შეყვარებული იდიოტი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

შეყვარებული იდიოტი

შეყვარებული იდიოტი

იყო დ არა იყო რა. ასე იწყება ყველა ზრაპარი და ასე იწყებს თავისი ამბის მოყოლასაც ჩვენი მონოლოგის გმირიც.
გმირი უბრალოდ მის აღსანიშნად, სინამდვილეში იყო კი გმირი?!
ვერ დავადანაშაულებთ, როცა გამოუცდელი ხარ, როცა არასდროს გყვარებია, როცა მისი დანახვისას გულს ადგილი არ დაუტოვებია და შენზე ადრე არ ჩახუტებია მას ვერ მიხვდები რა გრძნობაა. ისიც ვერ ხვდებოდა, მეგობრობას არქმევდა მათ შორის გაჩენილ, უფრო სწორად რომ ვთქვათ მის გულში გაჩენილ გრძნობას. წლების განმავლობაში გვერდით ყავდა მეგობარს ეძახდა, ეგონა სულ ასე იქნებოდა და სულ გვერდით ეყოლებოდა ,,მეგობარი". არ ექგონა თუ ოდესმე დაკარგავდა.
თავიდან არც ფიქრობდა ამაზე. ადრეაო ამბობდა. ვერ ამჩნევდა რამხელა გრძნობა შენდებოდა მის შიგნით, თუმცა რას იგრძნობდა სიყვარული ხომ მსუბუქი გრძნობაა, და ისიც სიმძიმეს ვერ გრძნობდა. თუმცა, დრო ყველაფერს ნათელს ჰფენს ხოლმე ადრე თუ გვიან და არც ჩვენი გმირის შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი, თუმცა დროს ცოტა დააგვიანდა შეიძლება ბევრიც მაგრამ თავისი საქმე გააკეთა. გავიდა წლები და განშორების ზარმაც ჩამოჰკრა. მიხვდა, რომ რაღაც ეტაპი დამთავრდა და გული დაწყდა, მაგრამ მიზეზს ვერ მიხვდა. მეგობარია, კარგი მეგობარიო ფიქრობდა. ყოველდღე შეიძლება ვერა მაგრამ ხშირაად შევხვდებით ერთმანეთსო თუმცა იმავე სევდის მიღმა უფრო ღრმად აწუხებდა რაღაც. ბევრი არ უფიქრია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ცოტა ხომ იფიქრა .
დრო გავიდა, ბევრი არა მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ წუხილი გაღრმავებოდა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა მიზეზს. ვერც მიხვდებოდა, რომ არა კეთილისმსურველი, რომელმაც უბრალოდ მსუბუქი ხუმრობით ჰკითხა ხომ არ გიყვარსო, პასუხიც კითხვაზე უფრო მსუბუქად ჟღერდა :,,არა რა თქმა უნდა". არაო უპასუხა და თავისივე პასუხმა შეაცბუნა, ჩააფიქრა. თითქოს არ უფიქრიაო, მაგრამ ღამეს რას გამოაპარებ. ისე არ დაგაძინებს, ისე არ მოგასვენებს თუ ყველაერი არ გათქმევინა. გასაკვირია არა? ყველასტან ვდუმვართ, აღსარებაშიც კი შეიძლება არ ვთქვათ ყველაფერი, მაგრამ როცა ღამესთან პირისპირ აღმოვჩნდებით, თითქოს ჰიპნოზი გაგვიკეთესო ყველაფერს ვამბობთ, იმასაც კი რაც ჩვენთვის უცნობია მაგრამ ჩვენშია. ახლა კი მართლა ბევრი იფიქრა. ის ღამე მთვარესთან ერთად გაათენა და მზის დანახვისას მხოლოდ კითხვის ბეევრი ნიშანი დარჩა. კითხვის ნიშანი იყო ბევრი თორემ, წინადადება მარტივი იყო : ,,მართლა მიყვარს? ?????"
იჯდა და ფიქრობდა, ბოლოს ისევ მთვარესტან ერთად მივიდა დასკვნამდე და გადაწყვიტა მისთვის, ხუმრობით მაგრამ მაინც ეთქვა . არც აცია, არც აცხელა და გამოუტყდა გრძნობაში, რომლის ნამდვილობაში ყველაზე მეტად თვითონ ეპარებოდა ეჭვი. პასუხმა ცოტა დაიგვიანა თუმცა იგრძნო როგორ დახტოდა მისი გული მთელს სხეულში წამი წუთად გადაიქცა, წუთი საათად და... როგორც იქნა მოვიდა პასუხი. წერილი გახსნა თუმცა იმ გრძნობას სახელი ვერ დაარქვა, რაც წერილის გახსნისას დაეუფლა. პასუხი, რომელშიც მხოლოდ მეგობრულ უთიერთობაზე იყო მახვილი დასმული არ გაჰკვირვებია. არც გული დასწყვეტიაო თითქოს. მაგრამ მიხვდა, რომ ამ დღემ რაღაც შეცვალა მის ცხოვრებაში, მიხვდა რომ ყველაფერი ისე ვეღარ იქნებოდა როგორც ადრე. მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა რატომ, რა შეიცვალა იმით რომ უბრალოდ წერილი მისწერა, ეს ხომ თავის თავში დასარწმუნებლად გააკეთა. თუმცა დროთა სვლასთან ერთად მიხვდა რომ, ყოველი დღე, რომელიც მსათან აშორებდა მის გულში გრძნობის საძირკველს თითო აგურს ადებდა, მაგრამ ამის შესახებ მას არაფერს ეუბნებოდა, უნდოდა მეგობარი მაინც შეენარჩუნებინა, მაგრამ... რამდენიმე წელი გავიდა, დრომ მშენებლობა დაამთვრა და თავის საქმეებს დაუბრუნდა. ჩვენი გმირი კი აწ უკვე იდიოტად ხსენებული მხოლოდ ღამეს, თავის მესაიდუმლეს ანდობდა საიდუმლოს რომელსაც უკვე სახელიც დაარქვა. შეეძლო თამამად ეთქვა უკვე - მაგრამ მხოლოდ ღამისთვის- ეს სიყვარულია!!! და მხოლოდ უტყვ ღამეს შეეძლო მისი საიდუმლოს გამხელა. სასაცილოა...
დრო გადიოდა და ხვდებოდა როგორ ინგრეოდა, იშლებოდა, მაგრამ მის გულში აშენებული გრძნობა საუკუნეებს გაუძლებდა.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა