პატარა მაწანწალა 2 (1) ახალი გასაჭირი გაქცევა » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

პატარა მაწანწალა 2 (1) ახალი გასაჭირი გაქცევა

პატარა მაწანწალა 2 (1) ახალი გასაჭირი გაქცევა

ჩემი და პოლი არც დღით, არც ღამით არ მასვენებდა. პოლის ჩემს ლოგინ-
ში აძინებდნენ და როცა ვწვებოდი, ვცდილობდი, არ გამეღვიძებინა. თუ ამას
შევძლებდი, სამი-ოთხი საათი მშვიდად მეძინა. ღამის ორი საათისთვის გოგო-
ნა იღვიძებდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაჰკიოდა. ვერაფრით დააწყნა-
რებდი, აუცილებლად რაიმე უნდა მიგეცა. ვიდრე საჭმელი ჰქონდა, გოგონა
ჩუმად იყო, მაგრამ ღამით განსაკუთრებული ჭამის მადა ეძლეოდა, მთელ მა-
რაგს ერთბაშად ანადგურებდა და მერე ისევ გაჰყვიროდა. არავითარი მოფერე-
ბა, სიმღერა და დაყვავება მასზე არ ჭრიდა. დედა! დედაო! ისე ღრიალებდა,
რომ მისი ხმა ქუჩის ბოლოს ისმოდა.
ოღონდ გამეჩუმებინა და რას არ გავაკეთებდი.
_ პოლი, არ გინდა, სასეირნოდ წაგიყვანო? _ ვეკითხებოდი. ზოგჯერ, როცა
ნათელი მთვარიანი ღამე იყო, მთანხმდებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სასეირნოდ
ვერ წავიდოდით, მაგრამ პოლი ამას ვერ ხვდებოდა. ორივენი ვიცმევდით,
თითქოს მართლაც ქუჩაში გასასვლელად ვემზადებოდით, თავზე დედინაცვლის შლაპას ვახურავდი, მხრებზე ჩემს ქურთუკს შემოვაცმევდი, მე მამაჩემის
ძველი ბეწვის ქუდს ვიხურავდი, რომელიც ლეიბის ქვეშ მქონდა ამოდებული.
როცა ორივენი გამოვეწყობოდით, მე დედინაცვლის ხმით ვამბობდი:
_ ჯიმ, შენ და პოლი წადით, შაქარყინულის დუქანში გაისეირნეთ!
მერე ჩემი ხმით ვუპასუხებდი:
_ ჩვენ მზადა ვართ, უკვე მივდივართ!
ამის შემდეგ სასეირნოდ მივდიოდით, მაგრამ კარებს ვერაფრით ვაგნებ-
დით. მთელი ოინიც ამაში იყო. შაქარყინულის საყიდლად ქუჩაში უნდა გავსუ-
ლიყავით, ჩვენ კი კარებს ვერა და ვერ ვპოულობდით. ამ შემთხვევაში ის დიდი
შლაპა, პოლის თავზე რომ ეხურა, ძალიან მშველოდა. ხშირად პოლი ნახევარი
საათის სეირნობის შემდეგ ჩემს ხელში იძინებდა და ლოგინზე ფრთხილად
ვაწვენდი. ზოგჯერ ისიც ხდებოდა, _ და ეს ყველაზე უარესი იყო, _ რომ პოლის
სასეირნოდ წასვლა სულაც არ ეწადა. ტყუილად ვპირდებოდი შაქარყინულს,
ძაღლივითაც ტყუილად ვყეფდი, კატასავით ვკნაოდი, ინდაურებს, გოჭებსა და
წიწილებს ვაჯავრებდი. მას კი არაფრის გაგონება და არც არაფრის მოსმენა არ
სურდა. «პული, პულიო», ხმამაღლა მოითხოვდა. «პულს» პურს ეძახდა და ყვე-
ლა ჩემს დარიგებაზე მხოლოდ ამას გაჰყვიროდა. ამ დროს კედლის მეორე
მხრიდან კაკუნი ატყდებოდა. დედინაცვალი კედელს იატაკის საწმენდ ჯოხს
უბაგუნებდა.
_ შე ბოროტო, რას უშვრები საწყალ ბავშვს?
_ პურს მთხოვს.
_ მერე, შე ზარმაცო, არ შეგიძლია, ადგე და მისცე?
_ რა მივცე, სულ გაათავა!
_ როგორ თუ სულ გაათავა, მატყუარავ! გეტყობა, შენი საზიზღარი ჩვეუ-
ლება არ მოიშალე, საბრალო ბავშვს ყველაფერი შეუჭამე! მოთმინებიდან არ გა-
მომიყვანო, ეხლავე გააჩუმე, თორემ მოგხვდება!
ვიცოდი, მართლა მომხვდებოდა და აცრემლებული პოლის ვევედრებოდი,
გაჩუმდი-მეთქი. მაგრამ ამაოდ! როგორც კი დედინაცვლის ხმა შემოესმებოდა,
ღრიალს უმატებდა. შიშისაგან აცახცახებულს მეორე ოთახიდან ნაბიჯების ხმა,
კარის სახელურის ჭრიალი მესმოდა. განრისხებული დედინაცვალი ღამის პე-
რანგის ამარა ოთახში შემოიჭრებოდა, მომვარდებოდა და უმოწყალოდ მირ-
ტყამდა. ბალიშზე თავით ისე ღონივრად დამაკრავდა, რომ დაყვირებასაც ვერ
ვახერხებდი.
მამამ არ იცოდა, რა დღეში მაგდებდა დედინაცვალი, რომელიც მის გასაგო-
ნად ხმამაღლა მეუბნებოდა, ბავშვის საჭმელისთვის თუ კიდევ ხელი გიხლია,
გცემო.
_ ტყუილად რას ემუქრები მაგ ღორმუცელას, ერთი კარგად მიბეგვე, ხომ
ხედავ, არაფრად გაგდებს! _ ყვიროდა მამაჩემი მეორე ოთახიდან.
_ მოთმინება მალე მეც აღარ მეყოფა! მიფრთხილდი, უქნარავ! _ მეუბნებო-
და დედინაცვალი. მერე თავის ოთახში ბრუნდებოდა და მამას ეუბნებოდა:
_ ჯეიმს, ნუ ვცემთ, ცემით ბავშვი კარგს ვერაფერს ისწავლისო.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა