მოგონებები არ კვდებიან » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

მოგონებები არ კვდებიან

მოგონებები არ კვდებიან

გაზაფხულის ცხელი მზიანი დღე იყო როდესაც სასწავლებელში პირველი ლექცია ტარდებოდა, ეს რაღაც სხვა გრძნობა იყო, თითქოს სხვა სამყაროში შევდიოდი და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებდი,ახალი ადამიანი გავხდებოდი, მახსოვს მესამე სართულზე ავედი და დიდ აუდიტორიაში შევედი, ირგვლივ სტუდენტების ბრბო იყო მთელი აუდიტორია გადავსებული ამდენი განსხვავებული ადამიანი ერთად ალბად პირველად ვნახე,შევედი და ჩემი ადგილი დავიკავე, ჯგუფში ალბად 30 მდე ბიჭი და 8 მდე გოგო იქნებოდა ყველა ცდილობდა იმ დღესვე ერთმნეთთან საერთო ენის გამონახვას გაცნობას ჩემს გარდა, მოკლედ იმ დღემ ისე ჩაიარა როგორც დანარჩენმა 2 მა თვემ .წვიმიანი ამინდი იყო აუდიტორიაში სველი შევედი ყველა დაკავებული იყო თავისი საქმით,აუდიტორიაში ჩემს გვერდით ორი ლამაზი ჩემი ჯგუფელი გოგონა იჯდა, მათგან ერთერთი ძალიან მომწონდა თუმცა ამ საკითხში გამბედაობით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, დამიძახეს მოდი ჩვენთან მარტო რომ ზიხარო! იმ დღიდან დავვახლოვდით ერთი გუნდი გავხდით, თავბრუს მახვევდნენ მისი სიხარულით ახსავსე თვალები მუდამ მომღიმარი სახე რომელიც ყოველთვის წინ მიდგას, მისი ტუჩები როცა ჩემს სახელს წარმოსქვავდნენ, ახლო მეგობრები გავხდით თუმცა გულის სიღრმეში სხვა გრძნობა მქონდა მაგრამ არ მინდოდა ამით ყველაფერი გამეფუჭებინა, მიხაროდა სასწავლებელში წასვლა მიხაროდა რადგან ვიცოდი მას იქ ვნახავდი, მიხაროდა ყოველი დღის გათენება.ყველაფერი უფრო ნათელი ჩანდა  ცხოვრება მიხაროდა კმაყოფილი ვიყავი იმით რაც გამაჩნდა მე ხომ ის მყავდა ვისი გილიზეც სიცოცხლე მიხაროდა.გადავწყვიტე მეთქვა რომ მიყვარდა, ხმის კანკალით უთხარი: მე შენ მიყვარხარ!. იმ დღემ ისე ჩაიარა უხმოდ უსიტყოდ მე ეს სამყაროს აღსასრულად მივიღე ნუთუ ყველაფერი გავაფუჭე ? შემეშინდა მისი დაკარგვის, ბოლოს ყურში ჩურჩულით ნაზი ხმა მესმის მიყვარხარ! იცით ? ის მომენტი როცა გავიგონე ყველანაირ გრძნობას ყველას და ყველაფერს ჯობდა, მაშინ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელს მსოფლიოში ჩემს სიხარულს საზღვრები არ ქონდა, ერთად უამრავი რამ გადაგვხდა იმდენი სიყვარული განვიცადეთ  რასაც ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლოვაში  ვერ განიცდიან, ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნდა მისი სიყვარული იყო არ ქონდა არაფერს მის გარდა აზრი, მნიშვნელობა თითქოს მთელი სამყაროო შავთეთრი იყო და მხოლოდ ის იყო ფერადი, ერთმანეთს დავპირდით რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ერთმანეთს არავითარ შემთხვევაში არ დავკარგავდით, ერთად წლები გავატარეთ მაგრამ ცხოვრებაში ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა და  სხვადასხვა გზებით წავედით სამუდამოდ , მეგონა თავს გავართმევდი თითქოს ძნელიც არ ჩანდა ნუ მე ასე მეგონა და ამასობაში დიდი დროც გავიდა ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა,  ყოველდღე ვიღვიძებ სინანულით ისეთი შეგრძნებით თითქოს სული ამომაცალეს,დანაკლისს, სიცარიელეს გულში რომელსაც ვერაფრით ვავსებ, მისი თვალები ყოველთვის მემახსოვრება ერთმანეთის დაკარგვით გამოწვეული დარდი მის სახეზე შემშრალი ცრემლები მისი აკანკალებული ხმით წარმოთქმული სიტყვები რომლებმაც სამუდამოდ შემცვალა,  ცხოვრება მარტივია არჩევანს აკეთებ და უკან აღარ იხედები, თუმცა ეს ასე არაა რადგან ყოველდღე ვნანობ რომ დავკარგე ის ერთადერთი ადამიანი რომელიც ასე მიყვარდა და სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. იცით?! როცა მცივა მასზე ფიქრები მათბობს, როცა ყველაფერი ჯანდაბისკენ მიდის მასზე ვფიქრობ და ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება,
ახლა ამდენი წლის მერე არ ქრება შენზე ფიქრები, რომ იცოდე როგორ მინდა ჩემს გვერდით იყო ისევ მესმოდეს შენი ხმა ისევ გგრძნობდე ისევ მეძხდე, ეს ყველაფერი იყო და მხოლოდ იყო, მოგონებების აურაცხელი არქივი რომელიც ჩემს სიმარტოვეს ავსებს, ის მომენტები რომლებიც მოგონებებად დარჩება რომელებიც მხოლოდ ჩემს გულში იარსებებს სამუდამოდ მოგონებები ხომ არ კვდებიან ?
იცი ? ყოველთვის მივდივარ იქ სადაც ერთად დაგვიდგამს ფეხი ყველა ადგილას, დავჯდები და ვიყურები და ჩემს მოგონებებში,ოცნებებში ვიძირები თითქოს სხეულს ვტოვებ და სხვაგან შორეულ წარსულში მივემგზავრები სადაც არ იყო ტკივილი არ იყო მონატრება სადაც არ ქონდა მნიშვნელობა არაფერს მხოლოდ მე და შენ და ეს სამყარო,
მე შენ დაგპირდი რომ არასდროს ვიქცეოდი მოგონებად, მაპატიე ჩვენი სიყვარულისთვის რომელიც ახლა მხოლოდ მოგონებად შემოგვჩა გულებში...

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა