სამოთხე მიწაზე.. » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

სამოთხე მიწაზე..

სამოთხე მიწაზე..

თვით სიყვარულმაც რომ ფარდა ჩამოუშვას,
პულსმა ძარღვებში რომ სისხლი გამიყინოს,
თუკი ვერ მოვასწრებ გვერდის გადმოფურცვლას,
შენ თუ არა,მიწამ მაინც დამიტიროს..


თუკი ეს სამყარო წუთით არ დაგვინდობს,
გაშლილ ყვავილებში სიკვდილს ეამბორე,
თვით სიცოცხლემაც რომ ყველა გზა დამიხშოს,
მაინც გადავრჩები როგორ მეამბოხე..


და რაც მაბადია,
წლებმა წარიტაცონ,
როგორც ქარში ქვიშა,
ისე გამიტაცონ..

დაე დავემსგავსო,ხეებს გატიტვლებულს,
ხეებს უცოდველს და ხეებს დამძიმებულს.

ან სიცოცხლე გვიყვარს,
ანაც სიკვდილს ვეტრფით,
ზოგჯერ სიყვარული გვამოძრავებს ღმერთის...


თუნდაც რომ ტალღებმა წაგვართას გრძნობები,
დაე წაიღონ მუზა და სინაზე,
ოდესმე ალბათ ერთად მოვხვდებით,
და ერთად ვიქნებით სამოთხე მიწაზე..


თ.მჟავია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა