უსათაურო-დ » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

უსათაურო-დ

უსათაურო-დ

გიყვარს... არ გიყვარს... გიყვარს.... არ გიყვარს...
როდის აცნობიერებს ადამიანი, რომ უყვარს? პირველად გონება ხვდება ამას თუ გული? თუ ორივე ერთად? ბევრი ამბობს სიყვარული დაუკითხავად მოდისო! ბევრიც ამბობს, რომ ბრმა ყოფილა თურმე სიყვარული. ზოგისთვის უკვდავების წყაროს ტოლფასია, თუმცა არიან ისეთებიც ვისთვისაც ჯოჯოხეთის ცეცხლივითაა წვავს და არც წვავს ზოგს ისე უყვარს, აი იმ სერიალში იმ მთავარი როლის შემსრულებელს რომ უყვარს. ზოგს უნდა, რომ სწორედ ასეთი სიყვარულით უყვარდეს ვინმეს. ბევრი მზადაა ამისთვის ვარდი ეკლიანად მოგლიჯოს, არიან ისეთებიც ვინც მაინც უეკლოს ძებნას ამჯობინებს... და ბოლოს მარადიული კითხვა აქვს თუ არა ასაკი სიყვარულს ანუ რომელ ასაკში შეიძლება გეწვიოს ნამდვილი სიყვარული ან საერთოდაც რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული? ეს ის კითხვებია, რომელთაგან ალბათ, ერთზე მაინც ჩაფიქრებულა თითოეული ადამიანი.
ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველ დღე აცნობიერებს, რომ ,,დღეს უყვარს იმაზე მეტად ვიდრე უყვარდა გუშინ და ნაკლებად ვიდრე ეყვარება ხვალ''(სადღაც მოვისმინე ეს სიტყვები მგონი ) ყოველდღე ზრდის ამ სიყვარულს, ეს სიყვარული კი ძალას მატებს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში, უკანასკნელ წუთამდე.
გონება თუ გული? გული თუ გონება? აღიარებულ აზრს თუ დავუჯერებთ გულს უყვარდება, გონება კი ცივსისხლიანია მე თუ დამიჯერებთ ორგანიზმს, სხეულს, მთლიანობას უყვარდება. მთლიანად ადამიანს არც, ცალკე გულს, არც ცალკე გონებას, არამედ მთლიანად, სხეულს უყვარდება. გულსაც, გონებასაც, კუჭსაც, თირკმელსაც და ღვიძლსაც თავისებურად ყველა ორგანო რაღაც დათმობაზე მიდის. გული უფრო გამალებით ძგერს, გონება 50 %-ს მასზე ფიქრს უთმობს. კუჭი მაგალითად- ამ ფიქრის დროს შიმშილს ივიწყებს. დანარჩენ ორგანოებს ნუღა განვიხილავთ Grin (არ ვარ ბიოლოგი )
დაუკითხავად მოდსო სიყვარულიო. ამას ვეთანხმები. როცა კარგი მეგობარი შენთან მოდის, ნებართვას არ გთხოვს. უბრალოდ მოდის. სიყვარულიც ჩემი აზრით ასეა. მოდის და რჩება. არც მიზეზი სჭირდება მოსვლისთვის და არც ნებართვა. იცის რომ მისი არსებობა სიამოვნებას მოგანიჭებს. სულს გაგითბობს და ამიტომ.
აი სიყვარულის სიბრმავის რა მოგახსენოთSmile) სიყვარული ბრმა რომ იყოს სადმე გვერდს აგვივლიდა ნებისმიერ კონტექსტში იგივეს ვფიქრობ!
როცა გიყვარს არ ფიქრობ არც უკვდავებაზე, არც ჯოჯოხეთის ცეცხლზე. რატომ? უბრალოდ არ ფიქრობ და მორჩა. სხეულის ყოველ წერტილს უყვარს და ფიქრის დრო არ რჩება. არც მის დაკარგვაზე ფიქრობ და არც უკეთესის გაცნობაზე. ისაა შენთვის უკეთესიც და უარესიც. შენი პლიუს უსასრულობა მინუს უსასრულობამდე. შუალედის გარეშე. თუმცა ჩემი აზრით სიყვარულის თავისუებურება სწორედ იმაშია, რომ რეალობას არ გწყვეტს. როგორც ზემოთ აღვნიშნე გონების 50% ამქვეყნიურზე ფიქრითაა დაკავებული. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა თუ სიყვარული მართლა ასეთია, მაშინ რატომ შორდება ბევრი წყვილიო. ამაზე გადაჭრით გიპასუხებთ არ უყვართ და იმიტომ.
როცა შენი თავი მასზე მეტად გიყვარს. როცა სხვას ადარებ. თუნდაც ასე .. იმას შეყვარებულმა ვარდები აჩუქა. ამას კიდევ რაღაც. იმას კიდევ რაღაც" ესეც უკვე შედარებაა. ირიბი შედარება. რომელსაც მეორე მინუსი ახლავს. ამ დროს სიყვარული მატერიალურამდე დაგყავთ. ანუ ჯერ კიდევ არ იცით რა არის სიყვარული და დასკვნა აქედან მარტივია- არ გიყვართ.
როცა გიყვარს უბრალოდ მისი არსებობა გახარებს და მორჩა. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭი საყვარელ გოგოს ვარდს აჩუქებს თუ მინდვრის უბრალოდ ყვავილს. დაკეცილ წიგნში შენახული და წლების შედეგ გამხმარი ვარდიც და მინდვრის ყვავილიც ერთსა და იმავე ემოციას მოგიტანენ.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა