ჩემი გაზაფხული ხარ » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ჩემი გაზაფხული ხარ

ჩემი გაზაფხული ხარ

ჩემს გულს შენით მოეფინა
გაზაფხულის მზე,
ჩემთვის მუდამ მაისია
კვლავ ვარდობის თვე.
მათბობს შენი მწველი მზერა,
თვით მზეი ხარ შენ,
მათრობს ტკბილი გაღიმება,
ღამეც იქცა დღედ.
ვარდის ბაღი აღაჟღაჟდა,
მაისია დღეს,
ბულბულების გალობა ხომ
აქ სუყველგან ჟღერს.
ახლა შენით შეპყრობილი
ამ ლექსს შენთვის ვწერ,
სიყვარულით გაფრენილი
ცაზე ვარსკვლავთ ვკრეფ.
პეპლებს გავეთამაშები,
შეშლილივით ვსტვენ,
ნეტა ამ გიჟ სიყვარულს,
თუ გამიგებ შენ.


ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა