simartlea???? » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

simartlea????

simartlea????

დღეს დოგმა არის შანელის ჩაცმა,
შავი ბეემვეს პატრონის ტრფობა,
თუნდაც მაგ სულში გაფურთხოს კაცმა,
არ გინელდება არაფრით გრძნობა.


დღეს მოდა არის დაკერო ბევრი,
რომ გეცვას ლურკი შანელის კაბა,
საით გაგექცა მამაო მრევლი,
ხედავ ის წმინდაც უწმინდო გახდა.


დღეს მარტივია სხეულის გასვრა,
როცა მიყვარხარს ხორცით ენდობი,
მონაზონივით იძახი არ ვსვამ,
ამ დროს არყის სმით სხვებთან ერთობი.


ბილწი სიტყვებით იმყრალებ ენას,
ცდილობ გარშემო ყველამ გაგიგოს,
მერე ეცდები მდიდარის შებმას,
გინდა ოცნების კოშკიც აგიგოს.


გრძნობის აგებას სხეულით ცდილობ,
გამოიშიშვლებ დასამალ ადგილს,
ურთიერთობას სულაც არ ბრთხილობ,
პირველ ღამესვე აიხსნი აღვირს.


განშორებისას ივსები ბოღმით,
როგორ დაკარგე ბეევმეს მძღოლი,
ისევ აგრძელებ ცხოვრებას დოგმით,
ისევ შანელში ეხვევი მძორი.


ულამაზოა გინება ქალის,
თან სიძლიერის მტკიცება კაცზე,
გაიგივება გრძნობებთან ვალის,
უშვერი სიტყვით წყნარება მარცხზე.


ინტელექტია ნულს ქვემოთ ჩვენთან,
პარადი მიყავთ ვიღაც მასონებს,
უსირცხვილოდ რომ მიდიხარ ბერთან,
შენი ნამუსი უკვე აწონეს.


გინებით უნდა ტიპი რომ გახდეს,
ასეთ ქალს ვიცი უზრდელი ქვია,
ანგელოზობას შეფიცებს გამზრდელს,
ალბათ ისინიც ასევე თვლიან.


მოწიწებაა ღირსება ქალის,
რიდით ჩამცული უბრალო კაბა,
რომ დაატარებს უხილავ მანდილს,
სიარულისას თვალს რომ ხრის დაბლა.


არ დაჭირდება ასეთ ქალს გახდა,
იმის გამო რომ გრძნობები ნახოს,
არ დაჭირდება ნამუსის ახდა,
იკმარებს მხოლოდ ცალ ხელზე ამბორს.


აი ასეთ ქალს ვეძახი ნამდვილს,
მოწიწებით რომ აბიჯებს ქუჩებს,
საქციელით რომ ამართლებს მანდილს,
უზრდელ სიტყვას რომ არიდებს ტუჩებს

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა