პატარა მაწანწალა (3) დედინაცვალი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

პატარა მაწანწალა (3) დედინაცვალი

პატარა მაწანწალა (3) დედინაცვალი

_ ჰო, მეც ასეთი ტყუილი მითხრა. ერთი ისიც ჰკითხე, ჯეიმს, აქამდე სად
დაეხეტებოდა ან წინსაფარზე ცხიმის ლაქები რატომ აჩნია?
წინსაფარზე იმ მსუყე ღვეზელის ლაქები მართლა მაჩნდა, მისის ბერკის
მოცემული პენნახევრით რომ ვიყიდე.
_ უჰ, შე გაიძვერა, ქურდო! _ დამიღრიალა მამაჩემმა. _ ფული მომპარე და
დახარჯე კიდეც?!
_ ჰო, ჯეიმს, გირჩევ, ერთი კარგად გაწკეპლო. _ თქვა იმ ცბიერმა ქალმა.
მამაჩემი სქელი ტყავის ქამრით მანამდე მცემდა, სანამ სისხლმა არ გამოჟო-
ნა, ისიც იქვე იდგა. ვუყვებოდი ამ ფულის ამბავს, მაგრამ მამა ყურს არ მიგდებ-
და და მანამდე მცემდა, ვიდრე ხელი არ დაეღალა. შემდეგ ერთ ბნელ ოთახში
შემაგდეს და დაღამებამდე იქ დამტოვეს. ჩემმა დედინაცვალმა რაღაც მოიმი-
ზეზა, ოთახში შემობრუნდა და მამაჩემის გასაგონად ხმამაღლა ბრძანა:
_ ყმაწვილო, იმედია, ახლა მაინც ისწავლი ჭკუას. იცოდე, არ დაგავიწყდეს,
ძილის წინ ღმერთს შენდობა შესთხოვე!
ო, რა საშინლად მძულდა მაშინ ჩემი დედინაცვალი! სიბრაზისაგან სის-
ხლიანი იარების ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობდი.
მამას ამ ცბიერი ქალისა ბრმად სჯეროდა. ჩემგან მოითხოვდა მშობელ დე-
დასავით მყვარებოდა. ერთ საღამოს მამამ შინ ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოიყ-
ვანა. ერთი ბოთლი რომის საყიდლად გამგზავნა. რომი რომ მოვიტანე, სტუ-
მარმა სასმისები შეავსო და მამაჩემისა და დედინაცვლის სადღეგრძელო შესვა.
ორივეს ბედნიერება უსურვა. მათი სადღეგრძელოები მე სრულებითაც არ მა-
ინტერესებდა. ჰოდა, ის იყო წასასვლელად მოვემზადე, რომ მამამ შემაჩერა.
_ ჯიმ, აქ მოდი, _ მითხრა მან. _ ხედავ, სკამზე ვინა ზის?
_ რა თქმა უნდა, ვხედავ. ჩემი დედინაცვალი მისის ბერკი, _ მივუგე მე.
_ დედინაცვლის დაძახება არ გაბედო. ის დედინაცვალი არ არის! _ დამიყ-
ვირა მამამ.
_ მაშ, ვინ არის?!
_ ვინა და, დედაა შენი, ჰოდა, ასეც უნდა დაუძახო! მშობელ დედასავით
უნდა გიყვარდეს. მიდი და ახლავე აკოცე.
მამაჩემის სიტყვებში მაინცდამაინც სამწუხარო არაფერი იყო, მაგრამ ეს
რომ მითხრა, მწარედ ავტირდი.
_ ერთი ჰკითხეთ ამ საძაგელს, რას იწირპლება? _ იყვირა მამამ.
_ თავი დაანებე, ჩემო კარგო, ძალიან ჯიუტი ბიჭია... თუმცა შენც კარგად
იცი, რა უვარგისია!
მე ტირილს ვუმატე, რადგან განსვენებული დედა ძალიან მიყვარდა და გუ-
ლი მტკიოდა, რომ ამ საზიზღარი ცბიერი ქალისთვის დედა უნდა დამეძახნა.
მამა გაბრაზდა და მაგიდაზე მუშტი დაჰკრა.
_ კმარა, ამ პატარა ბიჭს თავი დაანებეთ, _ თქვა სტუმარმა. _ რამდენი წლი-
საა, ჯეიმს? _ ჰკითხა მან მამას.
_ მეშვიდე წელშია.
_ ჰოო, მაშ ლუკმაპურის შოვნას მალე თვითონვე შეძლებს.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა