ალბათ სიმართლე : ) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ალბათ სიმართლე : )

ალბათ სიმართლე : )

ყველაფერში გაზომილნი, დამტვერილნი მოდიან,
მათი გული აღარ დარჩა, ვერ გადარჩა ჰგონიათ,
სახლში ისევ სიმარტოვე და სამშობლოს ქონია,
ადრე დაობლებულებს, სიკვდილთანაც ომი აქვთ.

სადღა არის სიმართლე? დატყვევებულ სულებში,
ახლა უკვე მდიდრებს აქვთ ღარიბების ნუგეში,
აღარ დარჩა სიკეთე, გაბრწყინებულ თვალებში,
ახლა უკვე სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში.

მაგრამ ჩემთვის ცხოვრება სულ, რამდენიმე წუთია
სხვისი სიხარულიც, რომ საკუთარი მგონია
მე არ მრჯერა სიკვდილის ალბათ მერე ნისლია,
რომ შეხედავ თვალებში და შენი თავი გგონია.

მე არ ვიტყვი სიმართლეს, რომ ცხოვრება რთულია,
მკვდარსაც ვეღარ მარხავენ ადგილზეც კი ომია,
მაგრამ თავსაც ვიმართლებთ, ეს ხომ ჩვენთვის ლოდია,
სხვისთვის სიკეთეე ? უი.. აღარ მქონია.

დაბრმავებულ თვალებით სხვასაც როგორ დავინდობთ,
ამას სხვა თუ არა ისევ ჩვენ თუ გავიყოფთ,
დავიწყებულ სამყაროს ცეცხლის ალში გავადნობთ
და ამით სიმართლეს ჩვენს, გულებში თუ გავათბობთ.

ყველაფერში გაზომილნი, დამტვერილნი მოდიან,
მათი გული აღარ დარჩა, ვერ გადარჩა ჰგონიათ
სახლში ისევ სიმარტოვე და სამშობლოს ქონია,
ახლა სიყვარულისთვის, ადგილიც აღარ ჰქონიათ.

მ.გუბელაძე

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა