როცა მარტო ხარ » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

როცა მარტო ხარ

როცა მარტო ხარ

სახლში მივედი, მეგობარმა დამირეკა, ცოტა დავლიოთ? მეც თანხმობა უთხარი არ მინდა დალევა, მაგრამ უარი ვეღარ ვთქვი ხათრი ვერ გავუტრხე. ძალიან მეძინება 4 ან 5 ჭიქას დავლევ ვიფიქრე მერე დავიძინებ თუ მომეცა დაძინების შესაძლებლობა ან ქუჩაში გავისეირნებ. მიყვარს საღამოს სიარული და ფიქრი ვსეირნობ ვფიქრობ ამ დროს ადამიანი რაზე აღარ იფიქრებს.
მშვენიერია ვარსკვლავები ცა სამყაროს ერთ ერთი ყველაზე ლამაზი ქმნილებებია, მათი ყურება ადამიანისთვის ერთი სიამოვნებაა, ყველაზე ლამაზი მაინც მზის ამოსვლაა, მზე ნელნელა ამოდის მზის ამოსვლა სამყაროს ყველაზე დიდი სილამაზეა, მის ყურებას არაფერი შეედრება, უბრალოდ დაჯდე და უყურო სამყაროს ყველაზე ლამაზ სხეულს ამ დროს ის ერთადერთი არსება გახსენდება რომელმაც მოგხიბლა მოგაჯადოვა, ცდილობ მზეს გაოტოლო სილამაზით.
რამდენჯერ შემიდარებია მზისთვის, არჩევანის გაკეთება ძნელია ამ დროს ხომ შენი ფიქრები სუბიექტური არაა? მზის ყურებისას მისი სახე წარმოგიდგება თვალწინ მისი თმების სურნელი რომელიც თითქოს ნიავმა მოგითანა, ცდილობ ღრმად შეისუნთქო არაფერი გაატანო ნიავს, ხან ნიავისაც გშურს შეიძლება იეჭვიანო მასზე როცა მას ნიავი ეხება, გშურს ნიავის მას ხომ მისი შეხების უფლება აქვს, შენ შეიძლება ხელის ჩამორთმევაც ვერ მოახერხო ის ხომ ნაზად ეხება მას მის სახეს თითებს, ოო რა საშინელებაა შური თუნდაც ნიავის, მზის, ხან ყველაფერზე ეჭვიანობ რა ძნელია ასეთი გრძნობის ტარება და დამალვა მის წინ თამაში მისი თვალების ყურება, თუ გაიღიმა სამყარო უცებ მშვენიერი ხდება, ყველა პრობლემა უცებ ქრება მიფრინავ ცაში ფიქრები აღარ გაძლევენ მოსვენებას, გინდა ყველაფერში გამოუტყდე, ჩაეხუტო, გაიტაცო შორს სადაც არც ქარი შეგეცილება არც მზის სხივები გადამალო მხოლოდ შენი იყოს.
ამ დროს რეალობას უბრუნდები ტელეფონი რეკავს, მეგობარი წასვლას გთხოვს?!
ოცნების დარღვევისთვის მზად ხარ ერთი კარგად დაუკურთხო, წასვლას და დარდის ჩაქრობას ცდილობ სასმელში, მაგრამ ყველაფერი ხომ დროებითია სახლში მარტო ბრუნდები, ისევ ის გიდგას თვალწინ
როგორ გინდა დაივიწყო მასზე აღარ იფიქრო დაუბრუნდე ძველ ცხოვრებას სადაც ის არ იყო. წყევლი იმ დროს როცა გაიცანი, რამდენჯერ გიფიქრია შორს გაქცევა ამ სამყაროსგან, ყველაფრისგან ღამე იმ ფიქრით იძინებ რომ დრო გავა და ყველაფერი დამთავრდება გაივლის.
ასე გადის დღეები. შენც ნელნელა ეგუები ცხოვრებას

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა