წვიმისი ქალი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

წვიმისი ქალი

წვიმისი ქალი

არაფრით გამორჩეულ დღეს,ელოდე რაიმე მნიშვნელოვანს - ეს ფრააზა არც არსად წამიკითხია,არც ვინმესგან მომისმენია,მაგრამ თითქოს იმ დროიდანმიტრიალებს თავში,რაც ჩემ თავს ცოტაოდენი ფიქრის უნარი შევამჩნიე. ზუსტად ასეთ არაფრით გამორჩეულ დღეს,ვიდექი სახლის ფანჯარასთან და ვუყურებდი არაფრით გამორჩეულ ქალაქს,სადაც ჩვეულებრივი მოღრუბლული ამინდი იყო და ასევე ჩვეულებრივი წვიმა,ჩვეულებრივად ასველებდა სახლებს,გზებს,ადამიანებს.ხალხიც ამ ჩვეულებრივობას,ჩვეულებრივ თავზე გაზეთ ან ჩანთა დაფარებული გაურბოდა.ყოველთვის ღიმილს და გაკვირვებას იწვევდა ჩემში იმის ყურება,წვიმას როგორ გაურბოდა ადამიანი,როგორ დიდ საფრთხეს და უსიამოვნებას ხედავდა მასში და კინაღამ კისერს კი იტეხდნენ ამ სირბილით. ასეთ არაფრით გამორჩეულ ვითარებაში,სადაც ყველაფერი გაცრეცილი და წვიმის ფერი უნდა ჩანდეს,ყურადღება მიიქცია ერთმა ფაქტმა,ამდენ "მეჩქარება" ადამიანში,ერთი,მხოლოდ ერთი არ ჩქარობდა,არც არაფერს იფარებდა თავზე.ის იყო უნდა მეფიქრა გიჟიათქო,რომ გამახსენდა,მეც მასავით აუჩქარებლად და რაიმეს დაუფარებლად ვხვდებიხოლმე წვიმას,ამიტომ გიჟის მაგივრად თავისებურიათქო დავასკვენი (ალბათ მინდოდა დამეჯერებინა რომ ჩემზეც იგივეს იტყოდნენ)და ეგოისტური სიამოვნებისთვის საკუთარ თავს რამის მადლობაც გადავუხადე.ვუყურებდი ამ თავისებურ ადამიანს,რომელიც გულის სიღრმეში თავისებური კი არა ჩემებური გამეხადა უკვე და სახლიდან გაუსვლელად ვგრძნობდი ყველაფერს,რასაც ვგრძნობხოლმე წვიმაში სიარულის დროს,სიმსუბუქეს,სიმშვიდეს,თავისუფლებას,გამოღვიძებას,თითქოს წვიმიდან წვიმამდე მძინავს და მხოლოდ წვეთების ხმასა და შეგრძნებაზე მეღვიძება.ამ ყველაფერს,ამ ადამიანის ყურებისას ვგრძნობდი და მადლიერების გრძნობით ვივსებოდი,მან ხომ სრულიად უცხოს,უანგაროდ მაჩუქა ეს შეგრძნებები.ადამიანს თუ რამე ზეციური დანიშნულება აქვს,ალბათ სწორედ ეს უნარია,უნარი იმისა რომ სრულიად უცხოსაც კი აჩუქოს ის,რაც ამ ადამიანის წუთებს სიამოვნებით აავსებს,თუნდაც ამო მომენტისთვის ღირს ცხოვრება. ეს ადამიანი იყო სახელად ქალი,არანაირი სხვა დამატებითი სახელი არ სჭირდებოდა,ეჭვიც არ მეპარებოდა რომ დედამიწის ზურგზე არ მოიძებნებოდა ადამიანი,რომელსაც მასზე მეტად შეეფერებოდა ქალად აღქმა.ის იგივეს გრძნობდა რასაც მე ვიგრძნობდი მის ადგილზე,მისი ნაბიჯებიც ამაზე მიმანიშნებდა,მისი თმაც ისე გაუნძრევლად ელაგა მხრებზე,თითქოს წუთის წინ ძილიდან გამოსული გაიზმორა და გაინაბაო.მისი სახე,წვიმის ფონზე ბუნდოვნად ჩანდა,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი,რომ ასეთი თავისებურობის შესაფერისად,აუცილებლად მუქი ფერის თვალები უნდა ქონოდა,ერთბაშად ვერ წასაკითხი სიღრმეებით და ნაპერწკლით,რომ უყურებ და საკუთარი გულის ფეთქვის ხმით რომ იწყებ წამების დათვლას,როცა წამი მხოლოდ შენთვის ჩერდება მთელ სამყაროში,ცხვირი საშუალო ზომის, რომელიც არცერთ აღიარებულ სილამაზის პარამეტრებში არ ჩაჯდებოდა,მაგრამ მარტო მას მოუხდებოდა.ტუჩები ალბატ მოწითალო მოლურჯო,თავის ტემპერატურის ცვალებადობის შესაბამისად და ერთმანეთისგან იმდენად დაშორებული,რომ ზედა ტუჩზე დაკიდებული წვეთი,ქვედა ტუჩს ვერ შეხებოდა,ეს ალბათ მას ყველაზე დიდ მიმზიდველობას მატებდა ჩემს ფიქრებში,თუ არ ჩავთვლით თითებს,რომლითაც შუბლზე მიწებებულ თმას მოიშორებდა. ეს იყო ქალი,რომელიც გავდა გაუფერადებელ ნახატში ერთადერთ გაფერადებულ ყვავილს,რომელიც იმდენად გიყვარდება ნახატის გაფერადების დასრულებამდე,რომ მხოლოდ მას უმატებ ფერს და მთელი ნახატის აზრს,მასში ხედავ. ჩემში ემოცია და გარეთ წვიმა,თითქოს შეთანხმებულად ერთდროულად მატულობდა,თუმცა როგორც ჩანს წვიმას ემოციებმა აჯობა,ამიტომაც იყო რომ წვიმამ კიდევ უფრო გააფერმკრთალა ყველაფერი მის გარდა,მხოლოდ ის იყო რისი დანახვაც მკაფიოდ შემეძლო. ამ სიამოვნებიდან ნაწილობრივ იმან გამომარკვია,რომ შევამჩნიე ამ ყველაფერს ჩემი ფანჯრის ნახევრამდე მოეღწია.ეს იმას ნიშნავდა რომ მხოლოდ ნახევარიღა რჩებოდა და შემდეგ ეს სურათი სხვის ფანჯარასთან გადაინაცვლებდა,ამის გაფიქრებამ საშინლად ამიმღვრია განწყობა,მაგრამ ის მამშვიდებდა რომ დარწმუნებული ვიყავი,ჩემებურად ამ სურათს ვერავინ შეაფასებდა,ეს ჩემს ეგოს საოცრად აკმაყოპილებდა.ერთი წუთითაც არ შემეძლო იმის დაშვება რომ ჩემს გარდა,სხვასაც შეიძლება შეემჩნია ის,რაც ამ წუთას ჩემს ფანჯარასთან ხდებოდა.მე მზად ვიყავი მეთქვა ყველასთვის,რომ ეს ის მომენტია,რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი,რომ ეს ის ქალია,რომელიც ჩემთვის არის შექმნილი და მე სიგიჟემდე მიყვარს.ამაყად ვეტყოდი ყველას ასევე იმასაც,რომ მხოლოდ მე კი არ მიყვარს,მასაც ვუყვარვარ და ყოველთვის ელოდა კაცს,რომელიც მას წვიმაში მიმავალს,ერთ ჩვეულებრივ დღეს,ფანჯრიდან დაინახავდა,შეუყვარდებოდა,თან ისე რომ მასთან წვიმაში ჩასვლას აზრადაც არ გაივლებდა... ამის გაფიქრებაზე სისხლი თავში მომაწვა,ჩემს მიერ ბოლოს გაფიქრებული სიტყვები ექოსავით მეორდებოდა თავში,ყოვეჯერზე უფრო დამცინავად და ირონიულად ჟღერდა, "მასთან წვიმაში ჩასვლას აზრადაც არ გაივლებდა"... ღმერთო,რა სულელი ვარ,რა სასაცილო ვარ,ქალი ფანჯრის მეორე ნახევარსაც მალე გასცდებოდა,მე კი ადგილიდან განძრევაც არ მიფიქრია,ვითომ მზად ვიყავი ყველასთვის მის შეყვარებაზე მელაპარაკა და სინამდვილეში,მისთვის გამარჯობის თქმაზეც არ მიფიქრია,თითქოს წვიმა დამისვავდა ფანჯრის რაფაზე ზამთრის თოვლიანი ამინდის გამო ნაშიმშილარი და შეციებული ბეღურასავით. საშინელებაა,ჩვენ რატომღაც ფიქრს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ,იმდენად დიდს,რომ მოქმედების არც დრო,არც უნარი აღარ გვრჩება,მთელ რესურსს,ჩვენი შეგნებისა,ვხარჯავთ ფიქრში და მერე ამ ფიქრის სხვებისთვის გამხელაში,ამ დროს კი ცხოვრებას ჩვენი ხელით ვუშვებთ სხვა მიმართულებით,თან ისე რომ კმაყოფილი და ამაყები ვართ,ჩვენ შევძელით,ჩვენ ვიფიქრეთ. ფანჯრის კუთხეს ქალის ბოლო ნაბიჯიც გასცდა.წაიშალა სურათის ყველა ფერი,მხოლოდ არაფრით გამორჩეული დღე დარჩა,რომელსაც აღარ შერჩენოდა არანაირი მნიშვნელობა,მხოლოდ გუბეები ალაგ-ალაგ ამომტვრეულ ქვაფენილზე.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა