აფხაზეთი ჩემი ტკივილია » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

აფხაზეთი ჩემი ტკივილია

აფხაზეთი ჩემი ტკივილია

აფხაზეთი ჩემი ტკივილია
არა ჩემი, არა შენი.... აფხაზეთი ყველა ქართველის ტკივილია... მე არ ვყოფილვარ აფხაზეთში, მაგრამ ახლობლების გადმოცემით ჩაწვეთებულმა თითო ‘წვეთმა’ სიყვარულმა გულში წმინდა სანთელი ამინთო მისი მონატრების... ‘მკერდმოჭრილ’ საქართველოს ჯერ ცრემლი არ შეშრობია...


- დე, რა ლურჯი ზღვაა... გინახავს ასეთი ლურჯი ზღვა სადმე?
- კი შვილი, დიდი ხნის წინ...
- რამხელა ტალღებია, ხედავ დე?
- კი, ვხედავ....
- ნახე, ცაზე თოლიები დაფრინავენ, რა თავისუფალნი არიან... აი, ერთი ჩემთანაც მოფრინდა... ხომ საყვარელია დე?
- კი შვილო...
- ჰორიზონტს მიღმა რა არის?
- .................
- რატომ ტირი?
- იქ აფხაზეთია... იქ დავიბადე..
- მერე აფხაზეთში რატომ არ ხარ?
- იმიტომ რომ...
- რატომ დე? როგორი იყო შენი აფხაზეთი?
- აფხაზეთი?... როგორ გითხრა.. ზღპრულია, ლურჯი ზღვა, თეთრი სანატორია..
- წამიყვან? ხომ წამიყვან დე?
- არ ვიცი, ის შორსაა.. მანდ ყველაფერი საოცრად თბილი და კარგია... ღამეც კი..
- მაშ, ძალიან შორსაა?
- კი.. ძალიან მენატრება იქაურობა, ყურში ჩამესმის ჩემი კარ-მიდამოს ჩურჩული... მენატრება ათასობით ციმციმა ვარსკვლავი, ნამგალა მთვარე, მომწონდა ნათელს როგორ იზიდავდა ზღვის ტალღები, როგორ ლაპლაპებდა... მენატრება ჩემი აფხაზეთი... მისი ქუჩები, იქ ჩვენი ძმები ცხოვრობდნენ... საქართვლოს გულია აფხაზეთი...
- საქართველოს?
- ხო, საქართველოს...
- მაშინ რატომ ვერ წავალთ?
- დადგება დრო და წავათ.. აუცილებლად წავალთ!!...
- ნუ ტირი დე.. არ უხდება შენ ლამაზ თვალებს ცრემლი.... კიდევ მომიყევი რამე აფხაზეთზე... ახლა რატომ ვერ წავალთ?
- ომი დაიწყო... ძმათა სისხლისმღვრელი ომი.. ღიმილი ცრემლებმა შეცვალა, ჩვენი მეგობრობის ხიდი ჩატყდა... მაგრამ მოვა დრო და მტრის ჯინაზე სიყვარულის, მეგობრობის ახალ ხიდს ავაგებთ.. ყველა ტკივილი მოშუშდებასიკეთე გაიმარჯვებს, სამართალი იზეიმებს და.... და აფხაზი და ქართველი კვლავ გვერდიგვერდ დადგებიან, ოდესღაც არსებული ძმობის, მეგობრობის, სიყვარულის გამო და ერთმანეთს გამხნევებენ შეძახილებით „წინ საქართველოსთვის! სამართლიანობისთვის! ღირსებისთვის!“

„ო, აფხაზეთო,ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი-უსაქართველოდ“
ლანა ცირამუა

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: niko ^^ 13 დეკემბერი 2014 14:11 | კომენტარები: 2 | სიახოლეები: 0
love momewona megreli var da prosta ar vici rogori iyo love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა