ჭორიკნებს » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ჭორიკნებს

ჭორიკნებს

მერე რა ვუყო თუ დღეს მკვდარი ვარ,
ან ვერ შევძელი თვალის გახელა,
რა დავაშავე?თუ არ მომინდა
ჩემი ცოდვების თქვენთვის გამხელა.

რატომ ჭორიკნობ?რად განმიხილავ?
ჩუმად რად მიწყობ შენ სასამრთლოს
მე ჩემსნაირმა ცოდვილმა არა!
უფალმა მინდა გამასამართლოს.

არ შეიძლება,ეგრე სად არის,
მითხარ ვინ მოგცა ამის უფლება?
მე წუთისოფლად ჩემებრ დავდივარ
მე ავირჩიე თავისუფლება!

პირად რომ მხვდები,რატომ მიცინი?
სახეს რად მალავ ლამაზ ნიღაბში?
ან იმ სტანას შენში რომ არის
როგორღა ტენი სულის გვირაბში?

კვლავ არ ჩერდები,კვლავ განიხილავ,
ვინ რა აკეთოს ან და რა არა
მე ვაჟკაცურმა ბრძოლამ კი არა
შენსნაირებმა დამასამარა.

მაგრამ ვაი თუ მკვდარი არა ვარ
და მე შევძელი თვალის გახელა,
მე მოგაკითხავ,ზეცად წაგიყვან,
მასთან,ვალია ცოდვის გამხელა.

რატომ გაფითრდი?რამ ჩაგაფიქრა?
მიხვდი?რომ თვალი წაგბილწებია.
სხვისი ცოდვების ჭვრეტა ყურებით
შენი ორმაგი დაგვიწყებია.

მე სხვისი გზები ხელს არ მომიშლის,
არც ნაკვალები, არც ბილიკები.
მინდა რომ ეს გზა კაცად ვიარო
და მაცილებდნენ მე ტირიფები.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა