ხალხის აპოთეოზი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ხალხის აპოთეოზი

ხალხის აპოთეოზი

ხალხის აპოთეოზი

ხალხი რას იტყვის,რომ გრძნობა გავამხილო
ხალხი რას იფიქრებს უყვარსო ოხერტიალს
ღმერთო დამეხმარე თვალი გავახილო
ვეღარ ვუმკლავდები ფიქრში ამ ხეტიალს

ხალხი რას იტყვის,რომ საქმე გავაკეთო
გულით დავაპურო ყველა მათხოვარი
ხალხი რას იტყვის,რომ ვცადო სასიკეთო
ყველას შევუსრულო მცირე სათხოვარი

ხალხი რას იტყვის,რომ ძველმოდურ დროზე
ქართულად მეცვას,ვუსმინო ქართულს
უცებ გამკიცხავენ არაფრის ფონზე
ევროპულობის გრძნობებში გართულს

ჩასაფრებულან დასაკორტნად,როგორც სვავები
კბილწამოსაკრავ ლეშს ეძებენ საკიცხ მასალად
ზიზღნარევ მზერას მადევნებენ ანჩხლნი,ავები
ჩემ ცხოვრებასაც განკითხავენ მე ვინ მაცალა

,,ხალხი რას იტყვის?’’-რაც უნდა ის თქვან!
დარდი არ გქონდეს ამ სამი სიტყვის,
კოჭით-ყელამდეც,რომ შეიმოსო
ხალხს,რაც სწადია მას მაინც იტყვის.

გიორგი ქადაგიძე (ქუჩის მდაბიო პოეტი)

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა