საქართველოს » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

საქართველოს

საქართველოს

რაც თავი მახსოვს წიხლს მაჭერ,
მტეხავ ხერხემლის მალებში,
ფეხ-და-ფეხ დამდევ, სისხლსა მწოვ,
ანკი სად დაგემალები?

რა გინდა, რუსო, რას მერჩი,
რა მაქვს მე შენი ვალები?
წადი, მომშორდი, ნუ მიცქერს
ეგ შხამიანი თვალები!

წელში მტეხ, მაგრამ ვერ გამტეხ,
მტერო, წამება-წვალებით!
ოცდაექვსათას წლისაა
ჩემი ხორცი და ძვალები.

სული მაქვს შენზე ძლიერი,
ნათელი, დაუღამები,
კიდეც რომ დამკლა, ვერ მომკლავ,
მარადისობას გავები!

ვერ შემაშინებს, ბოროტო,
შენი მხეცური გამები,
შენიც დარჩება საჯიჯგნად
ყვავსა და ყორნებს გვამები.

ვიცი, მრავალჯერ ბევრი ხარ,
მაგრამ ნუ გეცოტავები,
წესად გვაქვს: ან გავიმარჯვოთ,
ან მტერს შევაკლათ თავები!

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა