ყველა თამაშობს ბავშვების გარდა-გიორგი ქადაგიძე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ყველა თამაშობს ბავშვების გარდა-გიორგი ქადაგიძე

ყველა თამაშობს ბავშვების გარდა-გიორგი ქადაგიძე

,,ყველა თამაშობს ბავშვების გარდა''

ნუთუ ფიქრობთ,რომ ვინც იცინის ბედნიერია?!
გულის ცრემლები,ხომ თვალებამდე არასდროს მოდის
მორგებულ ნიღბის ტარება კი მშვენიერია,
რომ დაიმკვიდრო აქ ადგილი,ადამთა მოდგმის

ნუთუ ფიქრობთ,რომ ვინც გვერდში დგას მეგობარია?!
აქ ანგარებამ გამოცალა ღალატის თასი,
არავის ენდო! შენს თავსაც კი- ვინც გაბარია
გროშად ჰყიდიან, მეგობრობამ დაკარგა ფასი

ნუთუ ფიქრობთ,რომ ეს გრძნობებიც არის ნამდვილი?!
აქ მრუშობასაც სიყვარულის სახელი ჰქვია,
დღევანდელ დროში ფულით ყიდვა არის ადვილი
ხალხის გულებში ანგარების სურნელნი ქრიან

ნუთუ ფიქრობთ,რომ სუყველა ,,კაცია-ადამიანი''?!
ყველა თამაშობს,ზურგს უკან ჩუმად გირევენ ნაბიჯებს
და ამ დიდ წარმოდგენაში თუ არ აღმოჩნდა გვიანი
ცხოვრების შავ-თეთრ ფურცლებზე მაშინ ამოშლი ნაბიჭვრებს...

გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა