რა მოხდა, თუ ცოტა შემეტყო ასაკი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

რა მოხდა, თუ ცოტა შემეტყო ასაკი

რა მოხდა, თუ ცოტა შემეტყო ასაკი

რა მოხდა, თუ ცოტა შემეტყო ასაკი,
იმატა ჭაღარამ მოვერცხლილ ფერებით,
შენ ეს არ იდარდო, გულს ისევ სწყურიხარ, გელის როდის მოხვალ და მოეფერები.. მოდი და ცის კიდეს შევეხოთ ხელებით, წლები ლოდინისა წარსულში დავტოვოთ,
კოცნით დავითვალოთ თვალთან ნაოჭები,
აწი ერთმანეთი არასდროს დავტოვოთ.
იმ ბეწვის ხიდზეც კი გავბედავ გამოგყვე,
ოღონდ არ გაგიჟდე, ხელი არ გამიშვა,
მართლა ის პატარა გოგო კი აღარ ვარ,,
სირბილით რომ გსდევდა მდინარის ნაპირთან.
ჩვენს ბაღსაც ვესტუმროთ ნაცნობი ბილიკით,
სადაც გვიხაროდა შეხვედრა, გართობა,
იმ სკამზე ჩამოვსხდეთ, მკერდზე თავს მოგადებ,
როგორ მსურს ნაცნობი სურნელით დათრობა.
იქნებ გვირილებიც იპოვო იმ ბაღში,
მერე დაკრიფო და გვირგვინიც დამიწნა,
რა მოხდა, ჭააღარა თმაზეც მომიხდება,
არ მითხრა ახლა რომ დაწვნაც დაგავიწყდა.
მოდი, სანამ გული ისევ გაზაფხულობს,
მერე რა, გარეთ თუ უკვე ზამთარია,
ისედაც წამია ეს ჩვენი სიცოცხლე,
ცხოვრება ჩვენი კი, მხოლოდ ზღაპარია. /ნანა მეტრეველი/

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა