წერილი ყველაფერზე და არაფერზე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

წერილი ყველაფერზე და არაფერზე

წერილი ყველაფერზე და არაფერზე

ყოველ ჩვენგანს, ჩვენ ადამიანებს გვაინტერესებს: ვინ ვართ? რატომ გავჩნდით? რა დანიშნულება გვაქვს ამ სამყაროში? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? მაგრამ კითხვებს არ უჩანს პასუხები, პირიქით ეს კითხვები ბადებს კიდევ ახალ შეკითხვებს და მას მივყავართ კიდევ უფრო ღრმა და ფილოსოფიურ შეკითხვებამდე და ეს შეკითხვები ამოუხსნელი ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ უფრო მართებული იქნება თუკი შეკითხვებს დავსვამთ ასე: ვართ კი ვინმე? ან არის კი მიზეზი ჩვენი არსებობის ამქვეყნად, გვაქვს კი დანიშნულება? ხდება რაიმე სიკვდილის შემდეგ? ან თუკი ჩვენ გვაქვს დანიშნულება რატომ არ შეიძლება ცხოველს ქონდეს დანიშნულება ან ქონდეს სული?
ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ ცხოველი ადამიანისაგან განსხვავდება, მაგრამ მე რატომღაც ხშირად მეპარება ეჭვი ამაში და ვფიქრობ ეს ლოგიკურიცაა, რადგან ცხოველების დიდი ნაწილი იბადება ისევე როგორც ჩვენ, ძუძუს წოვენ ისევე როგორც ჩვენ, მსგავსად გააჩნიათ სხეულის ორგანოები და მათაც უკეთდება ოპერაცია რაიმე დაზიანების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ჩნდება ერთი პასუხი, მას შესაძლებელია გაუკეთდეს ოპერაცია, მაგრამ არ შეუძ₾ლია გააკეთოს ოპერაცია, მივდივართ ლოგიკირ პასუხამდე რაც ისედაც ვიცით ყოველმა ჩვენგანმა, რომ ცხოველი ადამიანისაგან განსხვავდება აზროვნებით, ათვისების უნარით და რომ ადამინაი უფრო მოაზროვნე არსებაა, რითიც პირველსაწყისმა დააჯილდოვა იგი, მაგრამ ცხოველიც ხომ დააჯილდოვა რაღაც ისეთი თვისებებით რაც ადამიანს არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ ადმაიანები ვიყოთ მოაზროვნე არსებები ნიშნავს კი იმას რომ ცხოველებზე მეტად ბედნიერები ვართ? იქნებ ის რომ ცხოველი ასე შერწყმულია ბუნებასთან უფრო ბედნიერს ხდის მას, ვიდრე ჩვენ ადამიანებს რომლებიც ასე მოვწყდით ბუნებას, გამოვიგონეთ ამდენი საშინელება ჩვენი უძვირფასესი აზროვნებით და გამოვიკეტეთ ამ გამოგონებებში, ადამიანი რითიც პირველსაწყისმა განასხვავა ცხოველისაგან არის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, გაუმაძღრობა, რაც ხელს უშლის ადამიანს იყოს ბედნიერი, ადამიანი 21 საუკუნეში უბედურების ზღვარზეა, მას ყველაფერი აქვს და მან დაკარგა მთავარი, ოცნება. მას ყველაფერი აქვს და აღარ იცის რა აკეთოს? რა დაისახოს მიზნად? აღარ აქვს ოცნება...
ცხოველები იბრძვიან საკვებისთვის, ერთი ცხოველი კლავს მეორეს რათა დაიკმაყოფილოს შიმშილის გრძნობა და იგი კმაყოფილია, იგი მეტს არ ეძებს, არ ჭირდება, იგი ასეთი იყო თავისი არსებობის პირველივე დღიდან და ასეთებად დარჩებიან სამყაროს განადგურების ბოლო დღემდე. ხოლო ადამიანი იბრძვის იყოს უფრო უკეთესი მატერიალურად, ფიზიკურად, ის არ კმაყოფილდება, არ კმაყოფილდება არა იმიტომ რომ მას ეს ესაჭიროება არა, არამედ იმიტომ რომ მას უნდა სხვაზე უკეთესი იყოს, სხვაში შური და ბოროტება გააღვიძოს, აჩვენოს რომ მეტია ვიდრე ის სხვა, შემდეგ ეს სხვა ბოროტდება, იპარავს, კლავს და ანადგურებს. ის სხვა დაიჩაგრა მას არ სურს დაჩაგრულის როლში ყოფნა, იგი გაბოროტდა მაგრამ ბოროტად არ დაბადებულა. იგი (ეს მაგალითისთვის) გააბოროტა თუნდაც იმან დღეს რომ ვიღაცას iphone 6 ით სელფი გადაუღია თვითონ კი მშიერია, იმან ვისაც iphone 6 ჯიბეში უდევს და ელოდება როდის გამოვა iphone 7 რათა შეიძინოს, რაში ჭირდება? არაფერში უბრალოდ ის ხომ ჯერ არავის ექნება. აი რითი განგვასხვავა ჩვენ პირველსაწყისმა ცხოველისაგან... ან კიდევ ის ვინც მატერიალურად ასე უზრუნველყოფილია არის კი ბედნიერი? მახსოვს ბავშვობაში ხშირად არიყო ჩემს ოჯახში პურის ფული... ბევრი საჭირო რამ გვაკლდა, მაგრამ მე ისეთი ბედნიერი ვიყავი... ეხლა? ეხლა მაქვს ყველაფერი ის რაზეც ბევრი ღარიბი ოცნებობს, მაგრამ ხშირად როდესაც მეტროში ჩავდივარ და ვხედავ ფეხშიშველა ბავშვებს როგორ მათხოვრობენ შემდეგ კი რამოდენიმე ხურდა ფულის შემდეგ როგორ ბედნიერები გარბიან, როგორ უხარიათ, როგორ მშურს მათი ღიმილის... მათ იმდენი ოცნებები აქვთ, მე კი ყველაფერი მაქვს, აღარაფწერი დამრჩა საოცნებო, დავიღალე ასე უოცნებოდ... მე ერთი თქვენგანი ვარ რომელიც ფიქრობს სიღარიბე ბედნიერებაა... რადგან იგი გაძლევს საშუალებას დახვიდე ცხოველურამდე და იგრძნო ის ბედნიერება რასაც ცხოველები გრძნობენ. ალბათ ყველა ყოფილხართ შორს სადღაც სოფელში უშუქოთ, უტელეფონოდ, უინერნეტოდ და ერთი დღე მაინც განგიცდიათ ამ ყველაფერს მოწყვეტილს ბედნიერება, აი თურმე რითი განგვასხვავა პირველსაწყისმა ადამიანი ცხოველისაგან... მოგვცა ნიჭი დავშორებოდით ბუნებას...
ზოგი ფიქრობს რომ ადრე თუ გვიან უცხოპლანეტელები გაანადგურებენ ადამიანთა მოდგმას, მაგრამ არა ადამიანს არ ჭირდება გამანადგურებელი რადგან იგი თვითონაა საკუთარი თავის გამანადგურებელი, ადამიანს აღარ აქვს ოცნება რამაც საზოგადოება, ახალგაზრდობა სიგიჟის ზღვარზე მიიყვანა, ხოლო დედამიწაზე გაბატონებულმა ადამიანმა დედამიწა ბუნება მიიყვანა სიგიჟის ზღვარზე, ადამიანი ადამიანს კლავს, ერთი ქვეყანა მეორეს ებრძვის ტერიტორიების გამო, როდესაც ცხოველი მეორე ცხოველს კლავს რათა საკვები მიიღოს, სირცხვილი ყველა იმ პოლიტიკოსს რომელსაც თავისი თავი ცხოველზე რაიმეთი უკეთესი გონია ამ დროს კი თავისი ბინძური ხელები ირანელი, სირიელი ინდოელი, ზანგი და სხვა უამრავი ბავშვის ქალის თუ კაცის სისხლში აქვს დასვრილი, მე თქვენს გამო მრცხვენია რომ ადამიანი ვარ და არა საკვვებზე მონადირე ცხოველი... ადამიანი განიხილება როგორც გონიერი არსება, დროულად მოეგე გონს ადამიანო...

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა