემდგომ სიგარეტის მოწევა მოუნდა, ფანჯარა გამოაღო და მალბოროს გაუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა. ნიკაზე ფიქრმა გაიტაცა, იმაზე ფიქრმა თუ რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში. ....
რამოდენიმე წუთის შემდეგ ოფიცერი მანქანაზე იპოვეს, მთელი ზედა ნაწილი ჩაღუნულიყო და პოლიციის ოფიცერი ხვედელიძის დასისხლიანებულ სახეს იქვე მყოფები განცვიფრებით უყურებდნენ. ნიკას პალატაში შესვლისთანავე ექიმი შოკში აღმოჩნდა. ნიკა ფეხზე იდგა,თვალები ღია ქონდა, შემდგომ გეზი საწოლისკენ აიღო და ისევ დაწვა, თვალები დახუჭა და ღრმა ძილს მიეცა.
პოლიციის ოფიცერი ისე მიცემოდა ფიქრს რომ ისიც ვერ გაიგო თუ როგორ მიუახლოვდა მას ნიკა და როგორ კრა ხელი და როგორ გადმოისროლა რესპუბლიკურის მე 7 სართულიდან.
ნიკა სასწრაფოდ ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. მოაქციეს ოთხ კედეშუა სადაც მხოლოდ საწოლი, სკამი და მაგიდა იყო მხოლოდ. იგი ვერ ხბდებოდა რა ხდებოდა მის თავს, როგორ ჩნდებოდა მის გვერდით მსხვერპლი, რას აკეთებდა ღამით როდესაც თვალს დახუჭავდა. ის უბრალოდ მთვარეული იყო რომელიც სერიულ ღამის მანიაკად იქცა და 3 ადამიანი შეიწირა მაგრამ განა მას უნდოდა ეს ? არა ეს უბრალოდ დაავადება იყო რამაც საბოლოოდ მოსპო და დაამახინჯა მისი სიცოცხლე და ცხოვრება და საბოლოოდ ოთხკედელშუა გამოკეტა. მთვარეულობამ მაინც არ მოეშვა ნიკას, უკვე საკუთარი თავის მკვლელობაზე გადავიდა. მომსახურე პერსონალმა საჭმელი შეუტანა ნიკას. ნიკა ჰაერში ეკიდა, თავისი საწოლის ზეწრით თავი ჩამოეხრჩო. ეს იყო მისი ბოლო ბედი, ხოლო როდესაც ქალი მას მიუახლოვდა კედელზე ფართოდ დაინახა წარწერა რომელიც ფრჩხილით იყო გაკეთებული :" თვალი არ დახუჭო "

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა