პატარა მაწანწალა 2 (2) ახალი გასაჭირი გაქცევა » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

პატარა მაწანწალა 2 (2) ახალი გასაჭირი გაქცევა

პატარა მაწანწალა 2 (2) ახალი გასაჭირი გაქცევა

საოცარი ის იყო, ჩხუბის მერე პოლი ზღარბივით დამრგვალდებოდა და
ისე გემრიელად ჩაიძინებდა, თითქოს არც არაფერი მომხდარაო. სწორედ ამი-
ტომ ეგონა მამას, რომ თუ მოვინდომებდი, მისი გაჩუმება ყოველთვის შემეძ-
ლო. ერთხელაც იყო ვერ მოვითმინე და მამას შევჩივლე:
_ სულაც არ მეცოდები! _ მიპასუხა მამამ. _ შენნაირ ჯიუტ და საძაგელ ბიჭს
ჭკუის სწავლება სჭირდება.
_ არა, მალე ვეღარ ამიგდებს მასხრად: დიდი გავიზრდები, ვუჩვენებ სეირს!
_ ვთქვი მე.
მამამ შემომხედა და გაიცინა.
_ დიდი რომ ვიყო, _ განვაგრძობდი მისი სიცილით გამხნევებული, _
ცხვირს გავუტეხდი, ფეხებს გადავუმტვრევდი, ჭირივითა მძულს!
_ გეყოფა სისულელეების როშვა, _ გამაჩერა მამამ.
_ გატყუილებს. წუთიც არა მაქვს მოცლა, სულ პოლის ვეთამაშები.
_ რა დიდი საქმეა ბავშვის ყურისგდება! შენოდენა ბიჭები ფულს შოულო-
ბენ!
_ მამა, მეც მინდა ვიმუშაო.
_ სამუშაოს მოძებნა უნდა, თავისით არ მოვა! დილის ოთხ საათზე ბაზარში
რომ მივდივარ, მაშინ შენ გძინავს, შენზე უფრო პატარა ბიჭები ამ დროს უკვე
იქ არიან. თუ გამოიმუშავებენ ორიოდე პენსს, საჭმელსაც ჭამენ, არადა, მშივრე-
ბი სხედან.
_ მამა, რიგიანი არც შარვალი მაქვს, არც წინდები და არც ფეხსაცმელები.
სამუშაოს საძებნელად როგორ წავიდე?
_ შე სულელო! ხომ არ გგონია, სამუშაოზე მორთულ-მოკაზმულმა უნდა
იარო? იმ ბიჭებს, პერანგის გარდა, არაფერი აბადიათ, მაგრამ საქმეს სხვაზე
ნაკლებ არ აკეთებენ: თევზეულს ეზიდებიან, კალათებით კარტოფილი გადა-
აქვთ, საქონლით დატვირთულ ნავებსა და საზიდრებს დარაჯობენ. შენ კი სა-
მუშაოზე ქათქათა პერანგითა და ხელთათმანებით გინდა წახვიდე? კარგი ვინ-
მე ხარ!
მამამ ზურგი შემაქცია და წავიდა.
დედინაცვალი, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ცუდად მეპყრობოდა. ჩემი
მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც მამამ ერთხელ
მთვრალი ნახა და სცემა. ვინ იცის, რამდენჯერ მშიერი დავრჩებოდი, მოხუც
მრეცხავს, მისის უინკშიპს რომ არ შევბრალებოდი. მისის უინკშიპი დიდი ხა-
ნია იცნობდა დედაჩემს და მას ყოველთვის აქებდა. «იგი მამაშენისათვის ზედ-
მეტად კარგი იყო, მამაშენი კი ამ გაიძვერა, ბოროტი ქალისთვისაა ზედმეტად
კარგიო», _ მეტყოდა ხოლმე. ჩემს ყველა გულისტკივილს მისის უინკშიპს ვუ-
ზიარებდი. ის სამზარეულოში დამიძახებდა ხოლმე და სადილის ნარჩენებს
მაჭმევდა. ზოგჯერ მოვიდოდა, პოლის გამომართმევდა და ცოტა ხნით ბიჭებ-
თან სათამაშოდ მიშვებდა. მისის უინკშიპს ვკითხე, «მყეფავი» რას ნიშნავს-
მეთქი. მან ამიხსნა, ასე პატარა ბიჭებს ეძახიან, მათ დამტარებელი ქირაობს, რათა ტვირთიანი ურიკა აზიდვინოს და ყურადღებით იყოს, ვიდრე მეპატრონე
საქონელს ყიდულობს, ამას გარდა, მუშტარიც მიიზიდოსო.
_ თუ გახსოვთ, ყველაზე პატარა «მყეფავი» რა ხნისა იქნებოდა? _ დავინტე-
რესდი მე.
_ მე რომ მინახავს, ისინი მხრებამდე თუ მოგწვდებოდნენ. თუმცა სიმაღ-
ლეს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, კარგი ხმა გქონდეს.
მისის უინკშიპი დიდხანს მიხსნიდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა გამყიდ-
ველისთვის საქონლის მაღალი, სასიამოვნო ხმით შექების უნარს, რომ ყველა
საქონელს სხვადასხვანაირი ხმით სჭირდებოდა შექება. მენახშირეები ასე გაჰ-
ყვირიან, რძის გამყიდველები კი ისეო.
ამის შემდეგ სულ იმის ფიქრი მაწამებდა, მქონდა თუ არა მუსიკალური
ხმა. ჩემი დედინაცვალი კარგ მომღერლად ითვლებოდა. მე მისგან რამდენიმე
სიმღერა ვისწავლე და, ჩემი აზრით, ცუდად არ ვმღეროდი. მაგრამ, ვინ იცის,
იქნებ ჩემი ხმა სასიმღეროდ კარგი იყო, თევზის ან ხილის შესათავაზებლად კი
უვარგისი გამომდგარიყო. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, დედინაცვლისგან
თავი უნდა დამეღწია. მე «მყეფავობის» გარდა სხვა ვერაფერი მომეფიქრებინა.
რამდენიმეჯერ ვცადე მეყვირა ხან ერთი და ხან მეორე დამტარებლის მსგავ-
სად, ვერ ვხვდებოდი კარგად ვყვიროდი თუ ცუდად.
ერთხელ, კიბეზე ვიჯექი, ხელში პატარა პოლი მეჭირა, ფიქრებში წავედი.
უცაბედად ბავშვი ხელიდან დამივარდა და საფეხურებზე დაგორდა. მისის
ბერკს ბავშვის წივილი რომ შემოესმა, ელვის სისწრაფით მომვარდა. თავის
მართლებაზე ყური არ მიგდო, არც ძირს დაგდებული ბავშვი აიყვანა, თმებში
მწვდა და თავი კედელზე მიმანარცხებინა. უნდოდა ყურით ვეთრიე, მაგრამ მე
დავუსხლტი და ყურის ნაცვლად ფრჩხილებით მხოლოდ ლოყა დამაკაწრა შემდეგ მუშტებით დამიწყო ცემა. ცხვირზე ისე მომიჭირა, სიმწრისაგან კინაღამ
გავგიჟდი. გაგიჟებას, ალბათ, არც არაფერი მაკლდა, რადგან ვეცი და ცერა
ითზე ვუკბინე. დედინაცვალმა სიმწრისაგან შეჰყვირა და ხელი მიშვაამით
ვისარგებლე da rac dzali da gone mqonda swrafad movkurcxle.....

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა