მიყვარხარ ! - ეს ყველაფერია.. » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

მიყვარხარ ! - ეს ყველაფერია..

მიყვარხარ ! - ეს ყველაფერია..

ლუკა - 'დავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას
წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,
მაგრამ რა ვუყო მე შენს გამო სამყარო მინდა.'
სოფო- კარგი ლექსია...
ლუკა- ჩემია <3
სოფო - პლაგიატო, ტერენტი გრანელია ავტორი... -_-
ლუკა - ვიცი...
სოფო- აბა ჩემიაო? მატყუარაც ხარ?
ლუკა - მაგას რომ არ დაეწერა მე დავწერდი <3 დამასწრო...
სოფო - როგორ მიყვარხარ ლუკ..
ლუკა - ჩემი პრინცესა... შემირიგდები?
სოფო - რა თქმა უნდა <3
ლუკა - მიყვარხარ...! მიყვარხარ...! მიყვარხარ...!
სოფო - მეც...! მეც...! მეც...!
ლუკა - ხვალ, ლექციების მერე, უნივერსიტეტის შესასვლელთან გნახავ.. სადმე წავიდეთ...
სოფო - ხვალ?
ლუკა -ჰო... სხვა გეგმები ხომ არ გაქვს?
სოფო - ხვალ ბიძაშვილის დაბადების დღეა და....
ლუკა - სულ ცოტა ხანი გავისეირნოთ...
სოფო - არ ვიცი...
ლუკა - რამდენი ხანია არ მინახიხარ...
სოფო - რამდენი?
ლუკა - ორი დღე 3 საათი და 23 წუთი...
სოფო - უკვე 24 :*
ლუკა - შენც ითვლი? :D
სოფო - შემომეთვლება-ხოლმე...
ლუკა - ჩემი ანგელოზი...
სოფო - შენ არ იცი, რა ცუდად ვიყავი... უაზრობის გამო ვიჩხუბეთ..
ლუკა - მთავარია შევრიგდით...
სოფო -ჰო... იმ გოგოს sms-მ ჭკუიდან შემშალა..
ლუკა - ეგ არაფერი.. ჩვენი სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე ძლერია...
სოფო - ყველაზე და ყველაფერზე...
ლუკა - ანუ ხვალ ხო?
სოფო - კარგი ხვალ :D
ლუკა - მაშინ ხვალამდე..
სოფო - ძილინებისა..
ლუკა - ტკბილი ძილი პრინცესა...

**********************************
2
სოფო - გისმენთ!
ლუკა - დილამშვიდობის..
სოფო - დილამშვიდობისა ლუკა.. ვისი ნომერია?
ლუკა - ახალი ნომერია... შეიძლება გნახო?
სოფო - ეს რა კითხვაა? ხომ შევთანხმდით, გნახავ ლექციის მერე..
ლუკა - არა სოფ, ახლავე უნდა გნახო...
სოფო - ჯერ მხოლოდ 8 საათია...
ლუკა - მერე რა... გთხოვ..
სოფო - გავემზადები და 1 საათში გამოვალ... სად მოვიდე?
ლუკა - 1 საათი?
სოფო - მერე?
ლუკა - გვიანია...
სოფო - არა ლუკ, ახლაა ადრე...
ლუკა - არ გესმის, ახლავე უნდა გნახო...
სოფო - მაშინებ... რამე ხდება?
ლუკა - ტელეფონით ვერ გეტყვი...
სოფო - რას ვერ მეტყვი?
ლუკა - მაგარ შარში ვარ...
სოფო - ვინმე მოკალი?
ლუკა - ეგრე მიცნობ?
სოფო - ბოდიში... სისულელე ვთქვი..
ლუკა - რა გატირებს სოფ.. დამშვიდდი, შენი ცრემლები, უფრო ცუდად მხდის...
სოფო - სად ხარ?
ლუკა - ახმეტელის მეტროსთან მოდი, რაც შეიძლება მალე...
სოფო - ახლაავე ჩავიცმევ..
ლუკა - გახსოვდეს, რომ მიყვარხარ..!
სოფო - მეც.. <3

*****************************
3
სოფო - გისმენთ...
ლუკა - სად ხარ სოფ?
სოფო - გელოდები, რამდენი ხანია...
ლუკა - მე ახლა მოვედი... ჯიხურთან ვარ...
სოფო - გნახე! <3
*********************************
4
( HuG) ( HuG) ( HuG) ( HuG) ( HuG) ( HuG) ( HuG) ( HuG)
სოფო - ასე ძლიერ ნუ მეხუტები, გამჭყლეტ... <3
ლუკა - სოფო, შენ ხომ იცი რა ძლიერ მიყვარხარ...
სოფო - მეც უზომოდ მიყვარხარ
ლუკა - ბიძაჩემი პოლიციელია და მან შემატყობინა.. მითხრა, რომ ყველანი მე მდებენ ბრალს და ჯობს გავიქცე...
სოფო - შენ ხომ არ მოგიკლავს?
ლუკა - რა თქმა უნდა არა...
სოფო - სიმართლე გაირკვევა და...
ლუკა - სიმართლე? სადაა სიმართლე და სამართალი.. ყველა ჩემს წინააღმდეგაა... სკოლაშიც, სახლშიც, სამეზობლოშიც... ყველგან იციან, მე და გიო რომ ერთმანეთს ვერ ვიტანდით... ესეც რომ არა, გუშინდელის მერე...
სოფო - რას აპირებ?
ლუკა - არ ვიცი..
სოფო - ლუკ...
ლუკა - შენ ხომ გჯერა ჩემი?
სოფო - ვიცი, რომ არავის არაფერს დაუშავებდი..
ლუკა - მადლობა ამისთვის <3
სოფო - წადი...
ლუკა - რაა?
სოფო - წადი ლუკა... შორს წადი... მანამ არ დაბრუნდე, სანამ სიმართლეს ფარდა არ აეხდება...
ლუკა - ერთად წავიდეთ...
სოფო - მე ვერსად წამოვალ.. ოჯახს და ახლობლებს ვჭირდები...
ლუკა - მეც მჭირდები.
სოფო - ვერსად, გესმის, ვერსად წამოვალ..!
ლუკა - დამელოდები?...... შემომფიცე რომ დამელოდები...
სოფო - გეფიცები...
ლუკა - სულ გახსოვდეს რომ მიყვარხარ...
სოფო - წადი....
*******************************
5
ზუსტად 5 წლის შემდეგ...
სოფო - ალო...
ლუკა - საერთოდ ყურმილის აღებისას გისმენთოს ამბობდი და არა ალოს... :)
სოფო - რომელი ხართ?
ბლუკა - შენ როგორ ფიქრობ სოფ?
სოფო - თქვენი ხმა ძალიან........
ლუკა - ....ძალიან ჰგავს იმ ადამიანის ხმას, ზუსტად 5 წლის წინ ერთგულება რომ შეჰფიცე...
სოფო - მწარედ ხუმრობთ... ეს არ შეგრჩებათ!..
ლუკა - მე ვარ სოფ...
სოფო - არა, არ მჯერა...
ლუკა - ნუ ტირი ჩემო ანგელოზო...
სოფო - ლუ-კა..
ლუკა - ჰო, ლუკა ვარ ჩემო ლამაზო...
სოფო - არაფერი მესმის... ეს მართლა ხდება?
ლუკა - გახსოვს სად უნდა შევხვედროდით ერთმანეთს?
სოფო - უნივერსიტეტთან...
ლუკა - 5 წლის მერე, იმავე დროს, იმავე ადგილას...
სოფო - შენ ყველაფერი არ იცი...
ლუკა - დღეს მითხარი რაც გსურს... მეც იმდენი რამ მინდა გიამბო... თუმცა, ამისთვის დიდი დრო გვექნება...
სოფო - ახლა სამსახურში უნდა წავიდე.. ვეცდები სამისთვის გავნთავისუფლდე...
ლუკა - მიყვარხარ...
სოფო - ...............
ლუკა - შენ არა? ეს დუმილი რას ნიშნავს?
სოფო - .......... შეხვედრამე!
************************
6
ლუკა - შემობრუნდი პრინცესა...
სოფო - ლუ... ლუკა!
( HuG) ( HuG) ( HuG) ( HuG) ( HuG) ( HuG) ( HuG) ( HuG)
ლუკა - როგორ მომენატრე...
სოფო - სად იყავი ამდენი ხანი?
ლუკა - სად არ..... მსოფლიო ვნახე და პატარა ბიზნესიც წამოვიწყე...
სოფო - მე კი ერთხელაც არ გაგხსენებივარ...
ლუკა - ცდები სოფი, მე სულ მახსოვდი...
სოფო - შეგეძლო დაგერეკა..
ლუკა - არ შემეძლო პოლიცია მეძებდა..
სოფო - წელიწად-ნახევარში ხომ დაიჭირეს მკვლელი, მაშინ რატომ არ დაბრუნდი?
ლუკა - როგორ დავბრუნებულიყავი შერცხვენილი? საარსებო მინიმუმი ხომ უნდა შემექმნა, მერე კი, ერთად ვიცხოვრებდით...
სოფო - სულელი ხარ..! შენ უნდა დაბრუნებულიყავი... მე გელოდებოდი...
ლუკა - ვიცი ჩემო პატარავ...
სოფო - გაჩუმდი!
ლუკა - როგორ მიყვარხარ!
სოფო - თვითონაც არ იცი რას ამბობ... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა...
ლუკა - მე მიყვარხარ, ისევ ისე, პატარა ბიჭივით ყურებამდე ვარ შეყვარებული...
სოფო - მირეკავენ...
ლუკა - უპასუხე...
სოფო - ალო!......... საჩქაროა?....... კარგი მოვდივარ!
ლუკა - რა ხდება?
სოფო - უნდა წავიდე...
ლუკა - ასე მალე? გაგაცილებ მაინც...
სოფო - არ უნდა დაბრუნებულიყავი..
ლუკა - რას ამბობ, ეგ მეორეჯერ არ გავიგო...
სოფო - ასეა და ამიტომ ძალიან ბევრჯერ გაიგებ... ყველაფერი შეიცვალა.... შენ არ იცი...
ლუკა - სოფ, მიყვარხარ.. სხვა რამის ცოდნა არაა აუცილებელი, და მგონი შენც გიყვარვარ...
სოფო - შეცდი...
ლუკა - არა, არ შევმცდარვარ...
სოფო - მეჩქარება.. უნდა წავიდე...
ლუკა - საუბარი არ დაგვისრულებია!
სოფო - მე დავასრულე!
ლუკა - სოფ....
**********************************************
7
სოფო - ლექსო მოვედი...
ლექსო - კარგია...
სოფო - რა ხდება?
ლექსო - გუშინ ჩემი უფროსი ჩამოვიდა საქართველოში... გვინდა, ამერიკიდანაც ჩამოვიყვანოთ მანქანები და ჩვენი ბიზნესი გავაფართოვოთ...
სოფო - მერე გერმანია?
ლექსო - გერმანიაშიც გავაგრძელებთ საქმიანობას.. ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული...
სოფო - გილოცავ..
ლექსო - შენ რა გჭირს? ცოტა არ იყოს აღელვებული მეჩვენები...
სოფო - არაფერი ლექსო სამსახურში გადავიღალე, გამიხარდა შენი ამბავი..!
ლექსო - შვიდი საათისთვის დავპატიჟე ჩვენთან... აწი შენ იცი..
სოფო - მე წავალ, თოკოს გამოვიყვან ბაღიდან და მერე მაღაზიაშიც შევივლი...
ლექსო - კარგი, მანამ საბუთებს მივხედავ..
*********************
8
თოკო - მამიკო სად არის?
სოფო - მალე მოვა... დღეს სტუმარი გვეყოლება...
თოკო - მართლა?
სოფო - ჰო.. კართან არიან, გააღე ძვირფასო..
თოკო - მოვდივარ!
ლექსო - ეს ჩემი ვაჟია თორნიკე... მიესალმე შვილო :*
ლუკა - გამარჯობა ბიჭუნა.. მამაშენი იმდენს მიყვებოდა შენზე..
თოკო - გამარჯობა...
ლუკა - რა საყვარელი შვილი გყავთ, ღმერთმა გაგიზარდოთ...
ლექსო - ეს კი ჩემი მეუღლე სოფოა...
ლუკა - სოფო?!
ლექსო - თქვენ იცნობთ ერთმანეთს?
ლუკა - ესეც შენი 'ირონია სუდბი' !
ლექსო - სად მიდიხართ? ლუკა!
სოფო - ესაა შენი უფროსი?
ლექსო - ჰო, იცნობ?
სოფო - ის ლუკაა.. ჩემი ლუკა...
ლექსო - გასაგებია, რატომ იყავი დღეს აღელვებული...
სოფო - ჰო...
ლექსო - დაეწიე..!
სოფო - რას ამბობ ლექსო?
ლექსო - მიდი თორემ მე გავაკეთებ ამას..
სოფო - თუ საქმეა პრობლემა მე დაველაპარაკები, რომ საქმიანობა და პირადი....
ლექსო - სოფო!
სოფო - ლექსო არ შემიძლია!..
ლექსო - მადლობა სოფო ყველაფრისთვის... ჩვენთვის ისედაც ბევრი გააკეთე... ახლა კი დაეწიე....
სოფო - არ ვიცი...
ლექსო - იცი! არ მინდა ჩემთან ძალით იყო... უფრო სწორედ სიბრალულით...
სოფო - ვერ წავალ...
ლექსო - მაშინ მე მივდივარ!
სოფო - დაბრუნდი ლექსო!......
***************
9
ლექსო - ლუკა გაჩერდი!
ლუკა - თავი გამანებე!
ლექსო -შენ არაფერი არ იცი!
ლუკა - ყველაფერი ცხადია!
ლექსო - ლუკა!
ლუკა - მე თქვენს შორის არ ჩავდგები! თქვენსა და თორნიკეს შორის!
ლექსო - მათქმევინე! სოფო თოკეს დედა არაა!
ლუკა - რა?
ლექსო - მომისმინე და გიამბობ ყოველივეს...
ლუკა - გისმენ!
ლექსო - სოფოს მეგობარი ვილა გახსოვს?
ლუკა - კი, ეგ რა შუაშია?
ლექსო - ვილა ჩემი ცოლი იყო... შენი წასვლიდან რამოდენიმე თვეში ჯვარი დავიწერეთ, მერე თოკე დაიბადა... სოფო ოჯახთან ახლოს იყო, ვილასთან შენს მერეც აგრძელებდა მეგობრობას...
ლუკა - მაშინ, სოფო როგორაა შენი ცოლი?
ლექსო - ვილა ავტოკატასტროფას შეეწირა... მაშინ თოკე 9 თვის იყო... სოფოს ვთხოვე და ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად.. უსახსრობასთან ერთად ბავშვის მოვლის არცოდნაც მიჭირდა... ნათესავები არ მყავს, მასზე ახლობელი კი არავინ მეგულებოდა დედამიწაზე... სოფოს შენთვის არასოდეს უღალატია... მეგობრის შვილზე და გასაცოდავებულ მამაზე დაიწყო ზრუნვა... ფეხზე დამაყენებინა ოჯახი.... მერე კი... მერე, მე ის შემიყვარდა... ცოლად გამომყვა მხოლოდ იმიტომ, რომ მოჰბეზრდა თაყვანისმცემელთა ბრბო და მისი ახლობლების მიერ ბიჭების წამდაუწუმ გარიგებ-გამორიგება... მე კი თოკეს წყალობით... სისულელეს ვამბობ... ის უბრალოდ სიბრალულით გამომყვა... არასოდეს უღალატია შენთვის... ახლაც ისე ძლიერ უყვარხარ, და შეიძლება უფრო მეტადაც კი...!
ლუკა - ეს სიმართლეა?
ლექსო - ჰო...
ლუკა - ლექსო მადლობა!
ლექსო - მადლობა შენს სოფოს, იმისთვის რაც ჩვენთვის გააკეთა... ბედნიერებას გისურვებთ..!
ლუკა - მე კი მეგონა....
ლექსო - ერთი თხოვნა მაქვს..... მრცხვენია ამ ყველაფრის მერე მაგრამ...
ლუკა - რა იყო?
ლექსო - სოფო თოკოს არ ჩამოაშორო...
ლუკა - გპირდები...
*********************
10
ლუკა - სოფო, ბოდიში...
სოფო - ლექსო სადაა?
ლექსო - აქ ვარ...
ლუკა - სოფო ჩვენ ისევ ერთად...
სოფო - შეწყვიტე!
ლუკა - რა ხდება?
ლექსო - მე დაგტოვებთ, ბევრი რამ გექნებათ ერთმანეთისთვის სათქმელი...
ლუკა - მადლობა!
სოფო - არა ლექსო, შენ დარჩი! ლუკას კი შეუძლია წავიდეს! მე ის აღარ მიყვარს!
ლექსო - არ მესმის...
ლუკა - სოფ, მაგას ნუ ამბობ...
სოფო - ლექსო, მე შენ მიყვარხარ!
ლექსო - რაა? არ მესმის... შენ ხომ..... თუ ამას თოკოს გამო ამბობ გპირდები....
ლუკა - სოფ....
სოფო - წადი ლუკა! აღარ მიყვარხარ!
ლუკა - მშვიდობით... სამუდამოდ!
*****************************
11
ლექსო - ასე რატომ მოიქეცი?
სოფო - როგორ ასე?
ლექსო - შენ ხომ ის გიყვარს? რატომ მოატყუე?
სოფო - ''გული გულს რომ მოშორდება''.... მე სიმართლე ვთქვი... თავიდან ეს ყოველივე თოკეს გამო ხდებოდა, ახლა კი... როცა მას მოვეხვიე ვერაფერი ვიგრძენი... ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს...
ლექსო - არ მესმის, მეგონა რომ.........
სოფო - ......მაგრამ ვგრძნობ დილაობით ჩემს ოთახში ფეხაკრეფით შემოსული ადამიანის სუნთქვას, რომელიც ნახევრადმძინარეს საათობით მიყურებს... მახსოვს, მისი თითების სითბო, ცრემლს რომ მიმშრალებდა ლუკას გამო დარდისას... სამსახურში წასვლამდე, თორნიკეს საწოლთან მიდის, ნაზად ჰკოცნის და ჩურჩულით ლოცულობს მისთვის... მინახავს ამ ადამიანის ცრემლები, მუხლმოყრილს რომ გადმოსცვენია ხატის წინ და....... ლექსო - ჩუუ... მე მიყვარხარ და ეს ყველაფერია!

ლანა ცირამუა

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა