*** » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

***

***

გათენდა. ეღირსა გათენდა.
ეს ჯვარნაცვამი ღამე!
უკვე რამდენი ოცნება
შორს გავატანე ქარებს..
დილით ისევ მზე ამოვა
ფართოდ გავუღებ სარკმელს,
მერე კვლავ ჩამოღამდება-
მთვარეს გავანდობ სათქმელს.
ვინ იცის, რას შემპირდება
ან თუ მპირდება რამეს?
არ ვიცი, არც მეფიქრება,
გულიდან ვდევნი დარდებს.
ფუჭ ოცნებებში ისევ-
უაზროდ ვკარგავ წამებს,
წარმოსახვაში ისევ-
ვმღერი ქალაქურ ჰანგებს.
ისევ დავთვრები ალბათ,
და ხატვას მოვთხოვ მხხატვრებს,
კვლავ გავახსენებ ამ ხალხს
ძველი თბილისის სახეს,
კვლავ ანჩისხატში შევალ,
რაიმეს შევთხოვ ხატებს,
და შემდეგ ჩემს გულის ფეთქვას
მორიგ ფურცელზე აღვწერ.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა