შენ ისევ ეძებ... » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

შენ ისევ ეძებ...

შენ ისევ ეძებ...

შენ ისევ ეძებ...განუწყვეტლივ ეძებ შეგრძნებებს...
შენ არას ითხოვ,არაფერი სხვა არა გიპყრობს...
შენ ყველა ნახე,დაიპყარი ყველა მწვერვალი...
გული სხვას ითხოვს...განუწყვეტლივ მაინც სხვას ითხოვს...

შენ მიაგენი ამ ცხოვრების ყველა საგანძურს!..
შენ შეიგრძენი ამ ცხოვრების ყველა მშვენება!..
შენ შეიხორცე ამ ცხოვრების ყველა ტკივილი...
და ყველა სევდა შეიგრძენი ადამიანის...

ეხლა რას ეძებ სიცოცხლის ბოლოს?
მარადიული არცა რამ არის იმ ქვეყნის გარდა!..
და შენ დაეძებ მარადიულს არა სიცოცხლეს!..
და შენ დაეძებ მარადიულს არა სიყვარულს!..
და შენ დაეძებ მარადიულს არა სიხარულს...
შენ სიკვდილს ეძებ!..
თავშესაფარს ცოდვილ სულისას...
მოდი სიცოცხლეს დაეშურე ისევ სჯობია...
სიკვდილი?..ის თავად მოვა,კვდომას მოგიტანს...
31.01.2014.nino ch.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა