... ფიქრში ყოველი კადრი მტკიოდა ... » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

... ფიქრში ყოველი კადრი მტკიოდა ...

... ფიქრში ყოველი კადრი მტკიოდა ...

გზებს ამოუცნობი ფერი ეფარა
შენ შორს იყავი,მახსოვს გციოდა
ჩემთვის ვფურცლავდი მოგონებებს და
ფიქრში ყოველი კადრი მტკიოდა
შენი ხმა მესიზმრებოდა,
ღამე წვიმასავით ტიროდა ქროდა...............
ირგვლივ ყველაფერი ქრებოდა ნელნელა
ვატყობდი მარტოსულს ვერავინ მიშველიდა
შენი გრძნობები ცვდებოდა ყოველ წამს
ჩემში კი სევდანარევი ღიმილი ხარობდა (ალბათ)
ახლაა შემოდგომა,ხეებს ფოთლები საყვარლად სცვივათ
მერე,გადაფარავს ზამთარი ამ ხეებს
სულის ტირილს და ტკივილს,მითხარი დაფარავს რამე?
თებერვალში ამტკივდები,როგორც მოდილიანს ტკიოდა ჟანა
მერე მოვა გაზაფხული,თავისივე მწვანე ფერით
მარტის თვეც რომ ისევ ისე გაგიჟდება….
გადაივლის აპრილის და მაისის თვე
შენ ვერ ხვდები,უშენობა რას მიშვება
ალბათ უკვე შეეჩვიე უჩემობას
მე კი წლები უშენობას დამტირიან
ვამჩნევ ისედაც არ დამრჩა ბევრი
ჩემი არსებობა დროებითია,
ჰო,დროებითი....სიცოცხლე კი არა....
თვალები არ დაბერდნენ, უბრალოდ დაშრნენ
ვეღარ იტანენ ამდენ განცდებს და სევდას
და რატომ ამდენი განსაცდელი? - მეკითხებიან
ალბათ იმიტომ რომ,ასე ძლიერად მივენდე ყველას
ვერ ვიფიქრებდი თუ ყველადან შენც გაქრებოდი
მე გავცდებოდი ყველაფერს ამ ქვეყნად
თუკი ვიგრძნობდი შენს ხელებს-გულთან
რას ვიზამთ ალბათ ესე ყოფილა
ჩვენი ბედისწერა და ცალ-ცალკე ყოფა
და სხვანაირად.... სხვანაირად.... ჩვენ ვერ შევძელით...

© ლაშა აბულაძე

ვიდეოს ყურება
ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა