ქალო! » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ქალო!

ქალო!

რახელ გაწვიმ-გაავდარდა გაზაფხული,
ჩემი გულის ამინდივით დარდიანობს,
ეგ ტუჩები ყინვისაგან დაზაფრული,
ქალავ როსღა გამაჩნდების სამზიანოს?
კარგი ქალო, ნუ ხარ ასე უკარება,
მერე რა რო ხევსური ხარ და მთის შვილი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ არხოტს ქალო,
ვერ გაბედავს მადევრობას კაციშვილი!
რახელ ჩაბნელდ-ჩამაღამდა ახიელას,
შურთხიც აღარ დაგოგმანობს ჭერხოს ბოლოს,
ვერსად წახვალ, ქალო, მაინც მაგიხელავ,
თუნდ დევების ჯარ-ლაშქარი შემებრძოლოს.
რად არ მაგწონს ვერ გამიგავ ცეცხლის სუნი,
ბუხრის პირას ბალღისთვის, რომ წინდას ქსოვდე,
რად არ გინდა ჭიუხები შენისლული,
შავ დალალზე თეთრი თოვლი, რომ გათოვდეს.
რახელ გაწვიმ-გაავდარდა ხასიათი,
ვახმე, თუ ვერ დაგიჩემე თმა-მზიანო,
მოსცილდ ქალაქს, როგორც სხივთა ათინათი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ სამზიანოს.
თორრნიკე ნაროზაული
2012 წელი

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა