ხალხი... » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ხალხი...

ხალხი...

ხალხი ჭრელია და მიჭირს
გამოცალკავება მათი,
ზოგს ტყუილის აქვს ნიჭი,
ზოგი თავადაა ფარსი.
ზოგი დღედაღამე შრომობს,
ზოგი დედამიწას ტკეპნის,
ზოგი მშვიდობისთვის ომობს,
ზოგი კი მშვიდობას ებრძვის.
ზოგი ლიმუზინით მგზავრობს,
ზოგი ელოდება ტრანსპორტს,
ზოგი უშვილობას ჯავრობს,
ზოგი კი იკეთებს აბორტს.
ზოგი კაშკაშებს და ბრწყინავს,
ზოგი მკვეთრია და ყვირის,
ზოგს უშფოთველად ძინავს,
ზოგს კი ეშინია დილის.
ზოგი მკრთალია და არ ჩანს,
ზოგი უნებლიედ ქრება,
ზოგი ისტორიას დარჩა,
ზოგიც გადარეცხეს წლებმა.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა