დედას! » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

დედას!

დედას!

ვიდრე წავალ,შემაგებე შენთან დილას,
დედის ხელი ნამძინარებ თვალებს დაგბანს,
დავწყნარდები,დაგინახავ თუკი მცინარს,
ღამით ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს.
ვიდრე წავალ,გასაუზმებ,მოგხვევ ხელებს,
გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ,
ვიდრე წავალ,კიდევ ერთხელ მომეფერე,
თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ.
ვიდრე წავალ,იავნანით დაგაძინებ
და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს,
ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ,
ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს.
ვიდრე წავალ არ გაცივდე,დაგაფარებ,
თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს,
ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ,
ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს.
ვიდრე წავალ დედის ლოცვით გაგითენებ,
სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის,
თუ ჭრილობას კარგშვილობით გამიმრთელებ
თორემ მერე უჩემობა სულზე გაგცრის.
არ მატკინო,ის სხეული სადაც ოდეს,
ცხრა თვე გედო საიმედო თბილი ბინა,
უფლის მცნება ყოველდღიურ წესად გქონდეს
რადგან ფიქრიც ისმინება ცათა შინა.
როს პატარა,უმწეო და სუსტი იყავ,
ამ ხელებში გაძინე და გაგაცინე,
ახლა ჯერი შენია და მადლი მიყავ,
ამიყვანე და უცრემოდ გამაცილე.
ვიდრე წავალ,ვიდრე მიხმობს მადლიანი,
როცა ვიცი მონატრება გამამწარებს,
ვიდრე გხედავ არ მამყოფო დარდიანი
თორემ მერე სინანული გაგაწვალებს....

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: tatushki321 6 აგვისტო 2015 13:53 | კომენტარები: 6 | სიახოლეები: 8
bravo dzalian lamazi sityvebia dedis pasi qveynad araferia

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა