რჩევა » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

რჩევა

რჩევა

ბევრი ვნახე და ბევრსაც ვხედავ,
რჩევის მოცემას ამიტომ ვბედავ,
აი თქვენ გირჩევთ ჩემო ქართველებო,
ბოღმა რომ გახრჩობთ და ბოღმა გბერავთ.
სხვისი კარგი რომ გულზე ისარივით,
მომაკვდინებელ ნასროლად გხვდებათ,
თქვენი სიბრიყვის დასაფარავად,
სხვისი ქილიკი, გაჭორვა გრჩებათ.

რომ ლანძღავთ ყველას და ესვრით ტალახს,
არ ეძებთ მტყუანს, არ ეძებთ მართალს.
ვხედავ სიმხდალეს, შურსა და მზაკვარს,
ეს ყველაფერი მაწუხებს მძაბავს.
ვიცი ცხოვრება აღარ გავს ზღაპარს,
ვიცი რთულია და შენაც გძაბავს,

მაგრამ ნურასდროს ნუ განსჯი სხვას,
მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ გგავს,
ყველას თავისი ცხოვრება აქვს,
ყველამ მიხედოს საკუთარ თავს.
ნუ თესავთ ბოღმას, შურსა და ღვარძლს,
ღიმილი შეაყვარეთ, სიკეთე ხალხს.

ბოროტსა სძლია სიკეთით მან,
ვინც სიყვარულში იპოვა ხსნა,
ამდენ სიბილწეს და სიბინძურეს,
ჯობია დამუნჯდე სულ აღარ თქვა.
გაუღიმე და გული გაუთბე,
აღიარება ისწავლე, დაუთმე,
შეაქე გულით წინ არ დაუდგე,
შენი შექმენი, სხვისას გაუგე.

წარმატებები მინდა გისურვოთ,
ბევრი ღიმილი, ბედნიერება,
სიკეთე მოგცეთ, ღვთის სიყვარული,
ეს გადაარჩენს ქვეყნიერებას....



ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა