ლევან კაპანაძე---თვალხატულა » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ლევან კაპანაძე---თვალხატულა

ლევან კაპანაძე---თვალხატულა

ნუ იტყვი რომ არ გიყვარვარ
მაგ თვალებმა გაგცეს მითხრეს
შენს გულშია ვიქეც სხივად
ჩემი გული შენთვის იძგერს

სუ გაყუჩდი გაინაბე
მოველ თვალთა საფერებლად
შენ ერთი ხარ ქვეყანაზე
ჩემი გულის საძგერებლად

ეს გულები შევაერთოდ
შევქმნათ ერთი თბილი კერა
ავაშენებ ციხე კოშკსა
თვალხატულას სამყოფელად

გაგიტაცებ ლურჯა ცხენით
გაგაქროლებ უცხო მხარეს
გადაგმალავ კოშკში ჩუმად
რომ არავის არ ენახე

დაგირგავდი იასამნებს
მოვუვლიდი ვით წალკოტსა
ბევრსაც იას ჩავამატებ
შენის თვალთა საკოცნელად

ეგ თვალები ვარსკვლავები
იქცნენ ღამის მანათებლად
სადაც წაველ თნ მომსდევენ
ბნელი გზების სანათებლად

ეგ პირსახე მოცინარი
მოციმციმე დილის სხივი
ყოველ წუთსა თვალწინ მიდგას
სიხარულით რომ მიღიმის

გული ცოცხლობს შენით ხარობს
შენით ახსოვს რომ არსებობს
ნურასოდეს მიატოვებ
იცოცხლოს და გაიხაროს.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა