რა დროს ძილია მიყვარხარ » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

რა დროს ძილია მიყვარხარ

რა დროს ძილია მიყვარხარ

ფიქრებში რომ გაერთობი
და სიზმარი გგონია,
ასე იცის სყვარულმა
ძილს ოცნება ჯობია.
გადაბმული ღამეები
თეთრად დაგათენდება,
მასზე ფიქრობ გამუდმებით
და ეს აღარ გბეზრდება.
ის ხომ ისე ლამაზია,
დახატული ოცნებით,
ტკბილი ზღაპრის დასასრულში
არასოდეს მოვკვდებით.
დავჯდები და მეწერება,
ლექსად გითხრობ სათქმელს,
სიყვარულით გამთბარსა
და ოცნებებით სავსეს.
მინდა მუდამ ერთად ვიყოთ,
სიყვარულის გვწამდეს,
გულით ვუფრთხილდებოდეთ,
ერთად ყოფნის წამებს.
ერთურთს სევდას ვაშორებდეთ,
ვუბრწყინებდეთ თვალებს,
ერთმანეთის სიყვარულში
ვათეთრებდეთ ღამეს.



ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა