შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 4) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 4)

შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 4)

ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა,მე შორიდან გიჭვრეტდი:აი,დარბაზში შეხვედი,აი ადგილს იკავებ.ბარე ათასჯერ მაინც წარმომიდგენია მსგავსი რამ მარტოოდენ იმიტომ,რომ ერთედერთხელ მყავდი კონცერტზე ნანახი.
მაგრამ რა საჭიროა ამის მოყოლა,რის მაქნისია საკუთარი თავის მგვემავი ერთი უბედური პატარა გოგოს უსასოო,ტრაგიკული,ფანატიკური სიყვარული?რა საჭიროა მოუთხრობდე ამას ადამიანს,რომელსაც არაფერი სცოდნია ამის შესახებ,გუმანშიაც კი არ ყოფილა?მართლა ისევ პატარა გოგონა კი ვიყავი?დრო გადიოდა,ჩვიდმეტი წლისა გავხდი,შემდეგ კი თვრამეტისაც.ქუჩაში ახალგაზრდა ვაჟები კისერს იღრეცდნენ ჩემი ყურებით.მაგრამ ეს მხოლოდ მაბრაზებდა,რადგან სიყვარული,ანდა თუნდაც სიყვარულობანას თამაში უშენოდ,სხვა ვინმესთან,ჩემთვის ისე შეუძლებელი,ისე უცხო იყო,რომ უბრალო ცდუნებაც კი დანაშაულად მეჩვენებოდა.ჩემი სიყვარული შენდამი უცვლელი დარჩა:იგი მხოლოდ ჩემი სხეულისთვის შეიცვალა ­ჩემში გრძნობამ გაიღვიძა,იგი გამწვავდა,ხორციელი გახდა,რასაც ქალის გრძნობა ეწოდება.და ის,რაზეც ფიქრსაც კი ვერ შეძლებდა პატარა გოგონა,რომელმაც
ბუნდოვანი და ანგარიშმიუცემელი სურვილის კარნახით ოდესღაც შენს კარზე ზარი დარეკა სწორედ ის გახდა ჩემი ერთადერთი მისწრაფება:ჩემი თავი შენთვის მომეძღვნა,შენ დაგნებებოდი. ხალხს,რომელიც გარს მერტყა,მხდალად მივაჩნდი,მშიშარას მეძახდნენ (ვაგლახ,რა ძნელი იყოსაიდუმლოების მტკიცედ შენახვა),მაგრამ მე თანდათან რკინისებური ნებისყოფისა
გავხდი.მთელი ჩემი აზრი,მთელი ჩემი ოცნება ერთი მიზნისკენ იყო
მიმართული:დავბრუნებოდი ვენას,მოვსულიყავი კვლავ შენთან.როგორც იქნა,ნება დამრთეს.სხვების თვალში ეს სურვილი უაზრო და გაუგებარი ჩანდა.მამინაცვალი შეძლებული კაცი იყო,ისე მიყურებდა,როგორც ღვიძლ შვილს.მაგრამ მე მაინც ჯიუტად
მობითხოვდი,ჩემი თავი მე თვითონ უნდა ვირჩინო­მეთქი.და ბოლოს ჩემი გავიტანე კიდეც.დამთანხმდნენ,ვენაში გევეგზავნე ერთ­ერთ ნათესავთან მზა ტანსაცმლის მაღაზიაში სამუშაოდ.
განა საჭიროა გითხრა,საით გავეშურე პირველად,როდესაც შემოდგომის ერთ ნისლიან საღამოს ბოლოს და ბოლოს ისევ ვენაში აღმოვჩნდი?ჩემოდნები სადგურში მივაბარე და ტრამვაიში ჩავჯექი;ოჰ,რა ნელა მირახრახებდა იგი,ყოველ გაჩერებას მოთმინებიდან გამოვყავდი.და აი,ბოლოს კვლავ ნაცნობი სახლის წინ ვიყავი; შენი ბინის ფანჯრებიდან სინათლე გამოდიოდა და გული საგულეში ჩიტივით ამიფრთხიალდა.აი,როდის გაცოცხლდა
ეს ქალაქი ჩემთვის,ჯერ რომ ეგზომ უცხო და უაზროდ ხმაურიანი მეჩვენა,აი,როდის გამოვცოცხლდი მე თვითონ;მე ხომ სულ ახლოს ვიყავი შენთან.განა მესმოდა,რომ ახლაც კი,როცა ჩვენ მხოლოდ შენი ფანჯრის თხელი,განათებული მინა გვაშორებდა,რომელსაც
ანთებული თვალებით შევყურებდი,ისევე შორეული ვიყავი შენთვის,როგორც წინათ, “ცხრა მთას იქით” ინსბურკში ყოფნისას.თვალს ვერ ვაშორებდი შენს ფანჯარას. იქ იყო სინათლე, მშობლიური სახლი,იქ იყავი შენ,იქ იყო მთელი ჩემი სამყარო.ორი წლის განმავლობაში ვოცნებობდი ამ წუთზე და აი,ბედმა მარგუნა იგი.მთელ ამ ხანგრძლივ,თბილ,ნისლიან საღამოს შენს ფანჯრებქვეშ ვიდექი,სანამ სინათლე ჩაქრა.მხოლოდ მაშინ გავემართე ჩემი ყოველ საღამოს ასე ვიდექი შენი სახლის წინ.ექვს საათამდე მაღაზიაში ვიყავი დაკავებული.სამუშაო დაძაბული,მოუსვენარი მქონდა,მაგრამ მაინც მომწონდა,რადგან ნიადაგ გაფაციცებული შინაგან,მტანჯველ მოუსვენრობას ისე მტკივნეულად აღარ აღვიქვამდი.რკინის ფირფიტებიან დარაბებს ბრახაბრუხით დაბლა ჩამოუშვებდნენ თუ არა,უკვე გამოვრბოდი შენი სანუკვარი სახლისაკენ,რათა ერთხელ მაინც გადაგყროდი,თუნდაც შორიდან მომეკრა ღენთვის თვალი,ერთხელ მაინც მეხილა შენი სახე ­ ეს იყო ჩემი ერთადერთი სურვილი.დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მართლაც
შეგხვდი,თუმცა ისეთ დროს,როცა ამას სრულიად არ მოველოდი:შენს ფანჯარას რომ შევყურებდი,უეცრად შევნიშნე ­ ქუჩაზე გადმოდიოდი.ამ წუთში რატომღაც კვლავ ცამეტი წლის გოგონად ვიქეცი,სახეში სისხლი მომაწვა და უნებლიეთ,თუმცა ჩემი სანუკვარი ოცნება იყო ერთხელ კიდევ მეგრძნო შენი მზერა,თავი ჩავღუნე და დამთხვეულივით გვერდით
ჩაგირბინე.შემდეგ უკვე მრცხვენოდა,რომ მოწაფე გოგონასავით შემეშინდა და გავიქეცი.მე ხომ უკვე მკაფიოდ მქონდა შეგნებული ჩემი სურვილი:მინდოდა შენთან შეხვედრა,გეძებდი,მსურდა გეცანი ამდენი სევდით დაქუფრული წლების შენდეგ;მინდოდა შეგემჩნიე,მინდოდა შეგყვარებოდი.
მაგრამ დიდხანს არ მაქცევდი ყურადღებას,თუმცა შენს ქუჩაზე ყოველ საღამოს
ვიდექი,თოვლსა და ყინვაშიც კი.ვენის სუსხიანი ქარი სახეს მიწვავდა,მაგრამ ამას არ დაგიდევდი.ხშირად მთელი საღამოობით ამაოდ გიცდიდი.ხანდახან დაგინახავდი სახლიდან გამომავალს,მაგრამ მარტო თითქმის არასოდეს ყოფილხარ.ორჯერ ქალებთან შეგამჩნიე და ვიგრძენი,რომ ბავშვი აღარ ვიყავი,შენდამი დამოკიდებულებაში რაღაც ახლი,რაღაც სხვა ვიგრძენი. უცხო ქალის დანახვაზე,ხელგაყრილი ასე არხეინად რომ მოაბიჯებდა შენ გვერდით,უეცრად აღვიქვი,გულმა რეჩხი როგორ მიყო,სული როგორ გამეყინა.მოულოდნელი როდი იყო ჩემთვის:შენს ამ სტუმრებს ხომ ბავშვობიდან ვიცნობდი,მაგრამ ახლა ეს თითქმის ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა,თითქოს რაღაც ჩამწყდებოდა ხოლმე გულში,ისე ვეჭვიანობდი სხვა ქალთან შენი აშკარა ინტიმური სიახლოვის გამო.ბავშვურმა სიამაყემ,რომელიც მახასიათებდა და ალბათ დღემდე შემრჩა,მაიძულა ერთი დღე გამომეტოვებინა და შენს სახლთან აღარ მოვსულიყავი,მაგრამ
საშინელი მეჩვენა ჩემი თვითნებობისა და სიკერპის გამო უქმად გატარებული საღამო!მეორე დღეს კვლავ დავეყუდე შენი სახლის წინ და ისევე მორჩილად გელოდებოდი,როგორც მთელი ჩემი წუთისოფელი ვიდექი ჩემთვის დაგმანული შენი ცხოვრების წინაშე.
და აი,ბოლოს და ბოლოს,ერთ საღამოს შენ შემამჩნიე.ჯერ კიდევ შორიდან მოგკარი თვალი,რომ მოდიოდი და ძალღონე მოვიკრიბე,არ გავქცეულიყავი.მოხდა ისე,რომ ქუჩაში
ფორანს ცლიდნენ,ვიწრო გასასვლელიღა იყო დარჩენილი და იძულებული გახდი ჩემთან ძალიან ახლოს გაგევლო. რომ მომიახლოვდი, ანგარიშმიუცემლად, გონებაგაფანტულად შემომხედე,მაგრამ როგორც კი ჩემი დაძაბული ყურადღება შენიშნე, ­ როგორ შემაკრთო მაშინ ამ შენი ჩვეულების გახსენებამ! ­ უკვე სხვანაირად დამაცქერდი;ეს იყო მზერა,რომელსაც შენ ყოველთვის სთავაზობ ქალებს, ­ ნაზად რომ ელამუნები თითქოს,საბურველში ხვევ და ერთდროულად აშიშვლებ კიდეც, ­ მომნუსხველი,მომაჯადოებელი მზერა,რამაც ჩემში,გოგონაში,პირველად გააღვიძა ქალი და შენი თავი შემაყვარა.ერთი­ორი წამი ასე გაშტერებით მიცქერდი ­ მეც ვერ შევძელი თვალის
მოშორება ­ გვერდით ჩამიარე.გულმა ფანცქალი დამიწყო, უნებლიედ ნაბიჯს შევუნელე, მერე ცნობისმოყვარეობამ წამძლია,მოვტრიალდი დავინახე,რომ შენც გაჩერებულიყავი და
მიყურებდი,ისეთი ინტერესითა და ყურადღებით მათვალიერებდი,რომ მყისვე მივხვდი,ვერ მიცანი. ვერ მიცანი ვერც მაშინ,ვერც შემდეგ, ­ ვერასდროს ვერ შემიცანი,საყვარელო.როგორ
გადმოგცე იმ წამს განცდილი იმედგაცრუება ­ მაშინ ხომ პირველად განვიცადე ის,რაც შემდეგ ბედად დამყვა:ვერ და ვერ გეცნე.განწირულმა გავატარე მთელი
ცხოვრება,განწირული ვკვდები ახლა,შენგან უცნობი,შენთვის უცხო და შორეული!როგორ გადმოგცე ეს მწუხარება!ინსბურკში გატარებული ორი წლის განმავლობაში,სადაც ყოველ წუთს შენზე ვფიქრობდი და ვცდილობდი ნათლად წარმომედგინა ჩვენი ვენაში პირველი
შეხვედრის სურათი,ხან ყველაზე შავბნელი,ხან კი,პირიქით,ყველაზე სანუკვარი ხილვები მქონდა,იმისდა მიხედვით,რა გუნებაზეც ვიყავი.იმდენი ვიოცნებე,რომ,თუ შეიძლება ასე ითქვას,ოცნება გავცვითე კიდეც.
სასოწარკვეთილების წუთებში წარმოვიდგენდი,რომ შენ ხელს მკრავ,ზიზღით ზურგს
მაქცევ,როგორც არარაობას,უშნოსა და აბეზარს.შენი არასაურველი განწყობილების,შენი
სიცივის,შენი გულგრილობის ყველა შესაძლო გამოვლენამქონდა აწონილ­დაწონილი ჩემს
აღგზნებულ წარმოსახვაში,მაგრამ იმას,იმას როგორ ვიფიქრებდი თვით ყველაზე შავბნელ წამებშიც,თვით ჩემი არარაობის ყველაზე მწვავედ შეგრძნების დროს,რაც ყველაზე საშინელი
იყო, ­ რომ საერთოდ ვერ შენიშნავდი ჩემს არსებობას.დღეს უკვე მესმის ­ ოჰ,შენ შთამინერგე
ამის გაგების უნარი! ­ რომ გოგონას ან ქალის სახე მამაკაცის თვალში ­ ეს არის რაღაც უსასრულოდ ცვალებადი,ვინაიდან იგი ხშირად მარტოოდენ სარკეს წარმოადგენს,რომელშიც ხან ვნება,ხან ბავშვური გულუბრყვილობა,ხან კი დაღლილობა გამოჩნდება ხოლმე.და ისევე იოლად იდღაბნება მეხსიერებაში და ქრება,როგორც გამოსახულება სარკეში,ამიტომ მამაკაცმა ადვილად შეიძლება ქალის სახე ვეღარ შეიცნოს,თუ ქალის სახეს ხანმა ახალი შუქ­ჩრდილებით დაღი დაასვა,ხოლო ახალი ტანსაცმელი ხომ ყოველთვის ძალიან ცვლის მას.ეს ჭეშმარიტება გულგატეხილმა ქალებმა
ყველაზე უკეთ იციან.მე კი მაშინ ჯერ კიდევ გოგონა ვიყავი და შენი გულმავიწყობა გაუგებრად მეჩვენებოდა.ისე უზომოდ,ისე ერთთავად ვიყავი შენით გართული,რომ
შლეგური აზრი ამეკვიატა:თითქოს შენც ხშირად უნდა გეფიქრა ჩემზე და
დამლოდებოდი.განა მაშინვე სულს არ დავლევდი,რომ მცოდნოდა ­ შენთვის არარაობა ვიყავი და ოდნავადაც არ გახსოვდი!და ამ მზერით გამოფხიზლებული, რომელიც მეუბნებოდა,რომ უკვალოდ გავქრი შენი მეხსიერებიდან,რომ სუსტი ძაფიც კი არ იყო
გაბმული შენი ცხოვრებიდან ჩემამდე,კვლავ სინამდვილეს დავუბრუნდი და ჩემი
განწირული ბედისწერა ვიგრძენი.
მაშინ ვერ მიცანი და ორი დღის შემდეგაც,ხელახლა რომ შეგხვდი,მართალია,უცხო თვალით
აღარ შემომხედე,მაგრამ ღენთვის ის გოგონა კი არ ვიყავი,რომელსაც უყვარდი,რომლის გრძნობაც გააღვიძე,არამედ მხოლოდ და მხოლოდ თვრამეტი წლის ლამაზი ქალიშვილი,რომელიც გუშინ ამავე ადგილას შეგხვდა.
ალერსიანად შემომხედე გაკვირვებულმა,ბაგეზე ღიმი აგითამაშდა.კვლავ გვერდით ჩამიარე და კვლავ მაშინვე ნაბიჯს შეუნელე;მე ვცახცახებდი,ვზეიმობდი,ღმერთს შევთხოვდი,ერთი სიტყვა მაინც გეთქვა ჩემთვის.ვიგრძენი,რომ პირველად ახლა გავჩნდი შენთვის.მეც შევუნელე ნაბიჯს,გაქცევით თავის შველას აღარ ვფიქრობდი.უეცრად,უკან არც კი მომიხედავს,ვიგრძენი,ფეხდაფეხ მომდევდი,ვიცოდი,რომ სადაც იყო უნდა გამეგონა შენი საყვარელი ხმა.პირველად განმეცადა შენი სიტყვების მწველი ძალა.ლოდინმა თითქოს დამბლა დამცა,უკვე მეშინოდა:ვაითუ იძულებული გავხდი გავჩერდე­მეთქი, ­ ისე ძალუმად მიცემდა გული.და აი,მომიახლოვდი,შენებურად ძალდაუტანებლად,მხიარულად
გამომელაპარაკე,როგორც დიდი ხნის ნაცნობს მიმართავენ ­ ეჰ,შენ ხომ გუმანშიაც არ იყავი! ­
ისე მომხიბლავად და უბრალოდ მითხარი რაღაც,რომ პასუხის გაცემაც კი მოვახერხე.ორივემ ქუჩის ბოლომდე გავიარეთ.შემდეგ შემეკითხე,ხომ არ ვივახშმებდით ერთად?
ცხადია,დაგეთანხმე.განა გავბედავდი შენთვის რამეზე უარი მეთქვა?
პატარა რესტორანში ვივახშმეთ ­ გახსოვს სად იყო?ოჰ,ცხადია,არც ეს საღამო გახსოვს;რით გამოარჩევდი სხვა მრავალი ასეთივე საღამოთაგან?ვინ ვიყავი შენთვის?ერთი ასთაგანი,შემთხვევითი თავგადასავლის გმირი,ერთი რგოლი დაუსრულებელი ჯაჭვისა.რას შეეძლო შენთვის ჩემი თავის გახსენება?მე ხომ სულ ცოტას ვლაპარაკობდი,იმდენად დიდი
იყო ღენ გვერდზე ყოფნით,შენთან საუბრით გამოწვეული ბედნიერება.არ მსურდა
გამეფლანგა ეს ძვირფასი წუთები კითხვების მოცემით,ზედმეტი ლაპარაკით.ამ
წუთებისთვის მარად მადლობელი ვიქნები შენი.ოდნავადაც არ გამიცრუე მოკრძალება და გატაცება!ისე ფაქიზად,ისე ძალდაუტანებლად,ისე სადად გეჭირა თავი,აბეზარი სულსწრაფობისა და წრეგადასული არშიყობის გარეშე.პირველი წუთებიდანვე ისე გულდაჯერებითა და ალერსიანად მეპყრობოდი,რომ ადვილად ჩამიგდებდი ხელში,მთელი ჩემი სულისკვეთებით,მთელი არსებით ისედაც შენი რომ არ ვყოფილიყავი!ოჰ,შენ არც კი იცი,რა სასწაული მოახდინე,რომ არ გააწბილე ჩემი ხუთწლიანი ბავშვური მოლოდინი. უკვე გვიან იყო,როცა სუფრიდან ავდექით.რესტორნის კართან შემეკითხე,ხომ არ გეჩქარებათო?განა შემეძლო იმის დამალვა,რომ შენთან ყოფნა მსურდა?გიპასუხე,ჯერ დრო კიდევ მაქვს­მეთქი.მაშინ,ოდნავი მერყეობის შემდეგ,შემეკითხე,ცოტა ხანს ხომ არ შემოივლით ჩემთან,ვიმუსაიფოთო. ­ სიამოვნებით­მეთქი! ­მყისვე გიპასუხე.ჩემი პასუხი სავსებით ბუნებრივი იყო.მართალია,იგი გულის სიღრმიდან აღმომხდა,მაგრამ მაშინვე შევნიშნე,რომ აჩქარებულმა პასუხმა თითქოს შეგაცბუნა.არ ვიცი,გაგანაწყენა თუ გაგახარა
ჩემმა მზადყოფნამ,ყოველ შემთხვევაში,აშკარად ჩანდა,რომ გაკვირვებული დარჩი.ახლა უკვე მესმის შენი:ვიცი,რომ ქალები,მაშინაც კი,როცა დანებების სურვილით იწვიან,ჩვეულებრივად თავს იკატუნებენ,თითქოს შეეშინდათ ან აღშფოთდნენო,იციან,რომ ეს უარი დაძლეული იქნება მუდარით,სიცრუით,ფიცითა და დაპირებებით.მესმის,რომ ასეთ
მიპატიჟებას სიამოვნებით იღებენ მხოლოდ ქუჩის ქალები,რომელთათვის სიყვარული პროფესიას წარმოადგენს,ანდა სრულიად გულუბრყვილო,ნორჩი გოგონები.ამ შემთხვევაში
კი ­ განა შეგეძლო ამის გაგება? ­ ჩემი დაძაბული ნებისყოფა იქცა სიტყვად,ათასი დღის დაგუბებულმა კაეშნიანმა ლტოლვამ გადმოხეთქა.ასე იყო თუ ისე,საღერღელი აგეშალა,ჩემმა პიროვნებამ უთუოდ დაგაინტერესა. სანამ გზაში ვსაუბრობდით, ვგრძნობდი,ტომ ოდნავ
გაკვირვებული,გამომცდელი მზერით ალმაცერად მიყურებდი.ადამიანის სულის ყოველ კუნჭულში ჩამწვდი შენი უტყუარი ალღოს წყალობით მაშინვე მიხვდი,რომ ეს კოხტა,დამყოლი გოგონა რაღაც საიდუმლოებით იყო მოცული.ცნობისმოყვარეობააშგეძრა
და როგორც გამომცდელ შეკითხვებზე შეგატყვე,დიდი სურვილი გქონდა ეს საიდუმლოება ამოგეხსნა.მე კი მერჩივნა მიკიბულ­მოკიბულად მელაპარაკა,თავქარიანად
მოგჩვენებოდი,ვიდრე ჩემი ხვაშიადი გამენდო.
ბოლოს შენთან ავედით.მომიტევე,საყვარელო,მაგრამ ვერასოდეს გაიგებ,რაოდენ ძვირფასი იყო ჩემთვის ეს სადარბაზო კარი,ეს კიბე.ოჰ,რა თავბრუდამხვევი მომეჩვენა ეს ყველაფერი,როგორი ამაფორიაქებელი.მტანჯველი,ლამის მომაკვდინებელი ბედნიერება
მომიტანა!ახლაც არ ძალმიძს უცრემლოდ გავიხსენო,თუმცა თვალებში ცრემლი უკვე დიდი ხანია დამეშრიტა.გაიგე,იქ ყველაფერი ჩემი მგზნებარე სიყვარულით იყო გაჟღენთილი,ყველაფერი ჩემი ბავშვობის,ჩემი კაეშნიანი ლტოლვის სიმბოლოს წარმოადგენდა:სადარბაზო კარი,რომლის წინ ათასჯერ ვმდგარვარ შენს მოლოდინში,კიბე,საიდანაც მესმოდა შენი ნაბიჯების ხმა და სადაც პირველად გიხილე,ჭუჭრუტანა,რომელშიც ცქერითაც თვალი გამიწყალდა,შენი კარის წინ დაფენილი
პატარა ფარდაგი, ერთხელ ზედ რომ მუხლმოდრეკით ვიდექი,კარის გასაღების
ჩხაკუნი,რომელიც ყოველთვის წამომახტუნებდა ხოლმე შენს მომლოდინეს.
მთელი ჩემი ბავშვობა,მთელი ჩემი მწველი ოცნება იყო აქ შეყუჟული,ამ რამდენიმე მეტრ
ფართობზე;აქ იყო ჩემი ცხოვრება.და უცებ ეს ყველაფერი გრიგალივით თავს დამატყდა,ჩემი
ოცნება სინამდვილედ იქცა:მე ავდიოდი შენთან ერთად, ­ გესმის ­ შენთან ერთად შენს
სახლში,ჩვენს სახლში.დამიჯერე,დაე,ეს გაცვეთილად ჟღერდეს,მაგრამ სხვანაირად თქმა არ
შემიძლია, ­ სანამ შენს ზღურბლს არ გადავაბიჯე,მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ მკრთალი
და უფერული ყოველდღიური სინამდვილე იყო,და მხოლოდ იქ,შენს ოთახში,იწყებოდა ჩემი
ბავშვობის ოცნებათა ჯადოსნური საუფლო,ალადინის საუფლო. აბა,წარმოიდგინე:ათასჯერ
შემიხედავს ანთებული თვალებით ამ კარისთვის, რომელშიც ახლა ბარბაცით შევაბიჯე,და
ალბათ გუმანით იგრძნობ,მაგრამ ვერასოდეს ბოლომდე ვერ შეიგნებ,ჩემო საყვარელო,რა
წარიტაცა ჩემი ცხოვრებიდან გრიგალივით მოვარდნილმა ამ წუთმა!
შენთან მთელ ღამეს დავრჩი.ვერც კი წარმოგედგინა,რომ მანამდე ჯერ არც ერძი მამაკაცი არ
შემხებოდა,რომ არავის არ ეგრძნო ჩემი სხეული და ენახა,და განა შეგეძლო გცოდნოდა
ეს,ჩემო ძვირფასო,­მე ხომ ოდნავი წინააღმდეგობაც არ გამიწევია შენთვის,არ მინდოდა
კდემის ნასახიც კი შეგემჩნია,რათა ვერ ამოგეცნო ჩემი სიყვარულის საიდუმლოება,­ ეს ხომ
დააფრთხობდა შენისთანა ადამიანს!შენ ხომ მხოლოდ მსუბუქი,ლაღი,ზერელე
ურთიერთობა გიყვარს,გაშინებს სხვის ბედში შეჭრა,გსურს თავი ყველას,მთელ ქვეყანას
მიუძღვნა,მაგრამ მსხვერპლს არ საჭიროებ,და თუ ახლა გეუბნები,რომ უბიწო
ჩაგბარდი,გემუდარები,ცუდად ნუ გამიგებ ამას!ოდნავადაც არ დაგადანაშაულებ:შენ ხომ არ
შემაცდინე,არ მომატყუე,მე,მე თვითონ მოვისწრაფოდი შენკენ,მე თვითონ ჩამოგეკიდე
კისერზე,მივენდე ბედს.არასოდეს,არასოდეს არ გაგამტყუნებ,არა,ყოველთვის ვიქნები შენი
მადლიერი,რადგან ეს ღამე ჩემთვისყველაზე მდიდარი,სიხარულით აღსავსე და ენით გამოუთქმელი ნეტარების ღამე იყო!როდესაც სიბნელეში თვალი გავახილე და ჩემ გვერდით
შენ გიგრძენი,საკვირველად მომეჩვენა,რომ ჩემს ზევით ვარსკვლავები არ ჩანდა,­ისეთი
ძლიერი იყო ცის შეგრძნება.არა,ჩემო საყვარელო,ასეთი წუთების განცდის შემდეგ სინანული
არასოდეს მიგრძნია.მახსოვს,რომ გეძინა,შენს სუნთქვას ყურს ვუგდებდი და ვგრძნობდი
შენს სხეულს,ასე ახლოს ჩემთან.სიბნელეში ბედნიერებისაგან ღაპაღუპით მდიოდა ცრემლი.
დილაადრიან წამოვდექი,მაღაზიაში მეჩქარებოდა,თანაც მინდოდა მსახურის მოსვლამდე
წავსულიყავი,რომ არ ვენახე.როცა ჩავიცვი და შენ წინ გავჩერდი, გადამეხვიე და დიდხანს
ჩამცქეროდი თვალებში.რაღაც შორეული მოგაგონდა ბუნდოვნად.თუ მე,ბედნიერებით
აღსავსე,მხოლოდ ლამაზად გეჩვენებოდი?შწმდწგ ბაგეზე მაკოცე ფრთხილად.თავი
გავითავისუფლე და წასვლა დავაპირე.შენ შემეკითხე­არ გინდა ყვავილები წაიღოო?
თანხმობა გაგიცხადე.მაშინ საწერ მაგიდაზე მდგარი ლურჯი ბროლის ლარნაკიდან ოთხი
თეთრი ვარდი ამოიღე და გამომიწოდე (ოჰ,ეს ლარნაკი ბავშვობიდან ჩამრჩა
მეხსიერებაში,როცა ერთხელ ქურდულად შევავლე თვალი შენს სამყოფელს).რომ
იცოდე,შემდეგ რამდენი ვკოცნე ამ ვარდებს.
შევთანხმდით,ისევ შევხვედროდით ერთმანეთს.მოვედი და კვლავ სანუკველი ოცნება
გამიმართლდა.ამის შემდეგ კიდევ მესამე ღამე მაჩუქე.შემდეგ გამომიცხადე, უნდა
გავემგზავროო­ოჰ,როგორ მძაგდა ბავშვობიდანვე ეს გამგზავრებანი,­და აღმითქვი,როგორც
კი დავბრუნდები,შეგატყობინებო.მოგეცი ჩემი მისამართი მოთხოვნამდე­გვარის გამხელა არ
მინდოდა.საიდუმლოს არ ვამჟღავნებდი. გამომშვიდობებისას კვლავ მაჩუქე რამდენიმე
ვარდი­გამომშვიდობებისას!
ორი თვის განმავლობაში ფოსტას ყოველდღე ვაკითხავდი...მაგრამ რა საჭიროა გაგიცხადო
ლოდინითა და სასოწარკვეთილებით გამოწვეული ჯოჯოხეთური ტანჯვა?არ
გადანაშაულებ,მიყვარხარ ისეთი,როგორიც ხარ,მგზნებარე და გულმავიწყი,გართობის
მოყვარე და ორგული,მიყვარხარ ისეთი,მხოლოდ ისეთი,როგორიც იყავი და დღემდე
დარჩი.უკვე დიდი ხანი იყო დაბრუნდი,ეს შენი განათებული ფანჯრებით შევიტყვე,მაგრამ
წერილი არ მომწერე.ჩემი სიცოცხლის უკანსაკნელ წუთებში არა მაქვს შენი არც ერთი
სტრიქონი,არც ერთი ბწკარი იმ ადამიანისაგან,ვისაც სიცოცხლე მივუძღვენი!ვიცდიდი და
ვიცდიდი სასოწარკვეთილი,მაგრამ მაინც არ დამიძახე,არ მომწერე არც ერთი
სტრიქონი...არც ერთი სტრიქონი...
გუშინ შვილი მომიკვდა,ის შენი შვილიც იყო,საყვარელო,შენი შვილიც,პირმშო იმ სამი
ღამისა.გეფიცები ჩემი სიტყვების სიმართლეს,იცოდე­სიკვდილის პირას არ ტყუიან.ჩემი
შვილი იყო,ვფიცავ შენს სახელს,რადგან არც ერთი მამაკაცი არ შემხებია მას შემდეგ,რაც შენ
დაგნებდი და იქამდე,ვიდრე ბავშვი ქვეყანას მოევლინა.თავი წმინდანად მიმაჩნდა­ჩემს
სხეულს ხომ შენ შეეხე!აბა,როგორ შემეძლო ჩემი თავი გამენაწილებინა შენსა და სხვებს
შორის.შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი,სხვები კი ჩემს ცხოვრებას მხოლოდ გაკვრით თუ
ეხებოდნენ.ეს ჩვენი შვილი იყო,საყვარელი,ნაყოფი ჩემი შეგნებული სიყვარულისა და შენი
უდარდელი,გამფლანგველი,თითქმის შეუგნებელი სინაზისა,ჩვენი პირმშო,ჩვენი ვაჟი,ჩვენი
ერთადერთი შვილი.მაგრამ შენ შემეკითხები ალბათ ­ შეიძლება შეშინებული ანდა მხოლოდ
გაკვირვებული ­ შემეკითხები,საყვარელო,რატომ გიმალავდი ამდენი წლის განმავლობაში ჩვენს შვილს და მხოლოდ დღეს ჩამოგიგდე სიტყვა,როდესაც იგი აქ,სიბნელეში წევს და
სძინავს,მარადიული ძილით,მალე წაიღებენ და უკან არასდროს,არასდროს აღარ
დაბრუნდება!მაგრამ როგორ შემეძლო შენთვის ეს მეთქვა?შენ ხომ არ დაუჯერებდი
უცხო,მეტისეტად დამყოლ,სულ რაღაც სამი ღამის მეგობარ ქალს,რომელიც წინააღმდეგობის
გაუწევლად,საკუთარი ნება­სურვილით დაგნებდა,­ არ დაუჯერებდი უსახელო,უცნობ
ქალიშვილს,რომ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ შენი,მოღალატის,ერთგული დარჩა;ეს ბავშვი
რომ შენიიყო,ცხადია,არ ირწმუნებდი.ჩემი სიტყვები დამაჯერებელიც რომ ყოფილიყო,მაინც
აგეკვიატებოდა იდუმალი ეჭვი,თითქოს ვცდილობდი შენთვის,შეძლებული
კაცისთვის,სხვისი ბავშვი თავზე მომეხვია.ეჭვის თვალით შემომხედავდი,უნდობლობა ხიდს
ჩატეხდა ჩვენს შორის,ეს კი არ მსურდა.თანაც,მე ხომ გიცნობ,ისე კარგად გიცნობ,როგორც
ალბათ თვივთონაც არ იცნობ საკუთარ თავს.
ვიცი,გიყვარს მსუბუქი,უზრუნველი,ფუქსავატური სიყვარული და შენთვის მეტად
უსიამოვნო იქნებოდა უეცრად მამა,ვისიმე ბედის პასუხისმგებელი რომ
აღმოჩნდებოდი.შენთვის საჭიროა სრული თავისუფლება,უამისოდ სუნთქვაც კი არ
ძალგიძს,უცებ კი ჩემთან დაკავშირებულად იგრძნობდი თავს.შენ... ­ დიახ,მე ეს ვიცი!­
შემიძულებდი ამისთვის,თუნდაც საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. შეიძლებოდა ზედმეტი
ბარგი გავმხდარიყავი შენთვის,შეიძლებოდა თუნდაც რამდენიმე საათით,რამდენიმე წუთით
შეგზიზღებოდი,ჩემს ამაყ ბუნებას კი სურდა,რომ შენი ცხოვრების ულანასკნელ დღემდე
ჩემზე უზრუნველად გეფიქრა.მერჩივნა ყველაფერი საკუთარ თავზე ამეღო,ოღონდ შენთვის
ზედმეტი ბარგი არ ვყოფილიყავი,ოღონდ შენს ქალთა შორის ერთადერთ ქალად
დავრჩენილიყავი,რომელსაც მარად სიყვარულითა და მადლიერებით გაიხსენებდი,მაგრამ
ვაი,რომ ჩემზე სულაც არ ფიქრობდი,მთლად დამივიწყე.
არ გადანაშაუჩჩებ,ჩემო საყვარელო,არა,ბრალს არ გდებ.მაპატიე,თუ ჩემი კალამი ხანდახან
ნეღველს გადმოანთხევს,მაპატიე,­ჩემი შვილი,ჩემი შვილი მკვდარი წევს მკრთალად მოკიაფე
სანთლების ქვეშ.ღმერთს მუშტები მოვუღერე და მკვლელი ვუწოდე.გონება
დამიბნელდა,სული ძრწოლამ მოიცვა.
მომიტევე ჩივილი, მომიტევე!მესმის,რომ გულით კეთილი ხარ და არავის შველა არ
გეზარება.ვიცი,დახმარების ხელს გაუწვდი ყველას,უცნობსაც კი,ვინც საამისოდ
მოგმართავს.მაგრამ შენი გულკეთილობა მეტად თავისებურია.იგი ხსნილია ყველასთვის ­
აიღონ,რამდენიც უნდათ.დიდია ეს შენი გულკეთილობა,განუზომლად დიდი,მაგრამ ­
მაპატიე ­ ზანტია.საჭიროა მისი გამოთხოვნა,მისი აღება.შენ ეხმარები,როცა ხელის
გამართვას გთხოვენ,ეხმარები სირცხვილისა და სისუსტის გამო,მაგრამ უხალისოდ.მაპატიე
გულწრფელობა:გაჭირვებული და დამწუხრებული ადამიანი,ისევე როგორც შენებრ ბედით
განებივრებული,შენთვის სულ ერთია.ხოლო შენი ყაიდის ადამიანებს,თუნდაც ყველაზე
გულკეთილთ მათ შორის,ძალზე ძნელია რამე სთხოვო.ერთხელ,ბავშვობაში,კარის
საჭვრეტიდან დაგინახე,როგორ მიეცი მოწყალება მათხოვარს,რომელმაც შენი კარის ზარი
ჩამორეკა.თხოვნა ვერც კი მოასწრო,ისე სწრაფად და უხვად განიკითხე და თავიდან
მოიშორე,თითქოს გეშინოდა მისთვის თვალი გაგესწორებინა.არ მავიწყდება დახმარების ეს
შენებური,გამალებული და მფრთხალი ხერხი,რომელიც მადლობასაც კი გაურბის.ამიტომ
დახმარება შენთვის არასდროს მითხოვია.ვიცი,მაშინ დამეხმარებოდი,თუნდაც დარწმუნებული არც ყოფილიყავი,რომ ბავშვი შენი იყო.გამამხნევებელ სიტყვებსაც
მეტყოდი,მომცემდი ფულს,ბევრ ფულს,მაგრამ ყოველთვის გულში ჩამარხული
მოუთმენლობით ­ რაც შეიძლება მალე მოღებოდა ბოლო ამ მზრუნველობას.იმასაც კი
ვფიქრობ,რომ დარწმუნებას დამიწყებდი,დროზე მომეშორებინა თავიდან ეს ბავშვი.ამის
მეშინოდა ყველაზე მეტად,რადგან არ შემეძლო შენთვის რამეზე უარი მეთქვა,არ შემეძლო
შენი სურვილი არ შემესრულებინა.მაგრამ ბავშვი ჩემთვის ყველაფერი იყო,ის ხომ შენგან
მყავდა,ის თითქოს მეორე შენ იყავი,ამავე დროს არცთუ მთლიანად შენ,არა ის უდარდელი,
ქუდბედიანი,რომელსაც მე ვერ დაგეპატრონე,არამედ შენ,რომელიც ჩემს სისხლსა და ხორცს
შეუერთდი და,როგორც მეგონა,საუკუნოდ ჩემი გახდი,სამარადჟამოდ შეეზარდე ჩემს
ცხოვრებას.სწორედ ამით მოვახერხე საბოლოოდ შენი ხელში ჩაგდება,შევძელი
მეგრძნო,როგორ ჩქეფდა შენი სიცოცხლე ჩემს ძარღვებში,როგორ იზრდებოდი,შემეძლო
ძუძუ მეწოვებინა შენთვის,მეალერსა,მეკოცნა ყოველ წუთს,როცა ჩემს სულს შენი ამბორი
მოსწყურდებოდა.აი,რატომ აღვივსე ნეტარებით,საყვარელო,როცა შევიტყვე,რომ შენგან
შვილი მეყოლებოდა,აი,რატომ გიმალავდი ბავშვს.ახლა ხომ ვეღარსად წამიხვიდოდი.
ცხადია,მომდებნო თვეები არცთუ ისე საინტერესო გამოდგა,როგორც მათ წინასწარ ხატავდა
ჩემი წარმოსახვა;ეს იყო ტანჯვითა და საშინელებით აღსავსე თვეები, ადამიანთა საზიზღარი
სიმდაბლით აღსავსე თვეები.
ცხოვრება არც ისე ადვილი გამოდგა.ბოლო თვეებში მაღაზიაშისიარული აღარ
შემეძლო,მეშინოდა ჩემი ფეღმძიმობა ნათესავებს არ შეემჩნიათ და შინ არ
შეეტყობინებიათ.ცხადია,დედას ფულს ვერ მოვთხოვდი,ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი
მცირეოდენი ძვირფასი ნივთების გაყიდვით მეცხოვრა.მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე
მრეცხავმა ქალმა კარადიდან უკანასკნელი კრონები მომპარა.ცარიელ­ტარიელი მოვხვდი
დამშობიარო თავშესაფარში,საითკენაც სიღატაკე ერეკება ყველაზე ღარიბ,გარიყულ და
დავიწყებულ ქალებს.იქ,საცოდავ ნაძირალებს შორის,დაიბადა ბავშვი,შენი შვილი.საშინელი
პირობები იყო,უცხოდ ვგრძნობდი თავს,უცხოდ.ჩვენ ყველანი უცხონი ვიყავით
ერთმანეთისათვის,მარტოდმარტო და ურთიერთსიძულვილით აღსავსენი.მხოლოდ
სიღატაკემ და საერთო სატანჯველმა მოგვიყვანა ამ შეხუთულ,ქლოროფორმისა და სისხლის
სუნით გაჟღენთილ,მშობიარეებით გაჭედილ პალატაში,რომელშიც ერთთავად წივილი და
გმინვა გაისმოდა.სიღატაკის მთელი საშინელება,სულიერი და ხორციელი
დამცირება,სირცხვილი განვიცადე ამ პალატაში ყოფნისას მეძავეებისა ავადმტოფების
გევრდით,რომელნიც საერთო ხვედრს საერთო სიმდაბლემდე მიეყვანა.ვხედავდი
ახალგაზრდა ექიმების ცინიზმს,რომლებიც ირონიული ღიმილით საბანს აძრობდნენ
უსასოო ქალებს და სხეულზე ხელს ავლებდნენ ვითომდა „მეცნიერული“ მიზნით;ვხედავდი
მომვლელი ქალების სიხარბეს...ოჰ,როგორ ჯვარს აცვამენ იქ ადამიანის კდემამოსილებას
ცქერით და როგორ ამათრახებენ სიტყვებით.დაფა ჩემი გვარით ­ აი ყველაფერი,რასაც იქ
წარმოვადგენდი,ხოლო საწოლში იწვა ხორცის მთრთოლვარე ნაჭერი ­ ცნობისმოყვარეთა
შეხებისა და სპეციალისტთა შესწავლის საგანი. ოჰ,ცოლებმა,რომლებიც საკუთარ სახლში
საჩუქრად უძღვნიან ბავშვებს ნაზად მომლოდინე ქმრებს,არ იციან,რას ნიშნავს ბავშვის შობა
მარტოხელა,უმწეო,თითქოს ცდის მოსახდენად განკუთვნილი ქალისათვის!ახლაც კი,როცა
წიგნში სიტყვა „ჯოჯოხეთს“ ამოვიკითხავ,უნებლიეთ ეს ხალხით გაჭედილი მყრალი
უცნობი ქალის წერილი ­ შტეფან ცვაიგი
პალატა მაგონდება,ეს სამარცხვინო საყასაბო,სადაც გმინვა,ხარხარი და ყურთასმენის
წამღები კივილი გაისმოდა მუდამ.
მაპატიე,მაპატიე,რომ ამაზე გელაპარაკები.მაგრამ ეს ხომ პირველი და უკანასკნელია!
თერთმეტი წლიწადი დუმილს ვარჩევდი და მალე სამუდამოდ დავდუმდები.მაგრამ სიჩუმე
ერთხელ მაინც უნდა დამერღვია,უნდა დამეყვირა,რა ძვირად დამიჯდა ბავშვი,რომელიც
ჩემი ნეტარება იყო და ახლა კი უსულოდ განისვენებს ჩემ წინაშე.შემდეგ დამავიწყდა,რაც
ტანჯვა გადამხდა, ­ დამავიწყდა, როცა ვიხილე ღიმილი,ვისიმე ხმა ჩემი სიხარულის,ჩემი
შვილისა;ახლა კი,როცა ის ცოცხალი აღარ არის,იარები გამიახლდა და ყვირილით უნდა
შევიმსუბუქო ნაღველი,ერთხელ,მხოლოდ ერთხელ მაინც.მაგრამ შენ კი
არა,საყვარელო,მხოლოდ ღმერთს ვდებ ბრალს,რომელმაც უაზრო გახადა ასეთი წამება.შენ
კი არ გდებ ბრალს,გეფიცები,არასოდეს მომსვლია აზრად შენი აუგად მოხსენიება.იმ
წუთებშიც კი,როცა ჩემი სხეული ტკივილისაგან იკრუნჩხებოდა,იმ წუთებშიც კი,როდესაც
ტკივილები სულს მიღრღნიდა,შენ არ გდებდი ბრალ ღვთის წინაშე,არ ვნანობდი იმ
ღამეებს,მუდამ მიყვარდი და კურთხეულად ვთვლიდი იმ დღეს,როცა პირველად
შეგხვდი.

გაგრძელება თუგინდათ დაწე

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა