ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!! » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!!

ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!!

დამხატე...ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს,
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით,
შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია,
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...ოღონდ თეთრი მოსაწყენია,
სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო.
ჩემს ოცნებებში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს,
დახატე სივრცე... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო...
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით,
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი? მე არ მახსოვს ეს იყო ძველად,
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.
დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი...
ყველა სურვილი დასაწყიში ასე მუნჯია.
ზღვაც დამიხატე ოღონდ მწვანე, ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა ცხოვრებაში თუ ის ლურჯია.
დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე თუ გსურს,
უყოველგვარო დამცირებით, უმასკარადოდ,
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!!

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ქალი

ქალი

26-08-2013, 16:53
damxate...

damxate...

8-07-2013, 23:19
love

love

25-03-2013, 12:59
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა