გიყვარდეთ ერთმანეთი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გიყვარდეთ ერთმანეთი

გიყვარდეთ ერთმანეთი

მთა, ტყე, ხევში მოჩხრიალე პატარა ნაკადული, დიდრონ ხეებში, სიმწვანეში, ჩაფლული პატარა ქოხი, სრული სიჩუმე, როცა შენი სუნთქვის ხმა ექოდ გიბრუნდება, შენივე ფიქრებიც კი ხმამაღალ თითქმის ყვირილად ჩაგესმის ყურში. დილას, ღამის ნაწვიმარზე, ფოთლებს გამოპარული მზის სხივები, ცელქი ბავშვებივით ეთამაშებიან მწვანე, ხასხასა ბალახს, ახალგამოღვიძებული ჩიტები ტოტიდან ტოტზე, ჭიკჭიკით, დახტიან, მინდვრის ყვავილები ულამაზეს ხალიჩად გადაფენილან მინდვრებზე. ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში აივანზე მჯდარი გადავყურებ ბუნების ამ საოცარ სილამაზეს და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, ქალაქის და ცხოვრების უაზრო და შემაწუხებელი ხმაურისგან სულიერად და ფიზიკურად დასვენებული ვფიქრობ, რატომ, რატომ ვჭამთ ადამიანები ერთმანეთს, რატომ ვართ ასე ბღმითა და შურით გასიებულები. ალბათ გადავიღალეთ, ტექნოლოგიური პროგრესისა და ინტერნეტის ეპოქაში დაგვავიწყდა ბუნების არსებობა, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვამ ტვინი დაგვიხშო, და დღეს რობოტებად ქცეული, გრძნობებ დაქვეითებული უემოციო სახეებით დავაბიჯებთ ქალაქის ქუჩებში და ღიმილიც კი გვავიწყდება რომ ერთმანეთს სიცოცხლე გაულამაზოთ. მეგობრებო გადით ბუნებაში, ჩაისუნთქეთ მთის სუფთა ჰაერი, შეიგრძენით სიცოცხლის და ბუნების მშვენიერება, დაასვენეთ გონება, სიმშვიდე დაუბრუნეთ სულს, იქნებ მაშინ მაინც მიხვდეთ რომ სიცოცხლე მშვენიერია როცა კი არ გძულს ვინმე, არამედ გიყვარს ყველა, ხშირად იღიმები და თესავ მხოლოდ სიკეთეს, მე მჯერა თქვენი, მე მიყვარხართ თქვენ და ვიცი რომ მხოლოდ ეს გადაგვარჩენს. ამაზე მშვენიერი არაფერია, დიდება უფალს....



ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა