deda » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

deda

deda

სიტყვა ,,დედა'', რამდენ რამეს ნიშნავს,
ღვთის დალოცვას, რომელიც სულ გიცავს,
დედა არის სიყვარული წმინდა,
ამ სიყვარულს მე ყოველთვის ვიცავ.

დედა, ძვირფასო, რა რიგ მიყვარხარ,
მინდა სულ გულში, სულ გულში გყავდე,
შენი თვალებით ამბობ ჩემს სათქმელს,
და ამ სითბოსაც თვალებით აფრქვევ.

შენთან დაცული, ბედნიერი ვარ,
ვიცი, რომ მუდამ ჩემთან იქნები,
ბედნიერი ვარ, კეთილი რომ ხარ,
შენ ჩემო ტკბილო, ანგელოზი ხარ,
რომელიც მიცავს მარად, ყოველ ჟამს...

და მუდამ ჩემი ფრთები იქნები,
რომ მომეხმარო ფეხზე დგომაში,
არ შევუშინდე ტალღებს ბობოქარს,
რომელიც მუდამ ცხოვრებას ახლავს.

შენა ხარ ჩემი გულის ყვავილი,
და ეს ყვავილი ხარობს ჩემს გულში,
მერე ის, ერთ დღეს გახდება ვარდი,
რომელიც შენი სითბოთი ყვავის.

,,დედა" ეს სიტყვა არ არის მხოლოდ,
ეს არის სულის ამოძახილი,
ის არის, არის ღვთის ერთი ცრემლი,
ცრემლი დედისთვის ღვთისგან დაღვრილი.

დედაა ჩემი სულის ძახილი,
პატარა გულის ამოძახილი.
ავტორი: ბელა ფიფია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა