იმ ღამეს გოგონას მისაღებში ეძინა. ოთახში შესულმა მამამ რაც დაინახა » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

იმ ღამეს გოგონას მისაღებში ეძინა. ოთახში შესულმა მამამ რაც დაინახა

იმ ღამეს გოგონას მისაღებში ეძინა. ოთახში შესულმა მამამ რაც დაინახა

ერთხელ, დილით, როდესაც საძინებლიდან მისაღებში გავედი დავინახე, როგორ ეძინა დივანზე ჩემს ქალიშვილს ვიღაც ბიჭთან ერთად. საუზმე ჩუმად მოვამზადე ჩემს მეუღლეს და შვილებს დავუძახე და დივნის მოპირდაპირე მხარეს სასაუზმოდ დავსხედით.

უცებ მთელი ხმით დავიყვირე: “ახალგაზრდავ, საუზმე მზადაა!” ჩემი ქალიშვილის “მეგობარი” მაშინვე წამოხტა, ჩემმა შვილმაც გაიღვიძა, შერცხვენილები და გაოგნებულები გვიყურებდნენ, რამდენიმე წუთში ჩაიცვეს და მაგიდას მოუახლოვდნენ.
“ახალგაზრდავ, მინდა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი შეკითხვა დაგისვათ, გიყვართ ფაფა?” – ვკითხე ბიჭს.
საუბარი დავიწყეთ, როგორც აღმოჩნდა ის მეგობრული და კეთილშობილი პიროვნება იყო, ამის მერე ჩვენთან ხშირად მოდიოდა, მაგრამ ღამე არ რჩებოდა. როგორც შემდეგ საუბარში გაირკვა, მას ოჯახი არ ჰყავდა, არ ჰქონდა განათლება და არც სამუშაო, მაგრამ ჩემი შვილი მას აღმერთებდა. ამიტომ გადავწყვიტე არ შემეშალა მისთვის ხელი და ჩემს გოგონას შეცდომებზე ესწავლა.

გავიდა რვა თვე. ჩემმა ვაჟმა გაარკვია, რომ ამ ახალგაზრდას მამამ თავი მოიკლა, დედა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ თავად 3 კვირაში გარდაიცვალა. მაშინ ბიჭი 15 წლის იყო და მთელი ეს დრო, 4 წელი ის ქუჩაში ცხოვრობდა. სკოლიდან მომავალმა ჩემმა გოგონამ ის პირველად ქუჩაში დაინახა, როდესაც ნაგავში რაღაცას ეძებდა.

მიუხედავად ამისა, იმის მერე ჩემი შვილი სულ მასთანაა და როგორც ამბობს ეს ბიჭი ყველაზე მეტად აბედნიერებს.

დიდ ხნიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მისთვის სახლის გასაღები მიმეცა. 2 კვირაში ცალკე საძინებელი მოვაწყეთ მათთვის, უფრო სწორად კი თავად მოაწყო, ცდილობდა ყველაფერი თვითონ ეკეთებინა და ჩვენ არ შევეწუხებინეთ.

მას შემდეგ 15 წელი გავიდა, ჩემი ქალიშვილი ისევ მასთანაა. საკუთარი ბიზნესი აქვთ და ორი შვილი ჰყავთ.

არავინ იცის მომავალში ვინ როგორი იქნება, მიეცით ადამიანებს შანსი და შესაძლოა, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა