და რომ ეს ძალა... დედამიწას ატრიალებს ! ზურა სალუქვაძე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

და რომ ეს ძალა... დედამიწას ატრიალებს ! ზურა სალუქვაძე

და რომ ეს ძალა... დედამიწას ატრიალებს ! ზურა სალუქვაძე

დააფასე დრო, რომელიც გქმნის,
დააფასე დილა, რომელიც თენდება... შენთვის,
დააფასე მზე რომელიც გათბობს... შენ,
დააფასე სიყვარული რომელიც გაქვს...
დააფასე კეთილი ადამიანები, რომელთა არსებობაც სიცოცხლეს აძლევს აზრს...
დახატე...
დახატე ხშირად...
დახატე ოჯახი,
დახატე ისეთივე მზე და სახლი როგორიც ბავშვობაში დახატე...
დახატე ეკლესია,
დედა დახატე,
დახატე ნამდვილი მეგობრობა,
დახატე მეგობრები,
დახატე სამშობლო,
დახატე შენი ლამაზი დროშა,
დახატე შენი ცისფერი ცა,
დახატე დედის ლოცვა,
და რაც უფრო დიდხანს დააკვირდები ამ ბოლო ნახატს მიხვდებით რომ ამაზე დიდი ძალა არ არსებობს დედამიწაზე,
დახატე დიდი დედამიწა,
დახატე გზა... რომელიც ეკლესიამდე მიდის,
მშვიდობა დახატე ყველგან...
ქუჩაში,
კედლებზე,
სახურავზე,
ბავშვებისთვის გაბერილ ბუშტებზე,
ფანჯრის დაორთქლილ შუშებზე,
დახატე რამდენიც გინდა...და სადაც გინდა
ოღონდ დახატე... თუნდაც თვალებით,
არასოდეს გაჩერდე... გაგრძელდი,
ხატე გაუჩერებლივ...
ხატე უსასრულობამდე,
იბობოქრე ზღვასავით ,
და ნურასოდეს ნუ იქნები სხვისი მსგავსი,
დააკვირდი ხელჩაკიდებულ ბავშვებს,
გამოაღე შენი სამყაროს ფანჯარა,
და როდესაც გაწვიმდება გადი გარეთ,
გადი ბუნებაში,
დახუჭე თვალები,
აიხედე ცაში,
ხელები გაშალე, ღრმად ჩაისუნთქე და
იფიქრე ... ფერებზე
იმ ფერებზე რომლებიც აფერადებენ სხვა ადამიანების მოწყენილ სიცოცხლეს,
იფიქრე სინათლეზე
იფიქრე იმაზე რომ შენ შეიძლება ვიღაცისთვის იყო სინათლე,
იფიქრე შენზე და
იფიქრე სხვაზეც...
მოუსმინე გულისცემას,
ენდე სინდისს,
დაუჯერე ღმერთს,
მოუსმინე სიტყვებს რომელიც ქადაგებს სიკეთეს ...
ადამიანის თვალებს მოუსმინე.. უფრო მეტს გაიგებ,
მოუსმინე გალობას... დამშვიდდები,
დაფიქრდი....თუ სად შეიძლება რომ დარგო ხე,
დაფიქრდი თუ რამხელა სასწაულია მზის ამოსვლა,
დაფიქრდი რომ თუნდაც მზის ამოსვლისას სადღაც ვიღაცას სცივა და შენ შეგიძლია რომ იყო სითბო,
აი ამაზე ფიქრის დროს შენ უფრო მეტად მიხვდები რომ იმაზე კეთილი ხარ ვიდრე აქამდე წარმოგედგინა,
შენ შეგიძლია რომ იყო ის რაც იყავი დაბადებისას...
ღმერთის ხატად შექმნილი... ადამიანი!!!
დარჩი ადამიანად....
დარჩი უბრალო ადამიანად,
იყავი თავმდაბალი და არასოდეს დაეცემი,
გქონდეს რწმენა,
გწონდეს ღმერთის რწმენა,
გქონდეს იმედი....
გქონდეს ღმერთის იმედი,
გქონდეს შენი თავის იმედი,
გქონდეს დედის იმედი,
გქონდეს მეგობრების იმედი,
უბრალოდ ყოველთვის გქონდეს იმედი...
გწამდეს შენი ოცნებების,
ოღონდ ყოველთვის იბრძოლე იმისთვის რისიც გწამს,
იბრძოლე რომ ეს ყველაფერი მოხდეს,
იბრძოლე ბოლომდე...
არ დანებდე,
არ დანებდე დაცემას რამეთუ ყოველი დაცემის შემდეგ შენ შეგიძლია წამოდგე... ტრიუმფით,
ოღონდ ყოველი ტრიუმფით მოპოვებული გამარჯვება საკუთარ თავთან გამარჯვებით იწყება,
საკუთარ თავზე გამარჯვებით შენ შეძლებ რომ დააჩოქო უსამართლობა რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდები ამ უსუსურობის განცდამდე დაცემულ დროებაში...
შენ ხვდები რომ შეგიძლია გამარჯვება და იწყებ ბრძოლას,
იწყებ საკუთარ თავთან ბრძოლას,
იწყებ ბრძოლას უბრალოებისთვის,
იწყებ ბრძოლას რომ დარჩე უბრალო,
იწყებ ბრძოლას რომ არ მოშორდე ღმერთს,
ებრძვი შიშს,
ებრძვი ეშმაკს რომ არ გაცდუნოს,
ლოცულობ....
აფასებ ყველაფერი რაც გაქვს,
აფასებ დროს,
აფასებ დილას
აფასებ გათენებას,
და უფრო მეტად გიყვარდება მშობლები ,
მეგობრები,
საკუთარი თავიც,
აფასებ მუსიკას, რომელსაც გაყავხარ... ჩვენივე დაბინძურებული სამყაროდან,
ხუჭავ თვალებს, დედამიწას შორიდან უყურებ
და ხვდები რომ ომი საჭირო არაა....
ხვდები რომ მშვიდობა არის ერთადერთი გზა გადარჩენისთვის,
ხვდები რომ... ჩვენ ადამიანებს... შეგვიძლია ამ გზაზე სიარული,
"კაცთა შორის სათნოება"
აი ამ სამი სიტყვის მნიშვნელობას ფსკერამდე ჩაწვდი და ხვდები რომ ცხოვრების აზრი სიკეთეშია,
გადიხარ გარეთ, პოულობ ადამიანებს რომლებსაც უჭირთ, ეხმარები და ამ ყველაფერს აკეთებ ჩუმათ ისე რომ ვერავინ გებულობს,შემდეგ მიდიხარ, მათ ბედნიერ თვალებს შორიდან უყურებ და ხვდები რომ ამ ცოდვილ სამყაროში სიკეთის გამარჯვებით გამოწვეულ ცრემლებზე დიდი ემოცია უბრალოდ არ არსებობს და ხვდები რომ შენ შეგიძლია იყო სიკეთე, სიკეთე რომელიც სიყვარულია, სიყვარული კი ღმერთია, ღმერთი ეს დედის თვალებია, დედის თვალები კი შენი გულია, შენი გულია ის რაც ფეთქავს, ეს ფეთქვა არის სიცოცხლე, სიცოცხლე ის ღამეა რომელიც გათენდება, გათენება რწმენაა, რწმენა ყველაზე დიდი ერთგულებაა, ერთგულება ყველაზე დიდი ადამიანობაა, ადამიანობა კი ყველაზე დიდი რამეა რაც ადამიანებს შეგვიძლია რომ ვიყოთ, ჩვენ შეგვიძლია რომ სიყვარული ვიყოთ.... აი ის სიყვარული რომელიც დედამიწას ატრიალებს.... !!!

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა