მეგობარს » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

მეგობარს

მეგობარს

მეგობარო შემაშველე მხარი,
ცუდადა ვარ გვერდში დგომა მინდა,
აღარ ძალმიძს გაუმკლავდე მარტო,
დამანახე რომ სიცოცხლე ღირდა.
ცრემლით თვალში არ გეგონო სუსტი,
არც დავღლილვარ რომ შევწყვიტო ბრძოლა,
შენ უბრალოდ გამიმაგრე ზურგი,
ამ ცხოვრების არ გავხდებით მონა.
ბედის ბორბალს არევია თავგზა,
უნდა შევძლოთ ვატრიალოთ წაღმა,
სიძლიერე და სიმტკიცე სულის,
სუფთა სინდისს ვერ აშინებს წარღვნაც.
ასე წრფელი და ძლიერი გრძნობით,
რასაც ჩვენი მეგობრობა ჰქვიან,
ჩვენ დავიპყრობთ წარმატების მწვერვალს,
მჯერა ჯერაც აღარ არის გვიან.
მეგობარო შემაშველე მხარი,
ბეწვის ხიდზე ნუ გამიშვებ მარტოს,
შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც წავალ,
ერთად ვიყოთ სხვას არაფერს არ გთხოვ.



ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა