გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი

მიყვარს გაზაფხულის აფეთქება,
გამწვანებული მთები და მდელო,
აყვავილდება ოდეს ენძელა,
მერცხალი ზამთარს დაუდებს ლელოს.

შემდეგ ზაფხული გაათბობს ზღვებს,
პლაჟზე ისვენებს მცხუნვარე მზე,
ღამეც ტკბილია, სხვაგვარად ნათელი,
თითქოს მთვარეა გიგანტი სანთელი.

მიყვარს შემოდგომა უხვი და ფერადი,
წითელ-ყვითელი ფოთლების ცვენა,
და ვაზის მწიფე, სავსე მტევნებზე,
გიორგობათვის მზის სხივთა ხვევნა.

მოდის ზამთარი თეთრწვერა ჭაღარა,
გრძელი ღამით და ცეცხლით ბუხარში,
ათასი ზღაპრის, ამბის მთხრობელი,
გვირილებს დაჰფენს ნოხად ქუჩაში.

გაზაფხულია ჩემთვის ვარდობა,
ზაფხული მზე და ზღვაა ცისფერი,
შემოდგომა კი მხატვრის პალიტრა,
ზამთარი თოვლზე მეტი ფიქრები...



ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა