პატარა მაწანწალა (4) დედინაცვალი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

პატარა მაწანწალა (4) დედინაცვალი

პატარა მაწანწალა (4) დედინაცვალი

_ ეჰ, როგორ არა, რა ხანია! შეხედეთ, რამოდენა ბიჭია! დროა, ფული იშო-
ვოს. უსაქმურობა ეყოფა. _ აყბედდა დედინაცვალი.
_ რატომ, ბიჭი არც ისე უსაქმოდაა, _ უკმაყოფილოდ თქვა მამაჩემმა. _ მთე-
ლი დღე პოლის უვლის.
_ ეგ რა საქმეა! ზის თავისთვის, ხელში მშვენიერი ბალღი უჭირავს ან სუ-
ლაც სადმე მიაგდებს და თამაშობს.
_ მე კი ერთ რამეს გეტყვით, ბავშვის მოვლაზე ძნელი არაფერია, _ თქვა
სტუმარმა. _ ამ მშვენიერი საქმის გაკეთებას მეც მაიძულებდნენ, მაგრამ პირვე-
ლი შესაძლებლობისთანავე მივატოვე, თუმცა ამის შემდეგ ძაღლივით ყეფა და-
ვიწყე.
ეს რომ თქვა, კეთილმა სტუმარმა ხელში პენი ჩამიდო. ერთი სული მქონ-
და, მალე გავპარულიყავი და ამ ფულით რაიმე მეყიდა. უფროსების ლაპარაკს
ყურს აღარ ვუგდებდი. მხოლოდ იმ ახალგაზრდა კაცის ნათქვამი, ყეფა დავიწ-
ყეო, რომ თქვა, გონებაში ჩამრჩა. ბავშვის მოვლას ძაღლივით ყეფა მერჩივნა.
მაგრამ ჩემი ყეფა ვის რაში გამოადგებოდა? მინახავს, მწყემსი ფარას რომ მიე-
რეკება, ბიჭები ცხვრის მოგროვებაში შველიან, თან ყეფენ და ძაღლებივით
წკმუიან. მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასეთი საქმისათვის ფულს
იძლეოდნენ. ნეტავ მეცხვარეს ყეფისთვის ბიჭების დაქირავება რად სჭირდება?
ნამდვილი ძაღლის შენახვა უფრო იაფი არაა? _ ვფიქრობდი ჩემთვის. მერე,
სტუმარმა რომ თქვა, ყეფა ბავშვის მოვლაზე ადვილიაო, მან რა იცის, რა ცუ-
დად ვცხოვრობ, როგორ მტანჯავს ბოროტი დედინაცვალი! რომ მამა ჩემზე
სულ არ ზრუნავ

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა