ხორნაბუჯის(თამარის) ციხე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ხორნაბუჯის(თამარის) ციხე

ხორნაბუჯის(თამარის) ციხე

ხორნაბუჯის (თამარის) ციხე

მიუვალ კლდეზე აღმართულა ციხე ქალაქი
ძველი ალაზნის ეს ბუნებაც ხედად იშლება
კედლებს კვლავ აჩნევს მეომართა სისხლის ნალაქი,
რომელთა კვალიც სამუდამოდ არ წაიშლება

კავკასიონიც გადაჰყურებს ეს თეთრთმიანი
მის სიდიადეს ქედსაც უხრის ამაყი მარად
ტყეებს ბანს აძლევს ალაზანი,კამკამხმიანი
ეს სილამაზე დაჩის ჰქონდა უჯარმელს გვარად

ვახტანგ მეფემაც განაახლა ციხე-ძლიერი
მტერს სამგზით ჰქონდა აღებისას მისი ცდუნება,
მათ ვერ შეცვალეს ხორნაბუჯის ძველი იერი
უცვლელი დარჩა ხელუხლებლად მისი ბუნება

ციხეს ესტუმრა თამარ მეფე დიდი სურვილით
მშვენიერებით აღტაცებულს გულს ეწყო ფეთქვა
ქიზიყელებმა სიყვარულით,დიდი წყურვილით
,,თამარის ციხე'' დაუძახეს,მინდოდა მეთქვა

მტერთან იბრძოდა სააკაძეც სახელოვანი
ციხეს არ აკლდა მონღოლების,სპარსელთ თარეში
იგი იბრძოდა,რომ დაეცვა კამბეჩოვანი
შაჰ-აბას ფეხი ვერ დაედგა ამ მხრის არეში

ქაჯეთის ციხედ დაუხატავს დიდ მხატვარს,ზიჩის
მას ნიმუშად აუღია აქ ,,ვაების ფრიალო''
ის ადგილი,სადაც მოღალატეთ ყრიდნენ და
საიდანაც ცეცხლის ნიში უნდა ააბრიალო

ამ ციხის ნახვა ნდომებია დიუმას ასულს,
თვით ლერმონტოვი სტუმრებია ყოველ წელს თითქმის,
უცხო მხრის შვილნი ეცნობოდნენ ამ ქვეყნის წარსულს
ქვეყნის,რომელიც ღვთისმშობელის წილხვედრად ითქმის.

გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა