ცხოვრების აპორია-გიორგი ქადაგიძე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ცხოვრების აპორია-გიორგი ქადაგიძე

ცხოვრების აპორია-გიორგი ქადაგიძე

ცხოვრების აპორია
იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
პატარა ბავშვი გეძახდეს მამას
საყვარელ ქალს,რომ ჩააცვამ გულით
თეთრი ვარდივით გაფურჩქნულ კაბას

იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
სულით გვიყვარდეს,გულით კი არა
იქნებ ვისწავლოთ ყველას შენდობა,
ვინც მოგვაყენა გულზე იარა

იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
ქვეყნად,რომ ნახო ყველა ადგილი
ბროლისფერ ზღვაზე ,ჭაღარა მთებში
ხეტიალით,რომ იყო დაღლილი

იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
რომ დავეხმაროთ დამზრალ მათხოვარს
გაყინულ გულში სითბო ავუნთოთ
და დავემსგავსოთ წმინდა მაცხოვარს

ნუთუ სიცოცხლე ღირს სხეულისთვის?
ვისთვის სიმრუშე,ვისთვის დარგია
სიკვდილის შემდეგ ყველა მივხდებით,
რომ ეს სხეულიც ჩალად გვარგია

მე მირჩევნია ვუყვარდე უფალს
ვიდრე სიყალბით ამ მთელ სამყაროს
და გულის გავლით სულამდე,უვალს
ქრისტეს გზას ვგრძნობდე,რომ გამატაროს.
☆ ☆ ☆
ლექსი და ნახატი: გიორგი ქადაგიძე

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა