... ვიხსენებ ... » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

... ვიხსენებ ...

... ვიხსენებ ...

ნოტებში ვმალავდი ყველა იარას
ხმაში მერეოდა სევდის ნაგლეჯები.
სადღაც შორს ფიქრში,მაინც გეძებდი
დაუსრულებლად ისევ გნატრობდი
ქუჩაში მარტოდ ეულად ვეგდე,
ნაცნობ სიუჟეტს ვეღარ ვხედავდი...
გული ძველებურად აღარ ფეთქავდა
აღარც ტრიალებდა ირგვლივ სურნელი...

ვრითმავდი ლექსებს,და ვერა ტკივილს
რადგან ტკივილი მუდამ თან მახლდა
ვიხსენებ გვირილებს,პირველად რომ დაგიკრიფე და
მერე ლამაზად თმებში ჩაგაწანი...
მწამდი,მჯეროდი,შენით ვტკბებოდი...
შენში ყვაოდა სიცოცხლე ჩემი
ამ დროის მიღმა,მე შენზე ვწერდი
მე რომ მტკიოდა შენ ის იყავი...

წუთები,საათები,დღეები ასე გავიდა
ასე ვანდობდი ფურცლებს უშენობას,
სხვებმა თუ არა,მათ ხომ იციან
შენი თვალები რომ ჩემთვის ღმერთია
რამდენი რამე გადავიტანეთ
სულმა რამდენჯერ დაიწყო კვნესა...
როგორ გატკინე,მაგრამ მაინც როგორ გიყვარდი...
როგორ დარდობდი,სიზმრები როგორ გტანჯავდნენ ღამით...
ძველ მოგონებებს სანთლებთან ვწვავდი
ღამე კი სასტიკად ყინავდა ფიქრებს...
ირგვლივ რამდენის თვალები ენთო,
მე კი დავეძებდი შენსას...

ვერავინ გაიგო ჩემი ტკივილი
დაცემულს არავინ მომკიდა ხელი,
ცრემლის გუბეები იდგა თვალებში
სიტყვები ვერაფერს ვეღარ შეცვლიდა...
შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმოდა ლოცვასავით
და თუკი არსებობს სულის უკვდავება
ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე...

ავტორი: ლაშა აბულაძე.

ვიდეოს ყურება
ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა